სწრაფი სესხი

გრაფიტი – Urban Art

გრაფიტის ეტიმოლოგიური მნიშვნელობა მომდინარეობს იტალიური სიტყვიდან გრაფიატოს, რაც ნიშნავს დაკაწრულს, გამოსახულებას ან წარწერას სხვადასხვა ზედაპირებზე. პირველი გრაფიტი გამოჩნდა ჩვენ წელთაღრიცხვამდე 30 000 წლის წინ. (ცხადია დღევანდელი გრაფიტისაგან მაქსიმალურად განსხვავებულ ნახატებზეა საუბარი).

აღმოჩენილ იქნა შუა საუკუნეების ნახატები და წარწერები, შესრულებული ვიკინგების მიერ. როდესაც რენესანსის ეფოქის მხატვრები: რაფაელი მიქელანჯელო, ფილიპინო ლიპი და გირლანდაიო მიდიოდნენ “ნერონის ოქროს სახლის ნანგრევებში”, აკეთებდნენ იქ თავიანთი სახელების გრავიურებს, მოხატავდნენ და შემდეგ ბრუნდებოდნენ და იწყებდნენ გროტესკული სტილის გამოყენებას თვაიანთ ნამუშევრებში.

ეგვიპტის რამოდენიმე პირამიდაში აღმოჩენილია უკვე დახვეწილი გრაფიტის ნიმუშები. კედლები მოხატულია რელიგიური რიტუალების ამსახველი ნახატებით.

როგორც ვხედავთ გრაფიტი არ გაჩენილა ხიპ-ხოპ კულტურასთან ერთად და  მისი ასპარეზი ნიუ-იორკის მეტროპოლიტენებში არ დაწყებულა, როგორც სტერეოტიპულადაა ცნობილი.

ქვეყნების უმრავლესობაში გრაფიტის უკითხავად გაკეთება სხვისი საკუთრების ზედაპირზე, ვანდალიზმის ერთ-ერთი სახეა და ისჯება კანონით. ასევე აქტუალური იყო გრაფიტის გამოყენება პოლიტიკური აქტივისტებისთვის, რომლებიც მისი საშუალებით თავიანთი იდეების გავრცელებას ახდენდნენ.

ზოგიერთ ქვეყნაში, კი სახელმწიფო თავად ზრუნავს, რომ შეიქმნას  სამი დე გრაფიტი საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში, რადგან ისინი  ტურისტების საყვარელი გასართობია.  საათობით დგანან ხოლმე რიგში რომ ესეთ ნახატებთან კრეატიული ფოტოები გადაიღონ.

1979 წელს არტ დილერმა კლაუდიო ბრუნიმ, რომში მოაწყო გრაფიტის გამოფენა. სწორედ ამ გამოფენაზე გაეცნო ნიუ-იორკის ფარგლებს გარეთ მყოფნი გრაფიტის.

დღეს ბრაზილიაში გრაფიტის შექმნის განსაკუთრებული ტრადიციები და ისტორია აქვს. სან -პაული ითვლებ გრაფიტის დედაქალაქად. სწორედ ეს ქალაქი წარმოადგენს ინსპირაციას ყველა რაიტერებისთვის.

გთავაზობთ მსოფლიოში ცნობილი გარფიტის ფოტოებს.













ავტორი: Beqa6782

FavoriteLoadingდაამატე ფავორიტებში
ამობეჭდვა ამობეჭდვა
Processing your request, Please wait....

loading...
© 2008 - 2016 ყველა უფლება დაცულია | ბლოგს ჰოსტინგით უზრუნველყოფს კომპანია CLOUD9.GE