გასართობისაკითხავისასარგებლო

შიფრები და კოდები – ნაწილი 1


კოდები და შიფრები საიდუმლო ინფორმაციის დასაცავად გამოიყენება, თუმცა ამ როლს, განსხვავებულად ასრულებენ. კოდირების დროს გზავნილის ყველა სიტყვა ან ფრაზა იცვლება კოდური ციფრებით ან სიტყვებით.კოდირებული ინფორმაციის ჩაწერის ან წაკითხვის ერთადერთი გზა კოდების წიგნის გამოყენებაა.დაშიფვრის დროს ტექსტში ასოების სხვა ასოებით ჩანაცვლება ხდება.შიფრით ჩაწერისა და მოკითხვისთვის აუცილებელია თითოეული ასოს, დაშიფვრის წესის ცოდნა.

როზეტას ქვა – წარწერა როზეტას ქვაძე ძვ.წ 196 წელს არის ამოტვიფრული.თუმცა იმ ხანად, მისი შინაარსის გაშიფვრა არავის უცდია.იმ დროისთვის ეგვიპტელები იყენებდნენ, 3 განსხვავებულ დამწერლობას: იეროგლიფებს, დემოტურსა და ძველბერძნულს.როზეტას ქვის ერთი და იგივე ტექსტი სხვადასხვა დამწერლობით იყო შესრულებული. 1799 წ. როდესაც იგი ეგვიპტეში როზეტაში ( ამჟამინდელ რაშიდში ) , აღმოაჩინეს, სამივე წარწერის წაკითხვა ვერავინ შეძლო. 1822წ ჟან-ფრანსუა შამპოლიონმა, რომელმაც შა აღმოსავლეთის 6 უძველესი ენა იცოდა, გაშიფრა იეროგლიფური წარწერა – მან ეგვიპტის ფარაონის სახელი და მისი მიღწევათა ჩამონათვალი ამოიკითხა.

სკიტალი – ეს იყო პირველი საშიფრი მოწყობილობა რომელსაც სპარტელები ძვ.წ 400  წლიდან იყენებდნენ. წერილის გამგზავნსა და მიმღებს ჰქონდათ, ერთნაირი დიამეტრის კუთხოვანი ცილინდრის ფორმის ჯოხი – სკიტალი. მასზე ახვევდნენ ტყავის გრძელ ღვედს, რომელზეც შეტყობინება ეწერა. სკიტალის გარეშე ღვედზე გამოსახული აოები არეული იყო და შინაარსი არ იკითხებოდა.

კეისრის შიფრი – იულიუს კეისარი მეტად მარტივ შიფრს იყენებდა. ტექსტის თითოეული ასო ანბანში მისი მომდევნო მესამე ადგილით დაცილებული ასოთი იცვლებოდა.ასეთ შიფრს ჩანაცვლებადი ანუ კეისრის შიფრი ეწოდება. ბაღდადელმა სწავლულმა ალ-კინდიმ ( ახ.წ. 800-873 ) მარტივი შიფრების მთავარი ნაკლი შენიშნა. მან აღმოაჩინა რომ ღია ტექსტისა და დაშიფრული ტექსტის ასოების რიცხვი და მათი განმეორების სიხშირე ერთნაირია, რაც შიფრის გატეხვას მნიშვნელოვნად აიოლებს.

ალბერტის შიფრის დისკო – ამერიკის სამოქალაქო ომის დროს, ფედერალური არმია, ინფორმაციის შიფრისთვის იყენებდა. რომელიც ორი- მოძრავი და უძრავი ნაწილისგან შედგებოდა. დაშიფრული ტექსტის წასაკითხად, ამ დისკოების ურთიერთგანლაგების ცოდნა იყო საჭირო.გზავნილიც ამ ინფორმაციით იწყებოდა. შემდეგ კი ჩარჩოს წრიული მოძრაობით, დაშიფრული ასოები და ციფრები, ღია ტექსტის ნიშნებად გარდაიქმნებოდა.

კარდანოს ტრაფარეტი – ტექსტის გაშიფვრისთვის მის გამგზავნსა და მიმღებსაც უნდა ჰქონდეთ გასაღები-ტრაფარეტები, ერთსა და იმავე ადგილას ამოჭრილი უჯრედებით. მათი საშუალებით, მხოლოდ საიდუმლო ტექსტის ასოები გამოჩნდება. ტრაფარეტის დაშიფვრა შემდეგნაირად ხდება- სერილი ჩვეულებრივად უნდა გამოიყურებოდეს, არც მეტისმეტად უაზრო და გრამაიკულად გაუმართავი იყოს.მაგალითად, ამ წერილიდან :”ამ საღამოს ოპერაში ვიქნები, მაგრამ თუ გსურს სავახშმოდ მოგვიანებით შეგხვდები”.-ტრაფარეტის ამოჭრილ უჯრებში მხოლოდ მონიშნული ასოები გამოჩნდება. გაშფვრა – წერილს ტრაფარეტი ედება, რომლის ამოჭრილ უჯრედებში ჩანს ღია ტექსტი ფრთხილად იყავი, ტრაფარეტი მარტივი გამოსაყენებელია, თუმცა მისი დაკარგვა, მოპარვა და გაყიდვაც ადვილია.

მსგავსი ამბები

Close
Close