სწრაფი სესხი

სისხლიანი მერი

ბევრს გაგვიგონია სისხლიანი მერი,თუმცა ცოტამ თუ იცის ამ ლეგენდის შესახებ…

ამერიკის შტატის პენსილვანიის დაბურულ ტყეში, პატარა სახლში ცხოვრობდა მოხუცი ქალი, რომელიც აგრივებდა მცენარეებს გასაყიდად. ადგილობრივმა მოსახლეობამ ქალს შეარქვა სისხლიანი მერი. ვერავინ ბედავდა მასთან მიახლოვებას, რადგან ყველა დარწმუნებული იყო, რომ ის ბოროტი ჯადოქარი გახლდათ და მასთან ურთიერთობა მხოლოდ უბედურების მომტანი იქნებოდა. ერთხელ რეგიონში უცნაური და ამავდროულად შემაძრწუნებელი რამ მოხდა. დაიკარგა პატარა გოგონა, მას მიჰყვა მეორე მესამე და ა.შ. მშობლებმა გადაწყვიტეს რომ სისხლიან მერი აუცილებლად იქნებოდა გარეული ამ საქმეში და სიმამაცით აღჭურვილნი გაემგზავრნენ მის სანახავად. მან ყველაფერი უარყო და დამამტკიცებელი ფაქტებიც მის წინააღმდეგ არ იყო.
ამის პარალელურად ფერმერებმა შენიშნეს რომ მერი შეიცვალა და ის უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდა. ერთხელაც მეწისქვილის ქალიშვილი ღამით აგა საწოლიდან და სახლი დატოვა. მას თითქოს რაღაც მიმზიდველი ხმა ეძახდა. მშობლები დაედევნენ მას და ცდილობდნენ შეეჩერებინათ, მაგრამ ბავშვი ამტკიცებდა, რომ მას ელოდა სინათლე მეზობელ ტყეში. მშობლებმა სხვა ფერმერებს დაუძახეს და ჩუმად გაჰყვნენ გოგონას, რომელიც ბოლოსდაბოლოს სისხლიანი მერის ქოხთან მივიდა. ფერმერებმა შეიპყრეს მერი და დაწვეს კოცონზე.
როდესაც მერის წვავდნენ მან ამოიკივლა წყევლა; თუ ვინმე მის სახელს სახლის წინ ახსენებს ის მოკვდება საშინელი სიკვდილით, ხოლო თუ სამჯერ გაიმეორებს მის სახელს ის გაანთავისუფლებს მას.
აღმოჩნდა რომ მერი ბავშვების სისხლს სვამდა, რათა ძალები აღედგინა და ახალგაზრდობა დაებრუნებინა.
მოკლედ ეს არის ტიპიური ამერულიკული ლეგენდა. არსებობს კიდევ რამოდენიმე ვერსია

სისხლიან მერის ასევე ეძახდნენ მარია ტიუდორსაც, რომელიც ცნობილია თავისი სისასტიკით. მან ხუთი წლის მმართველობის განმავლობაში სამასამდე ადამიანი დააწვევინა კოცონზე. ჭორაობდნენ, რომ ის პროტესტანტი გოგონების სისხლს სვამდა, რომ შეენარჩუნებინა ახალგაზრდობა. 

კიდევ ერთი ვერსიით სისხლიანი მერი იყო მერი ველინგტონი, რომელიც წამებით მოკლეს. მას დასთხარეს თვალები, დაუსერეს სახე და მიაყენეს რამოდენიმე ჭრილობა მუცლის არეში. ის სისხლისგან დაიცალა. ამბობდნენ მისი სული სარკეში ჩასახლდა, რომლის წინაც ის მოკლეს.

 


ავტორი: nina6782

FavoriteLoadingდაამატე ფავორიტებში
ამობეჭდვა ამობეჭდვა
Processing your request, Please wait....

loading...
© 2008 - 2016 ყველა უფლება დაცულია | ბლოგს ჰოსტინგით უზრუნველყოფს კომპანია CLOUD9.GE