ინსპირაცია ქართველი რესტორატორებისთვის – ფოტოკრებული
ბოლო ხანებში საქართველოში საგრძნობლად იმატა თემატური დიზაინის მქონე რესტორნებმა, რაც ძალიან მახარებს. საინტერესო გარემოს ემატება კრეატიულად გაფორმებული კერძები და დესერტები. რაც უფრო განსხვავებულია დიზაინი მით უფრო მეტია სტუმრების რაოდენობა. მოგეხსენებათ ფოტოების ინსტაგრამში ატვირთვა და მდებარეობის მითითება ბოლო ტრენდია დღევანდელი “ბომონდისთვის” შესაბამისად ყველაზე უცნაური ინტერიერის მქონე ადგილები განსაკუთრებით პოპულარულია ლუქბუქის შემქმნელებში. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ყოველივე ამას ტურისტებისთვის, რომლებიც მოსიარულე რეკლამას წარმოადგენენ და ავტომატურად ერთვებიან “აქცია მაგნიტში” .
ბოლო ხანებში პოპულარულია ვინტაჟური ტიპის რესტორნები, ძველებური ნივთებითა და ანტიკვარებით მორთული. ბევრ საინტერესო ინტერიერს წავაწყდი ასევე ბუნების ელემენტებით. ხელოვნება, მუსიკა მოკლედ სანამ გაგწვდებათ ფანტაზია. გთავაზობთ ფოტოკრებულს მსოფლიოს ყველაზე კრეატიული ინტერიერის მქონე რესტორნებისა. ინსპირაცია მომავალ ან უკვე შემდგარ რესტორატორებს ;)
https://www.youtube.com/watch?v=asDRHhPyGKs