გართობაკულტურაუცნაური

მხიარული როჯერი-Jolly Roger-Joyeux Rouge

6067782bacf5

არსებობს “მხიარული როჯერი”-ს  წარმოშობის რამდენიმე ისტორია.

ერთ-ერთი პირველი მეკობრე ვინც “მხიარული როჯერი”-ს იყენებდა იყო ემანუელ უეინი.მის დროშაზე ასევე გამოსახული იყო ქვიშის საათი რაც აღნიშნავდა – თქვენი დრო მიდის. სტიდ ბონეტი ასევე იყენებდა “მხიარული როჯერი”-ს მოდიფიცირებულ ვერსიას, თუმცა მის დროშაზე ძვალი იყო ერთი, ხოლო თავის ქალას ერთ მხარეს გამოსახული იყო გული, ხოლო მეორე მხარეს დაშნა.
e8d3ebef1be4
1.ემანუელ უეინი
c34ba710fb23
2.სტიდ ბონეტი

ყველა მეკობრეს თავისი “მხიარული როჯერი” ჰქონდა, ზოგი კი უბრალოდ იმ ქვეყნის დროშის ქვეს დაცურავდა რომელიც მოსწონდა, ან რომელიც მოცემულ სიტუაციაში მათთვის ხელსაყრელი იყო. მაგალითად როდესაც უტევდნენ ესპანელების გემს, ინგლისის დროშს წევდნენ და პირიქით, ხოლო თუ ინგლისელებისგან თავის დაძვრენა სურდათ მაშინ ჰოლანდიის დროშის ქვეშ დაცურავდნენ ( ამ პერიოდში ჰოლანდია არ ომობდა ინგლისთან)

a0c4855e1571

3.ბართოლომეო რობერტსი

3f4c8a7c3536

4.ედვარდ ინგლენდი

 

1.ერთი ვერსიით “მხიარული როჯერი” წარმოიშვა სიტყვისგან “Joyeux Rouge” რაც ნიშნავს ღია,ხასხასა წითელს.ეს იყო საომარი, სისხლისფერი დროშა.მეკობრეები და პრივატირები ვალდებული იყვნენ აღემართათ სახელმწიფოს დროშა,რომლის ქვშაც ახორციელებდნენ იერიშს. შეტევის დროს ისინი იყენებდნენ შავ სასიგნალო დროშას, რომელიც აღნიშნავდა დანებების მოთხოვნის ულტიმატუმს.თუ მოწინააღმდეგე დანებებაზე უარს ამბობდა, მეკობრეები წითელ დროშას აღმართავდნენ.დროთა განმავლობაში ინგლისელებმა “Rouge” გადააკეთეს მათთვის უფრო მისაღებ “Roger”-ად ხოლო “Joyeux”-“Jolly”-დ.

 

2.არსებობს მეორე ვერსიაც რომელსაც სიმართლესთან ნაკლებად მიახლოებულად თვლიან.ამ ვერსიით გემები იყენებდნენ შავ დროშას ორი თეთრი გადაჯვარედინებული ხაზით მაშინ, რედესაც გემზე რაიმე ავადმყოფობა ან ჭირი გავრცელდებოდა.ეს იყო ნიშანი სხვა გემებისთვის რათა ამ უკანასკნელისგან თავი შორს დაეჭირათ.მეკობრეებიც ამ დროშას ხშირად იყენებდნენ რათა სამხედრო სახაზო გემებისა და ფლაგმანების თავდასხმისგან თავი აერიდებინათ.დროთა აგანმავლობაში ორი თეთრი ზოლი , გადაჯვარედინებულ ძვლებად გადაიქცა.

3.მესამე ვერსიის თანახმად, “მხიარული როჯერი”-ს წარმოშობა უკავშირდება, ინდოეთის და წყნარი ოკეანის მეკობრეებს რომლებიც საკუთარ თავს ზღვათა მბრძანებლებს-“Ali Raja”, რაც ინგლისური “Jolly Roger”-ის წინაპრა ითვლება.

4.მეოთხე ვერსიის თანახმად “Jolly Roger”(“მხიარული როჯერი”) წარმოიშვა სახელისგან “Old Roger”, რომლიც ეშმაკის ერთ-ერთ სახელად მოიაზრებოდა.შემდგომში “Old” შესაძლოა შეცვალა სიტყვამ- “Jolly”.

5.მეხუთე ვერსიით “მხიარული როჯერი”-ს წარმოშობა უკავშირდება მეფეს-როჯერ II სიცილიელი ( 22 დეკემბერი 1095 – 26 თებერვალი 1154 ), რომელმაც სახელი გაითქვა მრავალრიცხვოვანი გამარჯვებებით როგორც საზღვაო ასევე სახმელეთო ბრძოლებში. როჯერ II სიცილიელის დროშა წარმოადგენდა ორ გადაჯვარედინებულ ძვალს წითელ ფონზე.

14353cfb324e
5.ჰენრი აივერი

3ae877df8e99
6.კრისტოფერ მუდი

cab45031ec11
7.ედვარდ ტიჩი-“შავწვერა”

403762e1d649
8.ტომას ტიუ ( თიუ )

2245a7794075
9.კალიკო ჯეკი

6e4e5d694f8d
10.სამხედრო საზღვაო ფლოტი – აშშ

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button