TECH & მეცნიერება

კარტოფილის მომზადების 3 საუკეთესო რეცეპტი

161f1841ee9a

კარტოფილის მომზადების 3 საუკეთესო რეცეპტი

9511ed14a9ef

დავიწყოთ კარტოფილის ბუთქუნებით ;) მოვხარშოთ 4 დიდი კარტოფილი. დავსრისოთ , დავუმატოთ 4 კოვზი მანი, შავი წიწაკა და მარილი გემოვნებით. მივიყვანოთ პიურეს კონსისტენციამდე და გავაციოთ. პარალელურად დავხეხოთ ყველი. ავიღოთ გაციებული, გაქვავებული პიურე, დავაბტყელოთ და შუაში მოვათავსოთ ცოტაოდენი ყველი. შემდეგ დავაბურთაოთ ამოვავლოთ კვერცხის გულში და ბოლოს საფანელში. დავალაგოთ თეფშზე. საკმარისი რაოდენობის ბუთქუნების მომზადების შემდეგ ქვაბში ჩავასხათ ზეთი ბლომად და საკმარისად გაცხელების შემდეგ ჩაუშვით ბურთულები. 45 წამში მზადაა.

4d8baa6b2eb6

შემდეგია კარტოფილის ბუდეები

დავხეხოთ უმი კარტოფილი დიდი ნასვრეტების მხრიდან, მოვასხათ ზეთი და კარგად ავურიოთ. შემდეგ ჩავალაგოთ ფორმებში ისე რომ შუა ადგილი გამონთავისუფლდეს. შუაში შეგვიძლია ჩავდოთ რაც მოგვესურვება სოკო, ლორი, კვერცხი და ა.შ შეგიძლიათ წვრილად დახეხილი ყველი მოაყაროთ. გამოაცხვეთ 150 გრადუსზე.

იხილეთ ვიდეო რგოლი


329c25f6ecd1
aafb299d6242
ab3e128ec126

62c2485726e1

კარტოფილის ორცხობილა.

დავჩხვლიტოთ კარტოფილი ერთ წრეზე და შევალაგოთ ღუმელში გამოსაცხობად. (15-20 წთ. 150 გრადუსი) გამოვიტანოთ და გავაკეთოთ კარტოფილის ზარდახშები როგორც ფოტოზეა მოცემული.
11e87f755c9a

ამოღებული გული დასრისეთ დაუმატეთ შავი წიწაკა, მარილი, კარაქი და წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი გემოვნებით. ზარდახშებს კედლებზე წაუსვითმაიონეზი, ჩადეთ წინასწარ მომზადებული პიურე ცოტა რაოდენობით, მოაყარეთ წინასწარ წვრილად დაჭრილი ლორი და პომიდორი. ზემოდან დააყარეთ წვრილად დახეხილი ყველი. დარჩენილი პიურე ჩადეთ საკრემე პარკუჭში და მოასხით ზემოდან, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები. კვლავ შეალაგეთ ღუმელში და გამოაცხვეთ 130 გრადუსზე 7 წუთის განმავლობაში

ვიდეოში იხილავთ მომზადების სხვა ვარიანტსაც

 

2f06deee7839

 

მსგავსი ამბები

Back to top button