არქივი

10 შოკისმომგვრელი ფაქტი ამერიკის შეერთებული შტატების შესახებ

e5dea8a43bdd
ელვის პრესლი, ჰოლივუდი, მაკდონალდსი, დიდი კანიონი, ნიუ-იორკი, თეთრი სახელი, ლას-ვეგასი, სიმსუქნე, სროლა ქუჩებში, არაქისი – პირველი ასოციაციები აშშ-სთან დაკავშირებით. აშშ ტერიტორიის სიდიდის მიხედვით მსოფლიოში არის მეოთხე ადგილზე და მისმა იზოლაციამ დედამიწის დანარჩენი ნაწილისგან ითამაშა მნიშვნელოვანი როლი ქვეყნის განვითარებაში და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. აშშ არის ემიგრანტების მიერ აშენებული ქვეყანა, რომლებიც ჩავიდნენ თავისუფლების ძიებაში.

9 მილიონი პატიმარი
f35a1ce4116c
დღეს მთელს მსოფლიოში პატიმრების რაოდენობა შეადგენს 9 მილიონ ადამიანს და ამათგან მეოთხედი მოდის აშშ-ს ციხეებიდან, მაგრამ ამ მხრივ ამერიკა ერთადერთი არაა, დიდია პატიმრების რაოდენობა რუსეთშიც, ჩინეთშიც, ბრაზილიაშიც. აშშ-ს ციხეებში ზიან ძირითადად სერიული მკვლელები და სიკვდილმისჯილები, ხოლო სიკვდილით დასჯა შტატთა ნახევარზე მეტში აკრძალული არაა.

მომწამვლელი პროჰიბიციონისტები
fe29448ace0f
1920-1933 წლების პერიოდში აშშ-ში ძალაში შევიდა მშრალი კანონი, რომელიც კრძალავდა ალკოჰოლის ტრანსპორტირებას, იმპორტს და წარმოებას. კანონის მიზანი იყო ერის გამოჯანმრთელება და მოქალაქეებისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის სწავლება, მაგრამ ამას ჰქონდა სერიოზული გვერდითი მოვლენები. შობას აშშ-ში განგსტერებმა კონტრაბანდულად შეიტანეს ძვირადღირებული ალკოჰოლი. იმისათვის, რომ სიტუაცია კონტროლს დაქვემდებარებოდა, აშშ-ს მთავრობამ გადაწყვიტა განზრახ მოეწამლა შეტანილი ალკოჰოლი, რომ ხალხს ის აღარ ეყიდა და არ დაელია. ამ ღონისძიებების ჩატარების პერიოდში დაიღუპა 10 ათას ადამიანზე მეტი.

საკრედიტო ვალები
c0a566c52a59
ამერიკელების 80% ცხოვრობს კრედიტით. ბევრ ამერიკელს ვალად დაედო საცხოვრებელი სახლის, საკრედიტო ბარათების სხვადასხვა გადასახადების კრედიტები. ითვლება, რომ თუკი ჯიბეში გიდევს 10 დოლარი, მაგრამ ვალი საერთოდ არ გაქვს, მაშინ მდიდარი ხარ ამერიკელების 25%-ზე.

გყავდეს მეგობრები ახლოს, ხოლო მტრები კი კიდევ უფრო ახლოს
1170d8dde0b6
როდესაც მწერალმა თინა ფეიმ, ალასკის გუბერნატორი სარა პეილინ სარკასტულად წარმოსახა, მან მისი სახელით თქვა, რომ ის ხედავს რუსეთს მისი სახლის ფანჯრებიდან და ეს იყო ნაწილობრივ სიმართლეც. ალასკის უკიდურესი წერტილიდან 4 კილომეტრში მდებარეობს ამერიკა-რუსეთის საზღვარი. ეს ორი ერთმანეთის მოწინააღმდეგე ქვეყანა ჯერ კიდევ ცივი ომის დროიდან იყვნენ ტერიტორიულად ძალიან ახლოს. დღეს ეს ორი ზესახელმწიფო თანამშრომლობენ და ებრძვიან ტერორისტების, რომლებიც საკუთარ თავებს უწოდებენ “ისლამური სახელმწიფო”-ს, მაგრამ ეს თანამშრომლობა ძველ კონკურენტებს შორის დაძაბულობას არ ხსნის.

გარემოს დაბინძურება
a398ebb1827d
ცნობილია, რომ აშშ მოიპოვებს და მოიხმარს ბუნებრივი რესურსების იმ რაოდენობას, რომელიც ბევრად აჭარბებს სხვა ქვეყნების მიერ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის რაოდენობას. ეს ნიშნავს, რომ აშშ ძლიერ ახდენს გარემოს დაბინძურებას. ითვლება, რომ ბავშვი, რომელიც დაიბადება აშშ-ში, გარემოს უფრო მეტ ზიანს მიაყენებს მთელი ცხოვრების განმავლობაში, ვიდრე ბრაზილიაში დაბადებული ბავშვი. საშუალოსტატისტიკური ამერიკელი მოიხმარს იმდენ რესურსს, რამდენსაც 32 კენიელი ერთად აღებული.

სიმსუქნე – 100 მილიარდიანი დოლარის პრობლემა
86a62498c070
ამერიკაში ცხოვრობს ფასტ-ფუდების მოყვარულთა დიდი რაოდენობა, ხოლო იმ ადამიანების რაოდენობაც, რომლებიც იტანჯებიან სიმსუქნით ძალიან დიდია. სტატისტიკურად სამი ამერიკელიდან ერთი იტანჯება ზედმეტი წონით. სიმსუქნე ამერიკაში გახდა ეროვნული პრობლემა, რომელიც უკვე ბავშვებსაც შეეხო. ყოველ წელს სიმსუქნესთან დაკავშირებული პრობლემების გამო აშშ-ში იღუპება 400 000-მდე ადამიანი. სიმსუქნე ქვეყანას უჯდება 100 მილიარდი დოლარი წელწადში.

თქვენ გითვალთვალებენ!
c232b2f8c823
ყველასათვის ცნობილია, რომ აშშ-ს მთავრობას უყვარს, რომ იყოს ყველაფრის კურსში, რაც კი ქვეყანაში ხდება. აშშ-ს კონგრესის ბიბლიოთეკამ, რომელიც არის ყველაზე ძველი კულტურული დაწესებულება მიიღო დავალება, რომ დააკვირდეს ყველა შეტყობინებას Twitter-ში და შეინახოს ის თავის კატალოგებში. ამისათვის ტვიტების რაოდენობა შეზღუდულია 140 სიმბოლომდე, რომ მათი წაკითხვა და შენახვა მარტივი იყოს.

აშშ-ში არ არსებობს ოფიციალური ენა
64dccb25bc83
სახელმწიფო ენის არსებობა დაარღვევდა პირველ შესწორებას აშშ-ს კონსტიტუციაში და გამოიწვევდა იმათი უფლებების დარღვევას, ვისაც არ სურს ინგლისურ ენაზე საუბარი, ამგვარად კი შეეწინააღმდეგებოდა დემოკრატიის პრინციპებს. ამერიკაში სხვადასხვა ენებზე საუბრობენ. მაგალითად აშშ-ს პირველი პრეზიდენტი საუბრობდა ჰოლანდიურად, რადგან ეს იყო მისი მშობლიური ენა. მიუხედავად იმისა, რომ ინგლისური ენა გახდა ძირითადი, ქუჩებში შეიძლება გაიგონოთ მხოლოდ ესპანური.

მოძალადეებს თავიანთი უფლებები აქვთ
579518e6fe2b
როდესაც კვლევებმა აჩვენა, რომ მოძალადეების 97% აშშ-ს ციხეში ერთ დღესაც კი არ ატარებს, ამან გამოიწვია მთელი მსოფლიოს გაოცება. შემდეგ გაირკვა, რომ 31 შტატში მოძალადეებს აქვთ ბავშვზე მეურვეუბის უფლება, თუკი ძალადობის შედეგად ქალი დაორსულდა. ამის გარდა, ზოგიერთ შტატში საერთოდ იკრძალება აბორტი.

რასთაშორისი ქორწინებები
9bd90f3134ea
რასთაშორისი ქორწინებები ამერიკაში შესაძლებელი გახდა მხოლოდ 1967 წლიდან, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ შეცვალა შესაბამისი კანონი, რომელსაც ეწოდებოდა “კანონი, რომელიც კრძალავს რასების შერევას”. გავიდა სულ რაღაც 50 წელი მას შემდეგ, მაგრამ რასთაშორისი ქორწინებები შოკირებენ იმაზე არანაკლებად, ვიდრე ერთსქესიანთა ქორწინებები, რომლის ლეგალიზირება მოხდა 2015 წელს.

Back to top button