არქივი

სხეულის ნაწილების დაზღვევა

a3884f172286
სხეულის სხვადასხვა ნაწილების დაზღვევა არც თუ ისე ახალი ფენომენია, მისი ისტორია 1990-იანი წლებიდან იწყება. თუმცა დღემდე ფართოდ გავრცელებული არ არის, რაგან ამ პროდუქტის მომხმარებლები ძირითადად მდიდარი და ცნობილი ადამიანები არიან, რომლებიც ნარცისიზმით არიან შეპყრობილი.

ჩვეულებრივი ადამიანებისაგან განსხვავებით მდიდრებს და ცნობილებს განსხვავებული სტანდარტენი და მოთხოვნილებები გააჩნიათ. ბუნებრივია სწორედ ამიტომ ირჩევენ ყველასაგან განსხვავებულ სადაზღვეო პროდუქტებს. ყველაზე ცნობილი ადამიანი ვინც ეს პროდუქტი გამოიყენა, ჯენიფერ ლოპესია. მისი სხეულის ,,უკანა ნაწილი” რამდენიმე მილიონად არის დაზღვეული.
8b666c4b13e3
ჯენიფერ ლოპესი არ არის ერთადერთი ვინც სხეულის სხვადასხვა ნაწილებს აზღვევს. ამერიკული ფეხბურთის მოთამაშემ ტროი პოლამალუმ, რომელიც ,,პიტსბურგ სტილერსის” ღირსებას იცავს, თავისი შავ კულულებიანი თმა 1 მილიონ დოლარად დააზღვია.

84cd20414220
სიაში შემდეგია პოპულარული სერიალის ,,Ugly Betty”-ს მთავარი როლის შემსრულებელი ამერიკა ფერეირა, რომელმაც თავისი ღიმილი 10 მილიონ დოლარად დააზღვია.
c548746714dd
ვარსკვლავებს შორის ასევე პოპულარობით სარგებლობს ფეხების დაზღვევა. მაგალითად ჰაიდი კლუმის ფეხები 2.2 მილიონად არის დაზღვეული, ხოლო ცნობილი მომღერის მერაია ქერის ფეხები 1 მილიონად.
efe414c3a39c
7bb5816c4517
ჰოლივუდის  რამდენიმე ვარსკვლავს  ცხვირიც კი აქვთ დაზღვეული.

Back to top button