გასართობისაკითხავისურათები

5 ძალიან კარგი მულტფილმი (ნაწილი 2)

მოგესალმებით წინა პოსტიც მულტფილმებს ეხებოდა ,მაგრამ ამ ნაწილში შემოგთავაზებთ ისეთ მულტფილმებს რომელიც არ შეიჩავს სერიებს,არამედ მხოლოდ ერთი სერიისაგან შედგება.

  • ”ჭიანჭველების რისხვა”-სათავგადასავლო ჟანრის ძალიან სასაცილო და ამავდროულად დამაფიქრებელი მულტფილმი. ეს მულტფილმი ნამდვილად დაგაფიქრებთ იმაზე რომ თუნდაც ძალიან პატარა ჭიანჭველებსაც კი უყვართ სიცოცხლე და საოცარ სამყაროში ცხოვრობენ. ისინი ნამდვილად საოცარი არსებები არიან.ჭიანჭველები ერთ მუშტად არიან შეკრულნი და ერთად იბრძვიან სიცოცხლისთვის და მათი შვილების გადასარჩენად ისინი ნამდვილად მშრომელები არიან.ჭიანჭველების რისხვა არის ძალიან საინტერესო მულტფილმი,ამიტომ გირჩევთ უყუროთ.
  • ”ველიანტი”-ამ მულტფილმის მთავარი გმირია ძალიან მამაცი ჩიტი ველიანტი,რომელიც მეორე მსოფლიო ომში იბრძვის და ყველა ჩიტს ასახელებს მისი მამაცური საქმეებით.ველიანტს და მის გუნდს დაეკისრებათ ძალიან დიდი მისია ,რომელიც არც თუ ისე ადვილად შესასრულებელია,მაგრამ ისინი ძალიან კარგად გაართმევენ თავს მიუხედავად ბევრი დაბრკოლებისა.ბევრი,რომ არ გავაგრძელო ველიანტი ძალიან კარგი,სახალისო და საინტერესო მულტფილმია გირჩევთ უყუროთ.

 

  • ”სახლი”-მას შემდეგ რაც მულტილმის მთავარ გმირს ძალიან საყვარელ და სასაცილო  უცხოპლანეტელს გამოაგდებენ  მისი ქვეყნიდან მისი ცხოვრება სრულიად შეიცვლება.ის  დაუმეგობრდება დედამიწაზე მცხოვრებ გოგონას,ისინი საუკეთესო მეგობრები გახდებიან და გამოგზაურებენ მათ გასაოცარ და უზომოდ საინტერესო თავგადასავლებში .Семейка Крудс / The Croods
  • ”ქრუდსების ოჯახი”-ჩემი ყველაზე საყვარელი მულტფილმი.ამ მულტფილმში მთავარი როლი უკავია ქრუდსების ოჯახს.მულტფილმი ეხება პირველყოფილი ადამიანების ცხოვრებას ,შესაბამისად ქრუდსების ოჯახი ცხოვრობს გამოქვაბულში. ძალიან ფრთხილი მამის გამო შვილებს ძალიან უინტერესო და ერთფეროვანი  ცხოვრება ჰქონდათ,რადგან მამა თვლიდა,რომ გამოქვაბულიდან გასვლა ძალიან საშიში იყო და ესეთი ცხოვრება გრძელდებოდა სანამ…
  • ”თავდაყირა”-თავდაყირა ერთი შეხედვით ჩვეულებრივი მულტფილმია,მაგრამ მას ნამდვილად ვერ მივაკუთვნებ ჩვეულებრივი მულტფილმის სტატუსს.ალბათ ერთხელ მაინც გვიფიქრია ყველას თუ რა ხდება ადამიანის ტვინში.ტვინი ადამიანის ყველაზე მთავარი ორგანოა.სწორედ ამას გვაჩვენებენ ნათლად თავდაყირას პერსონაჟები ოღონდ უფრო მხატვრულად ვიდრე სინამდვილეში ,რადგან არ იყოს მულტფილმის ყურება მოსაწყენი,მოკლედ ფილმი ძალიან საინტერესო და ადვილად გასაგებია.

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close