პირადად მე ძალიან არ მომწონს ტრადიციულად ერთფეროვანი და მოსაწყენი საქორწინო ცერემონიალები, “უცნობი ახლო ნათესავებით” ორმოცწუთიანი სადღეგრძელოები და განსაკუთრებით “გემოვნებიანი” მუსიკების შეკვეთით.
პირადად მე ძალიან არ მომწონს ტრადიციულად ერთფეროვანი და მოსაწყენი საქორწინო ცერემონიალები, “უცნობი ახლო ნათესავებით” ორმოცწუთიანი სადღეგრძელოები და განსაკუთრებით “გემოვნებიანი” მუსიკების შეკვეთით.
ვფიქრობ ქორწილი არა მხოლოდ შეყვარებული წყვილის ურთიერთობის ფორმალური შტამპი, არამედ ოჯახური ცხოვრების მხიარული დასაწყისია. ნუ შევხედავთ ოჯახის შექმნას, როგორც მძმე პასუხისმგებლობის დაკისრებას. ვფიქრობ ძალიან სასიამოვნო გრძნობებით უნდა ივსებოდეს ადამიანი, როდესაც წარმოიდგენს, რომ საყვარელი ადამიანი იქნება სულ მასთან. შეძლებს მასზე ზრუნვას არ მოაკლდება სითბო და სიყვარული. უკვე მესმის თქვენს ფიქრებში გამოკვეთილი კომენტარები “დაეშვი მიწაზე, ან დროა სათვალეებში ვარდისფერი შუშები შეცვალო”. მე კი ვფიქრობ, რომ დროა უკვე თქვენ შეცვალოთ წარმოდგენა ოჯახზე. საიდან იწყება პრობლემები და დაძაბულობა, ჩვენივე არასწორი დამოკიდებულებიდან. რაც უფრო მეტი პოზიტივითაა სავსე თქვენი ფიქრები, მით უფრო ხალისიანი და თბილია თქვენი ურთიერთობები.
ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე თქვენი ოჯახური ცხოვრება რომ ხალისიანად დაიწყოს, კარგად დაგეგმილი წინა საქორწინო ფართი და თავად ქორწილი ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია ;)
გთავაზობთ საქორწილო ფოტოკრებულს საინტერესო იდეებით