არქივი

ობობები

7a74ea388270
ვაგრძელებ პოსტის წერას ობობების შესახებ. ამჯერდ მინდა მოგითხროთ ერთ-ერთ ულამაზეს წარმომადგენელზე შავ ერეზუსზე (Eresus niger) რომელზეც ბევრი კოლექციონერი ოცნებობს. იგი ყველას აოცებს თავისი მშვენიერებით. შავ ხავერდოვან თავმკერდს გვერდებზე ალისფერი ლამპასები დაუყვება. მუცელიც ალისფერი აქვს და ზედ ექვსი თეთრქობაშემოვლებული შავი მრგვალი ლაქაა. შავ ფეხებზე თეთრი რგოლები აჩნია.

152e161429b7

ასე გამოიყურება მამრი შავი ერეზუსი, მდედრი კი შედარებით უბრალო შესახედავია, იგი ერთფეროვანია-ხავერდოვანი შავი.
1ab6c9361ede

წვრილი ბუჩქნარით ან ბალახით გადავლილი გორაკების სამხრეთ ფერდობზე,
c51a84c972f9
სადაც ქარი ნაკლებად უბერავს, რომელიმე ბუჩქის ძირას მდედრი ერეზუსი პატარა სოროს თხრის-ვერტიკალურად ქვემოთ, შვიდიოდე სანტიმეტრის სიღრმეზე.შიგნიდან მჭიდროდ გამოაკრავს აბრეშუმს. მის კიდეებს მიწის ზედაპირზეც ამოქაჩავს სახურავის ან ქუდის წინსაფრის მსგავსად.

d5d2fec8813c

56647236e676
მისი ბოლოდან ბუჩქამდე (რომლის ფესვებთანაც ობობა დასახლდა) კაკანათის ძაფებს ჭიმავს ჯვარედინად.ეს ძალზე მტკიცე ძაფებია. მიკროსკოპში ჩანს, რომ ორი სწორი და ოთხი კლაკნილი აბლაბუდისგან არის დაგრეხილი.
913312ca3584

სახურავქვეშ მდედრი ობობაა ჩასსაფრებული და თავის ერთადერთ ნადავლს-ხოჭოებს მოელის. ექვსფეხა ნადირი კაკანათში რომ გაებმება, ობობა მივარდება, ფეხში ეცემა, ჯვარედინ ძაფებში გააძვრენს და სოროში მიათრევს.
აგვისტო-სექტემბრამდე სახელგანთქმული მზეთუნახავები, მამრი ერეზუსები, მდედრებს ჰგვანან და მხოლოდ უკანასკნელი კანის მოცვლის შემდეგ აჯილდოვებს მათ ბუნება თვალწარმტაცი საქორწილო სამოსლით.
64bc1f1429c9

fb0ccef4d9d3

მაგრამ სამწუხაროდ, პირველ წელს ეს სამოსი არაფრად არგიათ: მათი თაობის მდედრებმა უკვე ყრუდ ამოქოლეს აბლაბუდით სოროები მომავალ გაზაფხულამდე. გვარდიელთა მუნდირებში გამოწყობილ ნეფეებს სხვა აღარაფერი დარჩენიათ, რომ თვითონაც გამოიზამთრონ. გაზაფხულზე, აპრილსა და მაისში, როგორც კი გარინდებიდან გამოერკვევიან, წინაფრიან სოროებს მიაშურებენ სხეულათრთოლებულნი, დაძაბულნი, აჩქარებული, საზეიმო ნაბიჯით უვლიან მას ირგვლივ.
3b348c9f5093

მაისში ხავერდოვანი შავი მდედრი უკვე აბრეშუმში ახვევს ოთხმოც მოყვითალო კვერცხს, ზემოდან თექის, კრიბელიუმით დაჩეჩილ ქსოვილსაც შემოაფარებს, შესანიღბად კი ხოჭოების ტყავსა და ღეროების ნამტვრევებსაც ჩააქსოვს შიგ. პარკი-აკვანი საკმაოდ გრძელი გამოდის-ცხრა მილიმეტრი სამზე. ღამით მდედრი სოროში მალავს მას, დღე კი სახურავქვეშ დაკიდებს და მზეზე ათბობს. დღე დღეს მისდევს.მხიარული მაისის დღეები ივნისს უთმობენ ადგილს-მალე პაწიების დაბადებისა და დედის სიკვდილის დროც დადგება. იგი სახურავს მიწამდე წააქსოვს შესასვლელს კი აბლაბუდით ლიქავს. საქმე გაკეთებულია, ახლა სიკვდილიც შეიძლება. შვილები მშობლის უსულო სხეულის ირგვლივ შექუჩებულები იზამთრებენ აბრეშუმის საფუთავში და იწყება ახალი სიცოცხლე.

წყარო: სხვადასხვა

saladini

mikvars ucnaurobebi

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button