ვიდეოებისაკითხავისასარგებლო

ჰიპოთეა

ამას წინათ ვიხილე ფილმი “აგორა” და გადავწყვიტე მომეთხრო ჰიპათიაზე.

ჰიპათია ალექსანდრიელმა განათლება მოიღო თავისი მამის ხელმძრვანელობით, რომელიც ალექსანდრიის სკოლის მეცნიერებს მიეკუთვნებოდა. ტეონ ალექსანდრიელმა შეასწავლა მას მუსიკა, ფილოსოფია, მათემატიკა, ასტრონომია და ა.შ.

ჰიპათია მიწვეულ იქნა ალექსანდრიის სკოლაში, სადაც დაიკავა ერთ-ერთი წამყვანი კათედრა – ფილოსოფიის კათედრა. ის ასევე ასწავლიდა მათემატიკას და ასტრონომიას.

ისტორიკოსი სოკრატ სქოლასტიკი მას შემდეგნაირდ ახასიათებს: მან შეიძინა უზარმაზარი ცოდნა და მან ფილოსოფოსებსაც გაასწრო. ის სწავლობდა პლატონის სკოლაში და თავად ასწავლიდა ფილოსოფიის ყველა დარგს. ამიტომ ფილოსოფიის სწავლას მოწყურებულნი უკლებლივ მოედინებოდნენ მასთან. მიუხედავად იმისა, რონ ის ერთადერთი ქალი იყო ამდენი მამაკაცის გარემოცვაში, მისი თავმდაბლობა და თავდაჭერილობა იწვევდა მათში პატივისცემის გრძნობას.

 

ჰიპათიას დაუღალავი შრომის შედეგად მას ხოტბას ასხამდნენ ალექსანდრიის ფარგლებს გარეთაც. მას ეძახდნენ უჭკვიანეს, უთავმდაბლეს საუკეთესო ფილოსოფოსს. ყოველივე ამის პარალელურად მიმდინარეობდა რელიგიური შეტაკებები, რის შედეგადაც განადგურდა სერაპეტუმი და იქვე მყოფი ალექსანდრიის ბიბლიოთეკა. ჰიპათია ამ ფაქტმა ღრმა დეპრესიაში ჩააგდო. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ ბიბლიოთეკის განადგურებასთან ერთად მისი დაცვისას დაიღუპა ვიღაც მისთვის ძალიან ძვიეფასი ადამიანი. ის დიდხანს გლოვობდა. ამის გამო ის მთლიანად გადაეშვა ფილოსოფიურ ცოდნაში.

ჰიპათიას ეხლა უკვე თავისი სკოლა ჰქონდა და მისი ლექციების მოსასმენად სულ ახალ-ახალი მოსწავლეები იკრიბებოდნენ. რომის იმპერატორის ბრძანებით ისინი ვინც არ მიიღებდნენ ქრისტიანობას მოკვდებოდნენ, მაგრამ აგორა გამონაკლისი იყო. იმდენად დიდი იყო მისი სახელი, რომ იმპერატორმა ის გაანთავისუფლა ამ ვალდებულებისგან. სიკვდილის პირას მყოფმა ტეონმა შვილს სთხოვა, რომ არ ჩარეულიყო პოლიტიკურ და რელიგიურ გარჩევებში. ლექციებზე მას ხშირად უსვამდნენ შეკითხვებს პოლიტიკასა თუ რელიგიაზე, მაგრამ ის არასდროს წამოგებია პროვოკაციას და დაურღვევია მამას თხოვნა. მიუხედავად ამისა ჰიპათია მაინც აღმოჩნდა მწვავე მოვლენების ეპიცენტრში და როგირც ხშირ შემთხვევაში ხდება ბრბოს მსხვერპლი გახდა. მისი სიკვდილის მიზეზად ხშირად ასახელებენ კირილ ალექსანდრიელს, ეკლესიის მამაოს. ქრისტიანებს სჯეროდათ, რომ ის ფილოსოფოსი კიარა ეშმაკი მაგი იყო და ამიტომაც დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

 

ესპანელმა რეჟისორმა ალეხანდრო ამენაბარმა 2010 წელს გადაიღო ფილმი აგორა, რომელმაც სწრაფად მოიპოვა პოპულარობა. ჰიპოთეას როლს ასრულებს რეიჩელ ვაისი.
გირჩევთ იხილოთ

მსგავსი ამბები

Close
Close