სწრაფი სესხი

ყველაზე სახალისო და სასარგებლო ვებგვერდი ინგლისურის შესასწავლად

დღეს მინდა გესაუბროთ ძალიან სასარგებლო პროგრამაზე. ლინგუალეოს დახმარებით შესაძლებელია განავითაროთ თქვენი ინგლისური. ერთადერთი მინუსი ამ პროგრამისა არის, ის რომ მისი მომხარებლებისთვის აუცილებელია რუსული ენის ცოდნა, ვინაიდან პროგრამა არის რუსულ-ინგლისური.

გთავაზობთ დეტალურ აღწერილობას იმისა, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ის ინგლისური ენის ეფექტურად შესასწავლად.

პირველი ნაბიჯი, როგორც ყველა საიტზე, არის რეგისტრაცია. თუმცა თქვენ შეგიძლიათ გადახვიდეთ  სოციალური პლატფორმით, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები.(Facebook, VK). რეგისტრაციის შემდეგ თქვენ ავტომატურად გაგეხსნებათ ტესტი, რომელიც უნდა შეავსოთ. ამით პროგრამა ღებულობს ინფორმაციას, ცოდნის რომელ დონეზე იმყოფებით და გაძლევთ ინსტრუქციას, თუ რას უნდა მიაქციოთ მეტი ყურადღება.

საიტს გააჩნია ძალიან დიდი არქივი, ნებისმიერი გემოვნებისთვის, ნებისმიერი პროფესიისთვის. არის გრამატიკის კურსები, სიტყვათა მარაგები, სპეციალურად ჩაწერილი გადაცემები თავისი ტექსტებით.

შევეცდები აგიხსნათ თუ როგორ მუშაობს ყოველივე. აი მაგალითისთვის მე ავირჩიე მუსიკა და გავხსენი ერთ-ერთი კლიპი, როდესაც თქვენ ჩართავთ მას გვერდზე შეგიძლიათ ადევნოთ თვალი ტექსტს. რეკომენდირებულია შემდეგი თანმიმდევრობით:

1, ჩართეთ კლიპი და ადევნეთ თვალი ტექსტს

2. მეორე მოსმენისას ჩართეთ კლიპი და აჰყევით სიმღერას

3. მესამე მოსმენისას არ შეხედოთ ტექსტს უბრალოდ ყურადღებით მოუსმინეთ სიმღერას.

თქვენ მიხვდებით რომ გაცილებით გამოკვეთილად გესმით სიტყვები. ეს სავარჯიშო მაქსიმალურად ავითარებს სმენით უნარს. უმეტესად სწორედ ეს პრობლემა იჩენს თავს. რთულია ბრიტაული აქცენტით გამოთქმული სიტყვების გარჩევა.

ეხლა დავაკვირდეთ ფოტოს. თუ ავირჩევთ ჩვენთვის უცნობ სიტყვას ერთი დაწკაპუნებით გამოჩდება მისი შესაძლო მნიშვნელობები. თქვენ დააწკაპუნებთ სასურველ ვარიანტზე და ის ჩავარდება თქვენს პირად ლექსიკონში შესასწავლად. ისე როგორც ნაჩვენებია ქვედა ფოტოზე.


შემდეგ შეგიძლიათ აირჩიოთ ზედა პანელში სავარჯიშოები და გაიხსნება ფანჯარა, როგორც ზედა ფოტოზეა ნაჩვენები. სწორედ აქ შეგიძლიათ მარტივი სავარჯიშოებით დაიმახსოვროთ თქვენთვის უცნობი სიტყვები, რომლებიც პირად ლექსიკონში ჩაყარეთ

ასევე არის აუდიო სავარჯიშო. პროგრამა გეუბნებათ სიტყვას თქვენ უნდა გადათარგმნოთ და აკრიფოთ სწორად

არის წინადადებათა კონსტრუქტორიც. აქ თქვენ იმახსოვრებთ წინადადებებსა და გამოთქმებს სასაუბრო ინგლისურიდან და ამვდროულად წინადადების სწორად დალაგებას სწავლობთ ;)

აღმოაჩენთ, რომ აქ სოციალური ქსელის მაგვარი პორტალიც არის და შეგიძლიათ ეკონტაქტოთ ადამიანებს.

შეგიძლიათ გადმოიწეროთ აპლიკაცია ანდროიდებში, და ნანო გაჯეტებში. აპლიკაციას უფრო დახვეწილი აქვს ლისენინგები.

ვებ გვერდს გააჩნია ასევე ფასიანი გოლდენ სტატუსი. შეგიძლიათ შეიძინოთ თუ სურვილი გექნეათ. მე პირადად უფასო ვერსიით ვსარგებლობ და მინდა გითხრათ საატესტატო გამოცდები, მისაღები გამოცდები, ტოეფელის გამოცდები  ჩავაბარე სწორედ ამ პროგრამით მომზადების წყალობით. აბსოლიტურად კმაყოფილი ვარ და თქვენც გირჩევთ. არ დაიზაროთ და გაიუნჯობესეთ თქვენი ინგლისურის ცოდნის დონე.

წარმატებებს გისურვებთ!

 


ავტორი: Beqa6782

FavoriteLoadingდაამატე ფავორიტებში
ამობეჭდვა ამობეჭდვა
Processing your request, Please wait....

loading...
© 2008 - 2016 ყველა უფლება დაცულია | ბლოგს ჰოსტინგით უზრუნველყოფს კომპანია CLOUD9.GE