გასართობივიდეოებისასარგებლო

მეტრო მემანქანის გარეშე დუბაიში


დუბაი არის არაბთა გაერთიანებული საამიროების ყველაზე მრავალრიცხოვანი ქალაქი და საამირო. არაბთა გაერთიანებული საამიროები არის მონარქიული სახელმწიფო არაბეთის ნახევარკუნძულზე, ხოლო დუბაი მეორე უდიდესი საამიროა დედაქალაქ აბუ-დაბის შემდეგ და ერთ–ერთია იმ შვიდი საამიროდან, რომლებიც ქვეყანას ადგენს. (ნახეთ ვიდოები:)
გთავაზობთ, რელსებიანი საქალაქო ტრანსპორტის ნაირსახეობით, ამ შემთხვევაში მეტროთი (მეტროპოლიტენით) გასეირნებას მატარებლის «Gold class»-ის ვაგონით.
ნებისმიერი ქალაქის მიწისქვეშეთი – რეალური თუ მოგონილი ისტორიებით, ლეგენდებითა და მითებით, თითქოს ცალკე სამყაროა: მისტიკური ქალაქი ქალაქის ქვეშ, მაგრამ დუბაიში არ მოგიწევთ მიწისქვეშეთში მგზავრობა. როგორც წესი, მეტრო მიწისქვეშაა განლაგებული და მხოლოდ რამდენიმე სადგური თუ ამოდის მიწისზევით. დუბაიში კი, სადგურების უმრავლესობა მიწისზევითაა.

დუბაიში, 2009 წლის სექტემბერში, ზუსტად 09.09.09 -ზე ექსპლუატაციაში შევიდა დუბაის მეტროს პირველი ხაზი, რომელიც არის ყველაზე გრძელი ავტომატიზირებული, რელსებიანი ტრანსპორტის სისტემა მსოფლიოში. გარდა ამისა, აქ წარმოდგენილი მეტროპოლიტენი არის პირველი მეტრო სპარსეთის ყურეში (Persian Gulf).

მშენებლობა დაიწყო 2005 წლის ბოლოს და ამჟამად , უკვე მუშაობს 28 სადგური, ხოლო გზების სიგრძე შეადგენს – 52 კმ. ოთხივე ხაზის საერთო სიგრძე 2 წელიწადში იქნება 172 კილომეტრი.
მშენებლობის საორიენტაციო ღირებულებაა $ 8 მილიარდი ამერიკული დოლარი.

1) დუბაის მეტრო ავტომატურად კონტროლირებადია: აქ არ არიან მემანქანეები და შესაბამისად არ არის მემანქანის კაბინა.

2) ბილეთების შესაძენად, უნდა ჩავიდეთ მეტროში. მეტროს შესასვლელი მეტწილად გვაგონებს ნიჟარას.

3) რადგან მემანქანე არაა, ბაქანი ჩაკეტილია და მაშინ იღება როცა მატარებელი შემოვა, რომ ვინმე არ ჩავარდეს. ესეიგი, მატარებელში მოხვედრა შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური კარებებიდან, რომლებიც იხსნება სინქრონულად მატარებლის კარებებთან ერთად.

ბაქანი ჩაკეტილია, მაგრამ ნათლად ჩანს მატარებლის შემოსვლა. ნახეთ ვიდეოს რგოლში:

4) რაც შეეხება ვაგონების დაყოფა- განაწილებას:

მატარებელს აქვს 5 ვაგონი და ყველა მათგანი განსხვავდება ერთმანეთისგან; რა თქმა უნდა, განსხვავდება ფასის მიხედვითაც. პირველი ვაგონი – ეს «Gold class»-ის ვაგონია; ამ ვაგონში მგზავრი უფრო კომფორტულად გრძნობს თავს, შეუძლია ყურება არა მხოლოდ გვერდითა ფანჯარაში , არამედ წინა ფანჯარაშიც (ეს ვაგონი ეგრეთწოდებული „მემანქანის კაბინაა“)

პირველ ვაგონში სკამები ისე მოხერხებულადაა განთავსებული, რომ წინა ფანჯრიდან და გვერდითა ფანჯრებიდანაც კარგად ჩანს დუბაის ცათამბჯენები.

ეს არის «Gold class»-ის პირველი ვაგონი და შესაბამისად ბოლეთიც ძვირია. პლატფორმაზე მორიგეობს დაცვის თანამშრომელი, რომლის მოვალეობაშიც შედის ბილეთების შემოწმებაც.

როგორც ზემოთ აღინიშნა, მატარებლები ავტომატურად კონტროლირებადია: მოძრაობენ ავტომატურად, დისტანციურ მართვაზე, ამიტომ ყველაზე „მაგარი“ ადგილი არის პირველ ვაგონში, მემანქანის ადგილას-საქარე მინასთან, საიდანაც იშლება ლამაზი ხედები. ნათელი ვაგონებია და ადგილებიც საკმარისია…

5) ეს ქალაქის გარეუბანია…

ნახეთ ვიდეო: რამდენი ცათამბჯენებია, ერთმანეთის გვერდით


6) თითოეულ სადგურში დგას დიდი დაფა, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია დატოვოს შეთავაზებები, სურვილები, ან უბრალოდ გაუზიარონ ერთმანეთს თავიანთი აზრები.
შეურაცხმყოფელი გამონათქვამები და არაკორექტული განცხადებები ჯერჯერობით შემჩნეული არ იყო…


7) რაიონ Knowledge Village-თან მიახლოებისას. მალე აქ აშენდება ელიტური საგანმანათლებლო დაწესებულებები.

8) მატარებელი-ქალაქის ცენტრში მიახლოებისას და დუბაის ცათამბჯენები. ბურჯ დუბაი –ამჟამად არის სუპერმაღალი ცათამბრჯენი დუბაის ახალ საქმიან უბანში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, ღომლის მშენებლობაც დასრულდა 2009 წელს. შენობის მთავარი არქიტექტორი, სტრუქტურული და მექანიკური ინჟინერი იყო ჩიკაგოს კომპანია Skidmore, Owings and Merrill LLP (SOM). სამწუხაროდ, დუბაის ეს მეტროპოლიტენი არ გაივლის იმ ტერიტორიაზე.

9) ყველა ვაგონში ფუნქციონირებს ჰაერის კონდიცირების სისტემა და ყველა ვაგონშია მაუწყებლობის ეთერი. მატარებელში განცხადებების გადაცემა ხდება ორ ენაზე: თავდაპირველად არაბულ ენაზე (Arabic), შემდეგ ინგლისურ ენაზე (English).

10) აი, ასე გამოიყურება დუბაის მეტროპოლიტენის სქემა (გრაფიკული გამოსახულება). ყველგანაა საინფორმაციო დაფები და მონიტორები. იდეალურად წერია ყველა გასასვლელი, ყველა მიმართულება, სადაც კი კითხვა დაგებადება რამე მიმართულებაზე, იქვეა პასუხი. ყველგანაა სქემა.

11) ყველა სადგურზე, ასევე თვით მატარებელში შენარჩუნებულია ერთნაირი ტემპერატურა 20 გრადუსი

22) სადგური № 21.


23) ფოტო რომელიც 1 წამით ადრეა გადაღებული: ამ სურათზე ჩაიქროლა მატარებელმა.

24) ბოლო სადგური „ალ-რიგა“ (Al Rigga).

25) მოედანი სადგურ «Union»-ის შესასვლელთან.

პანორამა „მეტრო-სითი“ (Metro City)
ნახეთ ვიდეო, ნებისმიერ სადგურში შესაშური სისუფთავეა, დაგებული მეტლახი პრიალებს და ვერ ნახავთ ვერც სიგარეტის ნამწვავებს და ვერც ქაღალდის ნაგლეჯსაც…

ნახეთ ვიდეო: Dubai Metro trail run.. worlds largest automated driverless system

ნახეთ დუბაი ღამით მეტროს მატარებლიდან:
(please, lean back and enjoy Dubai at night)

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close