სწრაფი სესხი

დიკე

მას შემდეგ, რაც ფიზიოგნომიკით დავინტერესდი და მისი გარკვეული საფუძვლები შევისწავლე, ჩემს ირგვლივ მყოფთა გარემოზე დაკვირვებით აღმოვაჩინე, რომ ადამიანები არა მხოლოდ “საჭირო ტყუილებს” ამბობენ, არამედ სრულიად უსარგებლო ტყუილებსაც არ იშურებენ.

ალბათ მიმიხვდით რას ვგულისხმობ. მოდით ვაღიაროთ გარკვეულწილად ყველა ადამიანი იტყუება, მაგრამ ეს შეიძლება პირობითად გავამარათლოთ გამოუვალი მდგომარეობებით, მაგრამ რა საჭიროა ყოველ მეორე წინადადებაში აი ეს უკვე პრობლემაა. მოკლედ გადავწყვიტე მოგიყვეთ ლეგენდა ბერძნული მითოლოგიიდან

სიმართლის ქალღმერთმა დიკემ შეიტყო, რომ ერთ-ერთ სოფელში სიცრუემ დაისადგურა. აქ ყველა მუდამ ცრუობდა. ანგარებით სავსე მცხოვრებლებს წლების განმავლობაში სიმართლე არ უთქვამთ ერთმანეთისთვის.
განრისხდა ქალღმერთი და გადაწყვიტა ადამიანის გამოსახულებით მისულიყო რათა დარწმუნებულიყო ამბის სიზუსტეში. იგი სოფელს ძალიან მსუქანი, მახინჯი ვაჭრის სხეულით მოევლინა. მაშინვე გაავრცელა ხმა, რომ ის ვინც მის გარეგნობას ზუსტად აღწერდა მიიღებდა ერთ ტომარა ოქროს. რამოდენიმე საათში მას ირგვლივ დიდი ბრბო შემოეხვია. ანგარებით აღსავსე მცხოვრებლები ამაზრზენად ცრუოებდნენ. ამბობდნენ რომ ის იყო დედამიწაზე ულამაზესი კაცი და რომ ჯილდოს ასღებად კიარ მოვიდნენ, არამედ უნდოდათ ენახათ არაამქვეყნიური სილამაზე. აი მაშინ განრისხდა დიკე და შემაძრწუნებელი ხმით იღრიალა: “თქვენ მე მომატყუეთ! რატომ!?” ყველამ მაშინვე იუარა დანაშაული. განრისხებულმა ქალღმერთმა წაართვა მათ მეტყველების უნარი და დაიბარა “ამიერიდან ხელების ჟესტებით ესაუბრეთ მხოლოდ სიმართლე, თუ კვლავ კანაგრძობთ სიცრუის ღაღადს ხელებსაც წაგართმევთ!”
ასე გადაუქცა ცრუპენტელათა სოფელი მუნჯების სოფლად. სიმართლის მღაღადებელ მუნჯების სოფლად.

ასე რომ მეგობრებო შეწყვიტეთ ტყუილების თქმა, თორემ ვინ იცი სად გემალებათ რევიზია ;D


ავტორი: nina6782

FavoriteLoadingდაამატე ფავორიტებში
ამობეჭდვა ამობეჭდვა
Processing your request, Please wait....

loading...
© 2008 - 2016 ყველა უფლება დაცულია | ბლოგს ჰოსტინგით უზრუნველყოფს კომპანია CLOUD9.GE