უცნაური

აპოტამკინი: დემონი-ვამპირი( Apotamkine:The Cold One )

e81e57b43e86

აპოტამკინი: ცივი დემონი ან ღამის დემონი გვხვდება ჩრდილოამერიკელი ინდიელების ლეგენდებში.მას აღწერენ როგორც ძალიან ლამაზი გარეგნობის, ყინულივით ცივი სხეულის და მუქი წითელი თვალების მქონე არსებას.ცივი დემონი-ეს სახელი მან თავისი სხეულის ტემპერატურის გამო მიიღო.აპოტამკინის თვალები კი მხოლოდ მაშინ იყო წითელი თუ ის ადამიანების სისხლით იკვებებოდა, ხოლო თუ საკვებად გამოიყენებდა ცხოველის სისხლს მაშინ მისი თვალები მუქ-თაფლისფერ ფერს იღებდა. ის იზიდავდა მსხვერპლს თავისი გრაციოზულობის, სილამაზის და არომატის საშუალებით.თუმცა ადამიანები მაინც ხვდებოდნენ, ამ ყველაფრის უკან დამალულ სასიკვდილო საფრთხეს, რადან აპოტამკინი მათ პანიკურ შიშს უნერგავდა.ლეგენდსი თანახმად დემონ-ვამპირს გული არ უცემდა, მაგრამ ჰქონდა  ძალა, გამძლეობადა  ასევე სხვა შეგრძნებები უსაზღვროდ გაძლიერებული. აპოტამკინს სიცოცხლის შესანარჩუნებლად ცოცხალი არსების სისხლი სჭირდებოდა.დემონი-ვამპირი განსაკუთრებით საშიში იყო მაშინ როდესაც შიოდა, ამ დროს ის კარგავდა კონტროლს და მისი გარეგნობა იცვლებოდა და ემსგავსებოდა მხეცს.იმის გამო რომ მას მუდამ სჭირდებოდა სისხლის დალევა, აპოტამკინი ინარჩუნებდა ფიზიკურ სილამაზეს და ძალას.
ac83ead59591
ბევრი მიზეზის გამო აპოტამკინი ითვლეობდა ღამის ყველაზე საშიშ მონადირედ, უმთავრესი მიზეზი კი მისი ფიზიკური ძალა და უდიდესი სისწრაფიდ, ხუმაუროდ გადაადგილება იყო.მისი მოკვლის ერთადერთ საშუალებად ითვლებოდა მისი ნაწილებად დაჭრა და შემდეგ დაწვა.დანარჩენი მითიური ხერხები როგორიცაა: ხის სარი, ნაკურთხი წყალი და ნიორი მას ზიანს ვერ აყენებდა.ლეგენდის მიხედით აპოტამკინს მზის ეშინოდა, არა იმის გამო რომ მზეს მისთვის ზიანის მიყენება შეეძლო, არამედ იმიტომ, რომ მზეზე მას არ შეეძლო დაემალა საკუთარი დემონური არსება, ადამიანურობის ნიღბით.დემონისგან ყველაზე  ეფექტურ თავდაცვის საშუალებად ითვლებოდოა ღამით სახლიდან არ გასვლა, ხოლო ტყესთან მიახლოებას ადამიანები დღისითაც ერიდებოდნენ, რადგანაც აპოტამკინი სწორედ იქ აფარებდა თავს.
33082eed1774
ასევე არსებობს ვერსია რომ აპოტამკინი ჩვეულებრივი ვამპირი, როგორებიც ევროპაში არსებობდნენ, არ იყო, თუმცა ინფორმაცია ამის შესახებ მწირადაა შემორჩენილი,ერთ-ერთ მიზეზად კი აპოტამკინის სისლით კვების რაციონი მოჰყავთ

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button