გასართობისაკითხავისამხედრო

მეორე მსოფლიო ომის მოკავშირეთა ჯარისკაცების 10 ცეცხლსასროლი იარაღი


მოკავშირეთა არმიამ დიდი დახმარება გაუწია საბჭოთა არმიას ფაშიზმთან ბრძოლაში. ამ პოსტში იხილავთ ათ მთავარ ცეცხლსასროლს იარაღს, რომლებსაც იმ დროს იყენებდნენ მოკავშირეთა არმიების შეიარაღებაში.

M1911

პისტოლეტი M1991 შექმნა ჯონ მოუზეს ბრაუნინგმა შორეულ 1908 წელს და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ამერიკული იარაღი. ის ამერიკის სამხედრო ძალების შეიარაღებაში შედიოდა 1985 წლამდე. ამ პისტოლეტს გამოვლილი აქვს ორივე მსოფლიო ომი. M1911 ბევრად ჯობნიდა დასავლეთის ქვეყნების იმ დროს პოპულარულ რევოლვერებს სისწრაფით და სროლის სიზუსტით, მაგრამ იყო მძიმე და იტევდა ცოტა ტყვიას.

Springfield M1903

ამერიკული შაშხანა Springfield M1903 გამოიყენებოდა ყველა მოკავშირე ქვეყნების მიერ. მათით აღჭურვილნი იყვნენ ბრიტანელი, ფრანგი და ამერიკელი ჯარისკაცები. ომის დაწყების წინ Springfield M1903 ფორმალურად ამოღებული იყო აშშ-ს შეიარაღებიდან, მაგრამ სახმელეთო ჯარების გადაიარაღება ვერ მოასწრეს, რის შედეგადაც პირადი შემადგენლობის დაახლოებით ნახევარი ომში წავიდა სწორედ ამ იარაღით.

M1 Garand

ამერიკულმა ნახევრად-ავტომატურმა შაშხანამ M1 Garand-მა ჩაანაცვლა Springfield M1903, მაგრამ როგორც ზემოთ წაიკითხეთ მან მისით სამხედროების 100%-ის აღჭურვა ვერ მოასწრეს ომის დაწყებამდე. აშშ-ს არმიაში ეს იარაღი მასიურად გავრცელდა 1943 წლის შუახანებში. დღეს შეიძლება თამამად ითქვას, რომ M1 Garand არის უბრალო და საიმედო იარაღი, მაგრამ მას ჰქონდა ერთი მნიშვნელოვანი ნაკლი და ეს იყო დიდი ხმა. აღსანიშნავია ის, რომ M1 Garand გახდა მეორე ნახევრად-ავტომატური იარაღი მსოფლიოში. საბჭოთა ABC-36 “დაიბადა” M1 Garand-ზე რამდენიმე თვით ადრე.

М1 Carbine

ძალზედ გავრცელებული მსუბუქი კარაბინი მოკავშირეთა სამხედროებში. М1 Carbine შეიქმნა 1938 წელს. კარაბინი იქმნებოდა სპეციალურად ეგრეთ წოდებული “მეორე ხაზის” ჯარისკაცებისთვის, მათთვის ვინც ვალის მოხდის პერიოდში არ მონაწილეობენ სახმელეთო ბრძოლებში, მაგალითად მძღოლები. М1 Carbine იქმნებოდა პირველ რიგში პრაქტიკული მოსაზრებებიდან გამომდინარე: შაშხანიდან ჯარისკაცისთვის სროლის სწავლება უფრო მარტივია, ვიდრე პისტოლეტიდან.

ტომპსონის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი

პოპულარული “ტომი-განი”, რომელსაც მეორე მსოფლიო ომში ამერიკის სამხედრო ძალები აქტიურად იყენებდნენ, მაგრამ ჯერ კიდევ 1940 წელს ამ იარაღის ხმარება დაიწყეს ბრიტანელებმა სამხედრო მოქმედებების დროს ჩრდილოეთ აფრიკაში და იტალიაში. 1942 წელს აშშ-მ შექმნა ამ იარაღის “სამხედრო” ვერსია სახელად “ტომპსონ” M1. ეს იარაღი იყო მძიმე, ხოლო დისტანცია ეფექტურად სროლისთვის შეადგენდა 70-150 მეტრს. მიუხედავად ამისა “ტომპსონ” M1 იყო მძლავრი და საიმედო, რის გამოც ამერიკელ დესანტებს, მზვერავებს და რეინჯერებს ეს იარაღი შეუყვარდათ.

Browning M2

ამერიკული მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევი Browning M2 შეიქმნა ჯერ კიდევ 1932 წელს. გამოვიდა მისი რამდენიმე ვარიანტი: ტანკტთან ერთად, ავიაციასთან ერთად, ქვეითებთან ერთად და საზეინიტო. ისვრის .50 BMG-ის(12,7მმ) ტიპის ტყვიებით. თავისი სიზუსტით, სიმძლავრით, საიმედოობით და მარტივად წარმოებით Browning M2 დღესაც შედის რამდენიმე ქვეყნის შეიარაღებაში.

Browning M1918

BAR ეს არის ნამდვილი მუტანტი. უბრალო შაშხანისთვის ეს იარაღი არის ძალიან მძიმე. მას შეუძლია ისროლოს როგორც ნახევრად-ავტომატურად, ასევე ავტომატურად. BAR-ს ვერ უწოდებთ ტყვიამფრქვევს. მისი ეფექტურობა იკარგება, რადგან მის მჭიდში ეტევა ტყვიების მწირი რაოდენობა და ნელია ტყვიამფრქვევისთვის. მიუხედავად თავისი ნაკლოვანებებისა Browning M1918 აქტიურად გამოიყენებოდა აშშ-ს სამხედრო ძალებში მთელი მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში.

Brno Enfield

ბრიტანული მექანიკური ტყვიამფრქვევი Brno Enfield შეიქმნა 1938 წელს. ასეთი ტყვიამფრქვევი შედიოდა ყველა ქვეით ქვედანაყოფში. მთელი ომის განმავლობაში ტყვიამფრქვევი აჩვენებდა თავის საუკეთესო მხარეებს. მას ჰქონდა კარგი საცეცხლე და საექსპლუატაციო თვისებები. ის ერთნაირად კარგად გამოიყენებოდა უდაბნოებში, თოვლში და ჭაობებში.

STEN

არ შეიძლება არ გავიხსენოთ ბრიტანული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი STEN-ი. ამ იარაღს აქვს ძალზედ ხანგრძლივი ისტორია. აღსანიშნავია ის, რომ STEN-ის პირვანდელი ვერსიები არ იყვნენ საიმედონი და ეფექტურები. იარაღი მოდიფიცირებდა და მზადდებოდა თითქმის მთელი ომი. STEN იყო წარმოუდგენლათ იაფი და უბრალო, მაგრამ მის სხვადასხვა თაობას ჰქონდა სხვადასხვა მინუსები. ის გამოიყენებოდა არამხოლოდ ბრიტანელების მიერ, არამედ პოლონელებისა და ფრანგების მიერაც.

Bazooka

Bazooka არის ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარტყორცნი. როგორც ყველა ყუმბარმტყორცნი ისიც იყენებდა კუმულიატურ მუხტს. იარაღი ემსახურებოდა ორ ჯარისკაცს. მას შეეძლო 6-ჯერ გაესროლა წუთში.

მსგავსი ამბები

Close
Close