სწრაფი სესხი

საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები


სუ-25 (მიმინო) – საჰაერო ძალების ძირითადი მოიერიშე თვითმფრინავი მისი დანიშნულება და უმთავრესი მიზანია დახმარება გაუწიოს სახმელეთო ჯარებს. თვითმფრინავის მასობრივი წარმოება დაიწყო  1978 წელს მაშინდელ საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში თბილისის საავიაციო ქარხანაში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი რამოდენიმე თვითმფრინავი შემორჩა ქვეყანაში. სუ 25-ს აქტიურად იყენებდნენ აფხაზეთის ომში ქართველების წინააღმდეგ 2008 წელს კი რუსეთ-საქართველოს ომის დროს გამოყენებული იქნა ორივე მხარისგან. თვითმფრინავი საქართველოს საჰაერო ძალებს დღემდე გამართულად ემსახურება ჩვენი ქვეყნის საჰაერო ძალებში ყველაზე მეტად გამოცდილი სწორედ სუ-25-ა.

მი 24 – წარმოებულია საბჭოთა კავშირში და დღემდე იყენებს რამოდენიმე ქვეყანა მათ შორის საქართველოც აღნიშნული მოდელი მიეკუთვნება მოიერიშე ვერტმფრენთა რიცხვს გამოირჩევა მანევრულობით და სისწრაფით მისი პირდაპირი დანიშნულება მოწინააღმდეგის ძალებზე იერიშის მიტანა და მათი განადგურებაა. წყვილში მოქმედების დროს ასევე მარტო ფრენისას განაპირობებს ძლიერ და ეფექტურ ცეცხლს ეს ვერტმფრენი საკმაოდ პროდუქტიულია.

UH-1H იროკეზი – გადამზიდი ვერტმფრენი რომლის ძირითადი დანიშნულება სახმელეთო ჯარების გადაყვანაა. საქართველოს საჰაერო ძალებში მოქმედ იროკეზებს ღამის განათებაც აქვთ ვერტმფრენს აქვს რამოდენიმე ცეცხლსასროლი დანადგარი, რომელიც დავალების კარგად შესრულებას მინიმალურ დროში და მაქსიმალური შედეგით განაპირობებს. იროკეზი ამერიკული ტიპის ვერტმფრენია სწორედ ამ ქვეყნის ჯარებში გამოიყენება მეტწილად ის ასევე ამერიკის პარტნიორ ქვეყნებსაც ჰყავთ ბუნებრივია და არაფერია საკვირველი იმაში რომ ეს არაჩვეულებრივი ვერტმფრენი საქართველოს საჰაერო ძალებშიც აქტიურად გამოიყენება სწორედ ამერიკის და საქართველოს მოკავშირეების მათ შორის ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის (ნატო)-ს დახმარებით ბოლო წლებში მოხერხდა რამოდენიმე თვითმფრინავის მოდერნიზაცია და განახლება.

L39 (ალბატროსი) – სასწავლო მოიერიშე რეაქტიული თვითმფრინავია, რომელზეც ახალბედა პილოტები თვითმფრინავების მართვას მაღალ სიმაღლეზე ფრენას და მანევრების შესრულებას სწავლობენ ეს თვითმფრინავი უზრუნველყოფს პილოტებისთვის იმ საჭირო უნარჩევების შეძენას, რომელიც გამოცდილ პილოტს სჭირდება. საქართველოს საჰაერო ძალების შემადგენლობაში არის კიდევ სასწავლო თვითმფრინავი L-29 მეტსახელად დელფინი ეს თვითმფრინავები პილოტისთვის საჭირო უნარჩვევების ჩამოყალიბებას და განვითარებას უწყობს ხელს რათა შემდგომში სხვა უფრო გამოცდილი თვითმფრინავების მართვა იყოს შესაძლებელი.

ჰერმეს 450 – უპილოტო საფრენი აპარატი რომელსაც ისრაელი აწარმოებს ეს საფრენი აპარატი იმდენად პოპულარულია რომ მას მსოფლიოს მრავალი ქვეყანა მოიხმარს საქართველოსთან ერთად მათ შორისაა აშშ,მექსიკა,ბრაზილია,დიდი ბრიტანეთი,კვიპროსი,აზერბაიჯანი,სინგაპური,ბოტსვანა,ხორვატია და კოლუმბია.


ავტორი: maxmanie

FavoriteLoadingდაამატე ფავორიტებში
ამობეჭდვა ამობეჭდვა
Processing your request, Please wait....

loading...
© 2008 - 2016 ყველა უფლება დაცულია | ბლოგს ჰოსტინგით უზრუნველყოფს კომპანია CLOUD9.GE