გასართობივიდეოებისაკითხავი

მიშლენი – წითელი გიდი

როდესაც მაღალი რანგის რესტორატორები იწყებენ საუბარს, აუცილებლად ამოტივტივტება თემა მიშლენის ვარსკვლავებზე. ძალიან ბევრს სმენია, რესტორნები და სასტუმროები, რომლებსაც მიშლენის ვარსკვლავები აქვთ, გაცილებით უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობენ, თუმცა ცოტამ თუ იცის ვინ იყო მიშლენი და რაშია მისი დამსახურება.

მიშლენი წარმოადგენდა საბურავების კომპანიას. სწორედ საბურავების წარმოებით დაიწყო მისი აღმასვლა რესტორნების კულინარიული ოლიმპისკენ. პირველი ცნობარი დაიბეჭდა 1900 წელს. ის შეიქმნა ადამაინებისთვის, რომლებიც მოგზაურობდნენ ავტომანქანით. ცნობარში მითითებული იყო ადგილები სადაც შეიძლებოდა საწვავის ავზების შევსება, ღამის გათენება, წახემსება და ა.შ. 20 წლის განმავლობაში ის უფასო იყო, შემდეგ კი მიხვდნენ რომ უფასო ცნობარს სერიოზულად არავინ აღიქვამდე და გადაწყვიტეს გაეყიდათ ისინი. დღეს მიშლენს აქვს გამცემები ევროპის 12 ქვეყანაზე. (საფრანგეთი, იტალია, გერმანია, ავსტრია, ნიდერლანდი, შვეიცარია, ბელგია, ლიუქსემბურგი, ესპანეთი, პორტუგალია, ინგლისი, ირლანდია). დანარჩენი მსოფლიოდან გამოცემები არის შემდეგ ქვეყნებში: ნიუ-იორკი, სან-ფრანცისკო, ლოს-ანჯელესი, ლასვეგასი, ტოკიო, ჰონკონგი და მაკაო.

ძალიან რთულია მიშლენის ინსპექტორების ამოცნობა. ისინი ეწვევიან რესტორანს და როგორც ჩვეულებრივი სტუმარი ცდილბს ყველაზე შეუმჩნეველ ადგილას მოკალათდეს. ზოგიერთი მათგანი თბილი, საყვარელი სტუმრის როლში მოგვევლინება, ზოგი კი კაპასი გაღიზიანებულის როლშია.   მიშლენის ინსპექტორები არ დაიწყებენ რესტორნების შეფასებას, თუ იქ არ არის შეფ მზარეულის საავტორო მენიუ. პირველ რიგში ფასდება სამზარეულო, შემდეგ მომსახურეობის ხარისხი და შემდეგ ინტერიერი.

მიშლენის ერთი ვარსკვლავი ნიშნავს, რომ აღნიშნულ ადგილას სხვა რესტორნებთან თუ სასტუმროებთან შედარებით დიდ ყურადღებას იმსახურებს

ორი ვარსკვლავი ნიშნავს რომ თუ ქალაქში გავლით ხართ ნამდვილად ღირს შეჩერდეთ ამ დაწესებულებასთან, რომ დააგემოვნოთ უგემრიელესი კერძები.

ხოლო სამი ვარსკვლავი ნიშნავს რომ ამ რესტორნის გამო ღირს ეწვიოთ ქალაქს!

სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანას ჯერ არ რგებია ბედნიერება სტუმრებოდა მიშლენის ინსპექტორი. ვიმედოვნებ ევროპასთან ინტეგრაციის შემდეგ სიტუაცია შეცვლება. თუმცა ვურჩევდი რესტორატორებს მაქსიმალურად დახვეწონ სამზარეულოც და სერვისიც და ნუ იქნება პროექტები “მოპარული”.


იხილეთ მიშლენის ინსპექტორის ინტერვიუ ;)

 

loading...

მსგავსი ამბები

Close
Close