ვიდეოებიკრეატივისასარგებლო

კონტემპი…

ყველაზე ლამაზი და ემოციურია ცეკვა, რომელსაც გრძნობების კარნახით ასრულებენ. ეს არ არის უბრალოდ ლამაზად ნათქვამი წინადადება. გაზაფხულის სურნელით გაბრუებული ადამიანი რომელიც თავის პოზიტივს ნაზი და ლამაზი რხევებით გამოხატავს

ან სხეული, რომელიც სიბრაზემ აიტანა, მძვინვარე ხასიათს უხეში, მკაცრი ილეთებით გამოხატავს. ცეკვა უნდა იყოს ადამიანის ხასიათის ანარეკლი. ეს ჩემი სუბიექტური აზრია..
გთავაზობთ მასალას მოდერნული სტილის ცეკვაზე, რომელიც საქართველოში ნაკლებადაა აქტუალური.
კონტემპი მოდის სიტყვიდან contemporary – თანამედროვე. კონტემპი არის მოდერნის ერთ-ერთი სახე. იგი გაჩნდა ამერიკის ცეკვის სკოლებში მე-20 საუკუნის 60-იან წლებში. ახალგაზრდა მოცეკვავეს ისიდორე დუნკანს ბრალს დებდნენ ნამდვილი ცეკვის წესების განდგომაში. მან უარყო ბალეტის ორდინარული შესრულება და გაათანამედროვა იგი. შექმნა ცეკვა დაფუძნებული უაღრესად ლამაზ პლასტიკაზე. ის ამტკიცებდა, რომ ცეკვას არ უნდა ჰქონდეს წესები. ლამაზია ილეთები, რომლებსაც გულის კარნახით ვაკეთებო. 
ისიდორესთვის მთავარი წესი იყო “ცეკვა შინაგანი ხმის მორჩილებით”
კონტემპის მიმდევრობა ჩამოყალიბდა მისი სიკვდილიდან ათი წლის შემდეგ. მის შექმნაში ასევე დიდი წვლილი მიუძღვით ცნობილ მოცეკვავეებს მარი რამპერს და მარტა გრემს. აუცილებლად უნდა ვახსენო ქორეოგრაფები რუდოლფ ფონ ლაბანი და მერს კანინგემი.
კონტემპის საშუალებით მოცეკვავეები გამოხატავენ თავიანთ ტკივილს, პრობლემებს, სიხარულსა თუ პოზიტივს, ნამდვილ ადამიანურ შეგრძნებებს.
მართალია კონტემპში არის ბალერის საფუძვლები, მაგრამ რადიკალურად განსხვავდება შესრულების მანერით. იგი მოითხოვს საუკეთესო პლასტიკას. აქ საუბარია პროფესიონალურ შესრულებაზე. ნუ დაკომპლექსდებით, თქვენც შეგიძლოათ სცადოთ. რთულია ავღწერო თუ რაოდენ ბედნიერებას წარმოადგენს ამ ცეკვის შესრულება. იცლები ცუდი ემოციებისგან, ორგანიზმი გამოიმუშავებს ბედნიერების ჰორმონს, ვაღწევთ სულის სიმშვიდის ზენიტს და რაც მთავარია ვახდენთ მოზღვავებული ენერგიის რეალიზაციას. სხეული იმყოფება აბსოლიტურად ბალანსირებულ მდგომარეობაში.

 

 

 

 

 

მსგავსი ამბები

Close
Close