სწრაფი სესხი

20 ნაკლებად ცნობილი ფაქტი, რომლებსაც ცნობილი დიქტატორები არ ამხელდნენ


დიქტატორებს ექცევიან მორიდებით მთელს მსოფლიოში, ხოლო ზოგჯერ კი ღიათ სძულთ, მაგრამ არის სხვა აზრიც – დიქტატორული რეჟიმი ბევრად სჯობს ანარქიას, რადგან ამ შემთხვევაში ხდება რაღაც გარკვეული წესების დაცვა. ამ პოსტში წაიკითხავთ დიქტატორებთან დაკავშირებულ ნაკლებად ცნობილ ფაქტებს.

უყვარდა დასავლური მუსიკა

სადამ ჰუსეინს უყვარდა დასავლური მუსიკა, ამის გარდა მან გამოიყენა უიტნი ჰიუსტონის სიმღერა “I Will Always Love You” თავისი წინასაარჩევნო კამპანიისთვის.

მბრძანებელი ყველა მხეცისა მიწაზე და თევზისა ზღვაში

არავისთვის საიდუმლო არაა, რომ ხშირად დიქტატორებს უყვართ სხვადასხვა ტიტულების მითვისება. მაგალითად, უგანდის დიქტატორის იდი ამინის ოფიციალური ტიტული იყო “მისი აღმატებულება უვადო პრეზიდენტი, ფელდმარშალი ალ-ჰაჯი, დოქტორი იდი ამინი, მბრძანებელი ყველა მხეცისა მიწაზე და თევზისა ზღვაში, ბრიტანული იმპერიის დამპყრობელი აფრიკაში კერძოდ კი უგანდაში, ვიქტორიის ჯვრის ორდენის კავალერი, სამხედრო ჯვარი და ორდენები საბრძოლო დამსახურებებისთვის”.

წლის ადამიანი

დიქტატორების დასახურებებს აღიარებენ მთელს მსოფლიოში. მაგალითად, ადოლფ ჰიტლერი, აიათოლა ჰომეინი და იოსებ სტალინი თავის დროზე აღიარეს “წლის ადამიანი”-ებად.

დისნეილენდის მოყვარული

კიმ ჩონ ნამი იყო კიმ ჩენ ირის უფროსი შვილი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის მემკვიდრე, მანამდე სანამ ის არ დაიჭირეს, მაშინ როდესაც ცდილობდა ყალბი პასპორტით იაპონიაში წასვლას დისნეილენდში გასართობათ. მას ეს ქმედება არ შეარჩინეს და ჩამოაშორეს უმაღლესი პოსტს მემკვიდრეობა.

საჩუქარი ერაყის პრეზიდენტს

1980 წელს სადამ ჰუსეინმა მიიღო ქალაქ დეტროიტის სიმბოლური გასაღები. ერაყის პრეზიდენტს საჩუქარი გადაეცა თავისი საქველმოქმედო საქმეების სამადლობლათ.

შიიტელი იმამის შთამომავალი

ბავშვობაში ირანელი დიქტატორი აიათოლა ჰომეინი თავის სოფელში იყო ჩემპიონი ართურმაში. რუჰოლა ჰომეინი იყო შიიტელი მღველმსახურის მუსტაფა მუსავას ოჯახში, რომელიც იყო შიიტელი იმამის შთამომავალი.

დაიწყო სამოქალაქო ომი ლიბერიაში

მანამ სანამ, მან დაიწყო სამოქალაქო ომი ლიბერიაში, დიქტატორი ჩარლზ ტეილორი გამოვიდა მასაჩუსეთსის ციხიდან. მან ერთი წელი გაატარა ციხეში იმის გამო, რომ დაემუქრა ლიბერიის საელჩოს აშშ-ში.

10 წლის გოგონა მიჩიგანის შტატიდან

1988 წელს სარა იორკმა, 10 წლის გოგონამ მიჩიგანის შტატიდან მიმოწერის შედეგად დაუმეგობრდა პანამის დიქტატორს მანუელ ნორიეგას. მისი ოჯახი ერთი წლით ადრე სანამ აშშ-ში შეიჭრებოდა პანამაში სტუმრად იყო დიქტატორთან.

სტალინის და ლენინის ტატუები

პატიმრები საბჭოთა კავშირში ხშირად იხატავდნენ ტანზე სტალინს და ლენინს. ამის მიზეზი იყო არა სიყვარული დიქტატორების მიმართ, არამედ ის, რომ მცველებს ეკრძალებოდათ საბჭოთა ხელმძღვანელების პორტრეტებზე სროლა.

წარუმატებელი თვითმკვლელობა

სტალინის შვილმა შეეცადა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულებინა, მაგრამ გადარჩა. შემდეგ სტალინმა აღნიშნა, რომ “მან საკუთარ თავს ნორმალურად ვერ გაარტყა გასროლით”.

ევროპული ფაშიზმის დასასრული

მეორე მსოფლიო ომმა არ დაასრულა ფაშიზმი ევროპაში. ფრანსისკო ფრანკო მართავდა ესპანეთს 1975 წლამდე და ხელს აწერდა სასიკვდილო განაჩანენებს მთელი ამ დროის განმავლობაში.

თამაში “ერუდიტი”

1989 წელს რუმინეთის დიქტატორმა ნიკოლაე ჩაუშესკუმ განაცხადა, რომ თამაში “სქრებლი” ზედმეტად ინტელექტუალურია და აკრძალა. საბჭოთა კავშირში ეს თამაში ცნობილი იყო “ერუდიტის” სახელით.

მილიონი ბუნკერი

დიქტატორ ენვერ ჰოჯის მმართველობის დროს ალბანეთში აშენდა დაახლოებით 1 მილიონი ბუნკერი. დღეს ბევრი მათგანი გამოიყენება როგორც თავშესაფარი უსახლ-კაროებისთვის.

დაცინვა მიცვალებულებზე

მას შემდეგ რაც მუსოლინი და მისი რამდენიმე მიმდევარი დასაჯეს სიკვდილით, ისინი ფეხებით დაკიდეს. ხალხი მათ ცხედრებს დასცინოდა და ესროდნენ ქვებს.

ვატიკანის საელჩო პანამაში

1989 წელს, როდესაც მანუელ ნორიეგამ თავი შეაფარა ვატიკანის საელჩოს პანამაში, ამერიკელებმა საელჩოს გარშემო დააყენეს დინამიკები, რომლებშიც მუდმივად ძალიან ხმამაღლა ისმოდა როკ-მუსიკის ხმა. მას შემდეგ, რაც საელჩოში გარემო აუტანელი გახდა ნორიეგა დანებდა ამერიკელებს.

650 მილიონი დოლარი საიდუმლო საცავში

2003 წელს ამერიკელმა სამხედროებმა სადამ ჰუსეინის სასახლის საიდუმლო საცავში აღმოაჩინეს 650 მილიონი დოლარი. სამხედრო კამპანიის დაწყებამდე რამდენიმე საათით და ადრე ქვეყნის ცენტრალური ბანკიდან გატანილი იქნა ერთ მილიარდ დოლარზე მეტი.

სადამის კამერდინერის მკვლელობა

სადამის შვილმა უდაი ჰუსეინმა, რომელიც აღნიშნავდა დაბადების დღეს ასობით სტუმრის წინაშე დანით მოკლა სადამის კამერდინერი. მეორე კამერდინერი მან სიკვდილამდე სცემა ჯოხით.

Nespresso-ს რეკლამა

ჯორჯ კლუნიმ Nespresso-ს რეკლამიდან მიღებული შემოსავლები დახარჯა ჯაშუში თანამგზავრის დაფინანსებაში, რომელსაც უნდა ეკონტროლებინა სუდანის დიქტატორი ომარ ალ-ბაშირი.

კასტრო რუზველტს უგზავნიდა მილოცვებს

როდესაც ჯერ კიდევ პატარა ბავშვი იყო, ფიდელ კასტრომ პრეზიდენტ რუზველს გაუგზავნა წერილი, რომელშიც ულოცავდა ხელახლა არჩევას და სთხოვდა 10 დოლარს. მისი ფრაზა შემდეგნაირად გამოიყურებოდა: “ვერ მაჩუქებდით მე მწვანე 10 დოლარიან ბანკნოტს, რადგან მე ასეთი არასოდეს არ მინახავს და ძალიან მსურს, რომ მქონდეს”.

ბავშვი იუბილეზე

ექიმებმა ხელოვნურად მოახდინეს კიმ ჩენ ინის შვილის ნაადრევი დაბადების სტიმულირება. ეს გაკეთდა იმის გულისთვის, რომ ბავშვი გაჩენილიყო 2010 წელს, რადგან ამ წელს აღინიშნა კიმ ირ სენის 100 წლის იუბილე, რომელიც იყო ჩრდილოეთ კორეის დამფუძნებელი.


ავტორი: Giorgi2211

FavoriteLoadingდაამატე ფავორიტებში
ამობეჭდვა ამობეჭდვა
Processing your request, Please wait....

loading...
© 2008 - 2016 ყველა უფლება დაცულია | ბლოგს ჰოსტინგით უზრუნველყოფს კომპანია CLOUD9.GE