გასართობისაკითხავისამხედრო

პილოტებთან დაკავშირებული 20 ნამდვილად გიჟური ისტორია

პილოტობა ალბათ ყველა პატარა ბავშვის ოცნება არის. ვის არ უნდა, რომ ეცვას ლამაზი ფორმა და მართავდეს მექანიკურ გიგანტს. სინამდვილეში პილოტობა არის რთული და საპასუხისმგებლო სამუშაო. ამ პოსტში იხილავთ ყველაზე უცნაურ ისტორიებს, რომლებიც ოდესღაც მოსვლიათ პილოტებს.

ნობუო ფუჯიტა
ნობუო ფუჯიტა იყო რამდენიმედან ერთ-ერთი პილოტი, რომელიც თავს დაესხა აშშ-ს კონტინენტალურ ნაწილს მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც მან ჩამოაგდო რამდენიმე ბომბი ორეგონზე. ის წლების შემდეგ დაბრუნდა აშშ-ში და ჩაიტანა საგვარეულო ხმალი ბოდიშის ნიშნად. ფუჯიტა დაინიშნა ქალაქ ბრუკინგსის საპატიო მოქალაქედაც.

ჰიუ ტომპსონი
ამერიკული ვერტმფრენის პილოტმა ჰიუ ტომპსონმა გადაარჩინა ვიეტნამის ერთ-ერთ სოფელში მაცხოვრებელი ასობით ადამიანის სიცოცხლე, როდესაც ვერტმფრენი დასვა სოფელსა და მისი პოლკის ჯარისკაცებს შორის, რომლებიც აპირებდნენ სოფელზე თავდასხმას, შემდეგ ის დაემუქრა ჯარისკაცებს ცეცხლის გახსნით, თუკი ისინი არ დაანებებდნენ სოფლის მაცხოვრებლებს თავს.

ფილ რასმუსენი
ფილ რასმუსენი იყო რამდენიმედან ერთ-ერთი ამერიკელი პილოტი, რომელმაც ჩამოაგდო იაპონური თვითმფრინავი პერლ-ჰარბორის დაბომბვის დროს. ის პიჟამოებში ჩაცმული ჰაერში აფრინდა დაძველებული თვითმფრინავით.

ქრეიგ ბატონი
1997 წელს А-10 Thunderbolt II-ს პილოტმა ქრეიგ ბატონმა გამორთო რადიო სამწრთვნელო ფრენის დროს და გადაუხვია კურსს ასობით კილომეტრის მოშორებით, სანამ არ შეასკდა მთა კოლორადოს ფერდობს. არავინ არ იცის, თუ რატომ მოხდა ეს.

ჯინ როდენბერი
Star Trek-ის შემქმნელი ჯინ როდენბერგი მსახურობდა მეორე მსოფლიო ომში პილოტ კიმ ნუნიენ სინგჰთან ერთად. ჯინმა კონტაქტი კიმთან დაკარგა, მაგრამ Star Trek-ში ერთ-ერთ ანტაგონისტს უწოდა კიმი. ის იმედოვნებდა, რომ კიმი ამას შეამჩნევდა და დაუკავშირდებოდა მას.

ნო კუმ-სოკი
1953 წელს ჩრდილოეთ კორეელი პილოტი ნო კუმ-სოკი გადავიდა სამხრეთ კორეის მხარეს თავის მიგ-15-თან ერთად. ის ამერიკელმა სამხედროებმა დააჯილდოვეს 100 000 დოლარით, რომლებსაც სურდათ თვითმფრინავ მიგის გამოკვლევა.

თვითმფრინავები SR-71 “Blackbird”
ცივი ომის დროს თვითმფრინავ SR-71 “Blackbird”-ებს ევალებოდათ გადაფრენა უცხოურ დელეგაციებთან შეხვედრების ადგილებზე. ამის მიზანი იყო ის, რომ შეექმნათ აკუსტიკური დარტყმები მაშინ, როდესაც სახელმწიფოს მეთაურები ერთმანეთს ესალმებოდნენ.

არტ შოლი
არტ შოლი გარდაიცვალა გადაღებების დროს, როდესაც მისმა თვითმფრინავმა ვერ მოახერხა ბრტყელი შტოპორიდან გამოსვლა. ის იყო პილოტი, რომელიც იღებდა ჰაერიდან ხმელეთს გადაცემა Top Gun-ისთვის.

რეის 593-ის პილოტი
1994 წელს რეის 593-ის პილოტმა უფლება მისცა თავის შვილს დამჯდარიყო შტურვალზე, როდესაც მიფრინავდნენ მოსკოვიდან ჰონგ-კონგში. ბიჭმა გამორთო ავტოპილოტი, დაწია თვითმფრინავის ცხვირი მიწისკენ. საბოლოოდ თვითმფრინავი შეასკდა მთის ფერდობს.

სკოტ ო’გრეიდი
სკოტ ო’გრეიდი არის ნამდვილი პილოტი, რომლის მიხედვითაც შექმნილია ფილმი მტრის ზურგში, მან უჩივლა კინოკომპანია Fox-ს. პილოტი გააბრაზა იმან, რომ სცენარისტებმა ფილმში ის გამოიყვანეს ჯარისკაცად, რომელიც “არ ასრულებდა ბრძანებებს და კამათობდა”.

პილოტები და ციანიდის 12 ტაბლეტი
სტრატეგიული ბომბდამშენის Enola Gay-ს კაბინაში იყო ციანიდის 12 ტაბლეტი. ეკიპაჟს ევალებოდა ამ ტაბლეტების დალევა, თუკი ჰიროსიმას დაბომბვა ჩავარდებოდა ან თვითმფრინავს ჩამოაგდებდნენ.

უშიშარი მისტერ ბინი
2001 წელს როუენ ეტკინსონი იმყოფებოდა თვითმფრინავში თავის ოჯახთან ერთად, როდესაც პილოტმა უეცრად გონება დაკარგა. როუენმა აიღო თვითმფრინავზე მართვა და პილოტს სახეში ურტყამდა მანამ, სანამ მან არ გაიღვიძა.

ორი პილოტი კომპასების გარეშე თავებში
2009 წელს Northwest-ის ორ პილოტებს ჩამოართვეს ლიცენზიები, როდესაც ისინი აცდნენ დანიშნულების პუნქტს დაახლოებით 350 კილომეტრით. მათ მაშინ მიხვდნენ თავიანთ შეცდომებს, როდესაც სტიუარდესაც ჰკითხვა, რომ დაჯდომა რატომ არ მოხდა ამდენი ხნის განმავლობაში.

პილოტი ეხმარება თვითმფრინავების გაყიდვაში
ტექს ჯონსონი იყო პილოტი, რომელმაც 1955 წლის ავიაშოუზე ვაშინგტონის თავზე მოახდინა ბოინგ 707-ის დემონსტრირება. როდესაც Boeing-ის წარმომადგენელმა ჰკითხა თუ “რა ჯანდაბას აკეთებს”, მან უპასუხა, რომ “მათ ეხმარება თვითმფრინავების გაყიდვაში”.

ალექსეი მერესიევი
ალექსეი მერესიევი იყო საბჭოთა პილოტი, რომლის თვითმფრინავიც ჩამოაგდეს გერმანელებმა 1942 წელს. მან მოახერხა მიწაზე დაშვება და თოვლზე იხოხიალა 20 დღის განმავლობაში, რომ მიეღწია წითელი არმიის პოზიციებამდე. მიუხედავად იმისა, რომ მას ჩაუტარდა ორივე ფეხის ამპუტირება, მერესიევმა კიდევ მოახდინა 80-ზე მეტი საბრძოლო გაფრენის შესრულება ხის პროტეზებით.

ჯეიმს რისნერი და ჯოზეფ ლოგანი
ამერიკელმა პილოტმა ჯეიმს რისნერმა მოახერხა პირდაპირ ჰაერში აეყვანა თანამებრძოლ ჯოზეფ ლოგანის თვითმფრინავი კორეის ომის დროს, რომლის თვითმფრინავსაც საზენიტო იარაღმა გაუხვრიტა საწვავის ავზი. მან ამისათვის გამოიყენა თავისი თვითმფრინავის ცხვრი, ცხვირი ჯეიმსმა გაურჭო მეორე თვითმფრინავის გაფუჭებულ გახვრეტილ ძრავში და ასე წაიყვანა თავისიანების ტერიტორიამდე. დღემდე კამათობენ იმის შესახებ, რომ სიმართლეა თუ არა ეს.

არ დაიხრჩო ჰაერში
1959 წელს პილოტმა მოახდინა თავისი თვითმფრინავიდან კატაპულტირება 14 კილომეტრის სიმაღლეზე, მაგრამ ის დაიკარგა პირდაპირ შტორმის დროს. ქარს ის ჰაერში ატაცებული ჰყავდა 40 წუთის განმავლობაში, პილოტს მოუწია სუნთქვის შეკავება, რომ ჰაერში არ დამხრჩვალიყო.

გამანადგურებელი-ტორპედოები
ტერაქტ 9/11-ის დროს ზოგიერთ გამანადგურებელს მოუწია ჰაერში აფრენა ტყვიაწამლის გარეშე. პილოტებმა იცოდნენ, რომ მათ შესაძლოა მოუწევდათ გატაცებული თვითმფრინავებისთვის დაჯახება და კატაპულტირება ბოლო წუთს.

ფრანც სტიგლერი
მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელმა პილოტმა ფრანც სტიგლერმა უარი თქვა მოკავშირეების დაზიანებული ბომბდამშენის ჩამოგდებაზე. ამის მაგივრად მან ის გააცილა ლა-მანშამდე და პატივი სცა ამერიკელ პილოტს ფრთების დაქნევით. ომის შემდეგ ორივე პილოტი დამეგობრდა.

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close