სწრაფი სესხი

ფაქტები სხვადასხვა ქვეყნებზე (ნაწილი 11)

როგორც ვიცით ჩინეთში დიდი მოსახლეობაა მე კი მოგაწვდით მცირეოდენ ფაქტებს მის შესახებ

ბუნებრივი მახასიათებლები:
1.ტიბეტის მთიანეთი
მთიანეთი რომელიც მდებარეობს ჰიმალაის მთების ჩრდილოეთით, სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთის მაღალ და მშრალ რეგიონში უდიდესია მსოფლიოში ეს ადგილი ტიბეტელი გლეხების საცხოვრებელია რომლებიც მესაქონლეობას მისდევენ ხორცისა და რძის მისაღებად.

2.ყვითელი მდინარე

ხუანხეს ანუ ყვითელ მდინარეს სახელი ეწოდა ყვითელი შლამის გამო რომელიც მის ფსკერზე ილექება ყვითელი მდინარის ადიდებას დიდი ზარალი მოაქვს ამიტომ მას ჩინეთის უბედურებასაც უწოდებენ

ხუანხე (ყვითელი მდინარე)

3.გობის უდაბნო

გობის უდაბნოს ვრცელი ქვიანი ზედაპირი მწირი მცენარეული საფარით. უდაბნო გადაჭიმულია 1 300 000 კვ.მ ფართობზე

გობის უდაბნო

4. გუილინი

უამრავი ტურისტი ჩადის სოფელ გუილინთან ახლომდებარე საოცარი წარმონაქმნების სანახავად რომლებიც კირქვიანი კლდეების ეროზიის შედეგად წარმოიშვა აქაური ლანდშაფტი მხატვრებისა და პოეტების შთაგონების წყაროა
ტრადიციები და კულტურა:
1.ტაი-ში
ჩინელები ყოველ დილას ტაი-შის ვარჯიშების შესრულებით იწყებენ მათი რწმენით ეს უწყობს ხელს აზროვნების სულის დახვეწასა და სხეულის გაკაჟებას ტაი-შის ტრადიცია სათავეს იღებს ახ.წ მესამე საუკუნიდან
2.მთვარის დღესასწაული
ეს დღესასწაული იმართება შემოდგომაზე ჩინური კალენდრის მიხედვით მერვე სამსეთვარეობისას აწყობს დღესასწაულის დროს მთვარის ნამცხვარს მიირთმევენ
3.ხატვა ტრაფარეტით
აღმოსავლეთ აზიაში მცხოვრებმა ხალხმა მე-8 საუკუნეში ხის ტრაფარეტიღ ხატვის ტექნიკა გამოიგონა ხის დაფებზე ამოტვიფრულ დაფებზე ამოტვიფრულ ნახატებში მელანს ასხამდნენ და შემდეგ ანაბეჭდი ქაღალდზე გადაჰქონდათ

ტრაფარეტით ხატვა

4.წყალჯომარდობა

წყალჯომარდობის ზეიმზე რომელსაც ტაივანსა და ჩინეთში აღნიშნავენ შეჯიბრება გრძელი დრაკონის ფორმისა და მოხატულობის ნავებით იმართება ეს დღე ეძღვნება პოეტ ციუი იუანს რომელიც ძვ.წ 299 წელს დაიხრჩო ამ დღესასწაულზე ბრინჯის ხშულცხობილებს მიირთმევენ
5.ჩინური მხატვრობა

საუკუნეების მანძილზე  ჩინელი მხატვრები მელანითა და ფუნჯით მშვენიერ ლანდშაფტებს ხატავდნენ ქაღალდზე და აბრეშუმზე იეროგლიფებით ცხოველებისა და მცენარეების გამოსახულებებით დამშვენებული გრაგნილები მარაოები და დასაკეცი ალბომები დღესაც ძალზე პოპულარულია

ჩინური მხატვრობის ნიმუში

ისტორიული პიროვნებები:

1. კონფუცი (ძვ.წ 551-479)

ამ დიდი მოაზროვნისა და მასწავლებლის ჩამოყალიბებული ფასეულობები დღესაც ახდენს ზეგავლებას ჩინელი საზოგადოების ცხოვრების წესზე მიუხედავად იმისა რომ კონფუცი 2500 წლის წინ ცხოვრობდა მის შეხედულებებს ოჯახზე სწავლასა და ზოგადად ერზე დიდ პატივს სცემენ ჩინეთში

კონფუცი

2. ჩჟან ჰენი (ახ.წ 78-139)
ჩინელმა მათემატიკოსმა და ასტრონომმა ჩჟან ჰენმა გამოიგონა სეისმოგრაფი რათა შესაძლებელი ყოფილიყო მიწისძვრების დაფიქსირება მიწისქვეშა ბიძგით დრაკონის პირში ვარდებოდა ზარი რომელიც ისე ძლიერ ხმას გამოსცემდა რომ იმპერატორს აღვიძებდა

ავტორი: Bread

FavoriteLoadingდაამატე ფავორიტებში
ამობეჭდვა ამობეჭდვა
Processing your request, Please wait....

loading...
© 2008 - 2016 ყველა უფლება დაცულია | ბლოგს ჰოსტინგით უზრუნველყოფს კომპანია CLOUD9.GE