არქივი

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი

44fb71e10ca1

ჩიპებიდან და ამერიკა-რუსეთის დაპირისპირებიდან დავუბრუნდეთ ისევ ჩვენს საყვარელ სამშობლოს და მის ულამაზეს დაცულ ტერიტორიებს… :thanks:

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პირველი ეროვნული პარკია კავკასიაში. იგი 1995 წელს შეიქმნა, ოფიციალურად კი 2001 წელს გაიხსნა. ფართობის მიხედვით ის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაცული ტერიტორიაა. 2007 წელს ბორჯომ ხარაგაულის ეროვნული პარკი ევროპის დაცული ტერიტორიების ქსელის – PAN Pარკ-ის წევრი გახდა, რაც დაცული ტერიტორიის უმაღლეს დონეზე დაცვისა და მდგრადი ტურიზმის განვითარების გარანტია.

გეოლოგიურად ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მცირე კავკასიონის ნაოჭა სისტემას ეკუთვნის და აჭარა-თრიალეთის ნაოჭა ზონის ცენტრალურ ქვეზონას მოიცავს. რაიონი ძირითადად აგებულია ეგრეთ წოდებული ბორჯომის ფლიშით – ქვედა ეოცენური ნალექებით: მერგელოვანი თიხები, მერგე ლები, კირქვიანი ქვიშაქვები და მერგელოვანი კირქვები; მის აგებულებაში მონაწილეობას იღებს, აგრეთვე, ოლიგოცენნეოგენური ასაკის დანალექი და ვულკანურ დანალექი ფორმაციები.

1b441d521576

ეროვნული პარკში გაერთიანდა ტერიტორიები, რომლებიც საქართველოს რამდენიმე ისტორიული კუთხის განაპირა ნაწილებია. პარკი მდებარეობს თორის, იმერეთის და სამცხის ტერიტორიაზე. საერთო ფართობი დაახლოებით 61235 ჰა-ია.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ხარაგაულის ტყეები წარმოდგენილია მუქწიწვოვანი, ფოთლოვანი და შერეული ტყეებით. შერეულ ფოთლოვან ტყეებს უმთავრესად წაბლი, წიფელი, რცხილა, კავკასიური ცაცხვი, კოლხური მუხა, დეკა და იფანი ქმნიან. სიმაღლის ცვლილებასთან ერთად ერთი ფოთლოვანი ტყე მეორეთი იცვლებაა: წიფლნარებს ზოგან ენაცვლება შერეული ფოთლოვანი ტყეები კოლხური ტიპის ქვეტყით, ხოლო შემდგომ რცხილნარები, წიფლნარ-წაბლნარები, ნაძვნარები, სოჭნარები. Bბორჯომის ხეობაში გავრცელებულია წიწვოვანი ტყეები – ნაძვნარი, ფიჭვნარი, ფიჭვნარ-ნაძვნარი, სოჭნარი და ნაძვნარ-სოჭნარი.

8611b702854c

ტყის სარტყლის ზედა ზონებში გაბატონებულია მუქწიწვოვანი ტყეები – ნაძვნარები და სოჭნარები, რომელიც აღმოსავლური ნაძვით, კავკასიური სოჭით და ფიჭვითაა შექმნილი. სუბალპურ სარტყელში გავრცელებულია სუბალპური ტყეები და ბუჩქნარები, სუბალპური მაღალ ბალახეულობა და მდელოები.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გავრცელებულია ისეთი იშვიათი, ენდემური და საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი სახეობები, როგორებიცაა: წაბლი, კოლხური მუხა, უთხოვარი, სტევენისა და ვინოგრადოვის ზამბახი.

მრავალფეროვანია ბორჯომ-ხარაგაულის ფაუნა. ეროვნული პარკის მშვენება მისი ძუძუმწოვარა მაცხოვრებლები არიან. მსხვილი მტაცებლებიდან ნაკრძალში გვხვდება მგელი, ფოცხვერი და დათვი. ჩლიქოსნებიდან პარკის ტერიტორიაზე ყველაზე ხშირად შველსა და გარეულ ღორს ნახავთ. ბორჯომის ხეობა ყოველთვის განთქმული იყო კავკასიური კეთილშობილი ირმის პოპულაციით. ირმის რაოდენობამ ამჟამად ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში 140-მდე მიაღწია. აქაურ კლდეებზე ოდითგანვე სახლობდნენ ნიამორები, თუმცა ამჟამად აქ მხოლოდ რეინტროდუცირებული ნიამორები ბინადრობენ, რომლებიც ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციასა და ბუნებისდაცვის მსოფლიო ფონდის მხარდაჭერით მეზობელი სომხეთიდან იქნა შემოყვანილი. Aაქ გავრცელებული მსხვილი ძუძუმწოვრების უმრავლესობა საქართველოს „წითელ ნუსხაშია“ შესული.

6e46afe5b1d0

წვრილი ძუძუმწოვრებიდან აქ ბინადრობენ რამდენიმე სახეობის თაგვი, ძილგუდა, სინდიოფალა, ტყის კვერნა, კლდის კვერნა, კავკასიური ციყვები. ფაქტიურად ყველგან გვხვდება მელა და კურდღელი .

ქვეწარმავლებიდან ეროვნულ პარკში ხვლიკის და გველის რამდენიმე სახეობა გვხვდება. მათგან აღსანიშნავია, კავკასიური ჯოჯო და ხმელთაშუაზღვის კუ.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მკვიდრი ფრინველებიდან აღსანიშნავია ისეთი იშვიათი სახეობები, როგორიცაა მთის არწივი, ორბი, სვავი და კავკასიური როჭო.

დღევანდელი ბორჯომ-ხარაგაულის პარკის მომიჯნავე ტერიტორიებზე საოცრად განსხვავებულ ყოფას და ტრადიციებს ვხვდებით, რაც საინტერესო ეთნოგრაფიულ მრავალფეროვნებაშია გამოხატული, რაც ეროვნული პარკის დამთვალიერებლებზე დამატებით შთაბეჭდილებას ახდენს.

ეროვნული პარკის შემოგარენი ძალზე მდიდარია ისტორიული ძეგლებით. სიძველის და ისტორიის მოყვარულთათვის უდავოდ საინტერესოა გარემომცველ პეიზაჟში ლამაზად ჩასმული ისეთი ძეგლების მონახულება, როგორებიცაა: ტიმოთესუბნის მეცამეტე საუკუნის გუმბათოვანი ტაძარი, ნეძვის ეკლესია (მე-9 საუკუნე), ნუნისის ეკლესია (მე-9 საუკუნე), საკვირიკეს ბაზილიკა სოფელ დვირთან (მე-10 საუკუნე), ჩითახევის მწვანე მონასტერი (მე-9 საუკუნე), გოგიას ციხე და პეტრას ციხე დაბა ლიკანთან (მე-9 საუკუნე), ვახანის და ოქროს ციხეები ადიგენის რაიონში. ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე უფრო ძველი არქეოლოგიური ძეგლებიც არსებობს, მაგალითად: ბრინჯაოს ხანის ციკლოპური ნამოსახლარი სოფელ ბოგასთან, ბრინჯაოს ხანის სამარხები და ანტიკური ხანის კულტურული ფენები.

e99b458901de

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს საუკეთესო ტურისტული ინფრასტრუქტურა გააჩნია. მის სხვადასხვა უბნებზე მარელისში (იმერეთის უბანი), აწყურში (სამცხის მხარე), ლიკანსა და ქვაბისხევში (ბორჯომის მხარე) დამთვალიერებლებს პარკში მდებარე კომფორტული თავშესაფრები უმასპინძლებს. გარდა ამისა, ქალაქ ბორჯომსა და დაბა ბაკურიანში არსებობს მრავალი დიდი და პატარა კომფორტული სასტუმრო.

რას გთავაზობთ პარკი:

1. სალაშქრო-საცხენოსნო მარშრუტი – “ნიკოლოზ რომანოვის ბილიკი”:

მარშრუტის ხანგრძლივობა – 3 დღე;
მარშრუტის სიგრძე – 39-41 კმ;

ღამისთევა – ტურისტულ თავშესაფრებში: ”ლომის მთა” და “სახვლარი”;
მარშრუტი კვეთს ეროვნულ პარკს ლიკანიდან (ბორჯომის რაიონი) მარელისამდე (ხარაგაულის რაიონი).

2. სალაშქრო-საცხენოსნო მარშრუტი – “წმინდა ანდრია პირველწოდებულის ბილიკი”:
მარშრუტის ხანგრძლივობა – 4 დღე;
მარშრუტის სიგრძე – 49-51კმ;
d3959eecdbff
ღამისთევა – ამარათის, სახვლარის ტურისტულ თავშესაფარში ან კარვებში.

მოგზაურობა ხორციელდება აწყურიდან მარელისამდე (ან პირიქით); მარშრუტი კვეთს ეროვნული პარკის უმაღლეს მწვერვალს – მთა სამეცხვარიოს (2642მ);

3. სალაშქრო-საცხენოსნო მარშრუტი – “პანორამების ბილიკი”:
მარშრუტის ხანგრძლივობა – 2 დღე;
მარშრუტის სიგრძე – 34კმ;

ღამისთევა – ამარათის ტურისტულ თავშესაფარში. ეს არის რთული, წრიული ბილიკი ულამაზესი ხედებით.

4. სალაშქრო მარშრუტი “ხელუხლებელი ტყის ბილიკი”:
მარშრუტის ხანგრძლივობა – დღენახევარი;
მარშრუტის სიგრძე – 12-13 კმ;

ღამისთევა –ნუნისის მცველთა საგუშაგოში ან კარვებში. ეს არის უმოკლესი ბილიკი, რომელიც ეროვნულ პარკს კვეთს. განსაკუთრებით სასიამოვნოა მოგზაურობა გაზაფხულზე დეკის ყვავილობის დაწყებისას (მაისი).

5. სალაშქრო მარშრუტი – “ზეკარის უღელტეხილის ბილიკი”:
მარშრუტის ხანგრძლივობა – დღენახევარი;
მარშრუტის სიგრძე – 9-10 კმ;

ღამისთევა – დიდმაღალას ტურისტულ თავშესაფარში. მარშრუტი გრძელდება აბასთუმნის მცველთა საგუშაგოდან დიდმაღალას ტურისტულ თავშესაფრამდე (ადიგენის რაიონი). ეროვნული პარკის გადაკვეთა შესაძლებელია მთის ველოსიპედით ზეკარის უღელტეხილის გავლით საირმემდე.

6. სალაშქრო მარშრუტი – “ნაკვალევის ბილიკი”:
მარშრუტის ხანგრძლივობა – ერთი დღე;
მარშრუტის სიგრძე – 12-13კმ;

ეს არის ერთდღიანი მარშრუტი მრავალფეროვან ბუნებაში ლიკანიდან ქვაბისხევამდე (ბორჯომის რაიონი).

7. ეროვნული პარკის საინფორმაციო ბილიკი:
მარშრუტის ხანგრძლივობა – 1,5 სთ;
მარშრუტის სიგრძე – 3კმ;

980c2998e6cf

ბილიკის გავლისას თქვენ შეხვდებით 9 საინფორმაციო სტენდს და ხის ინსტალაციებს სხვადასხვა ეკოსაგანმანათლებლო საკითხებზე.

8. საცხენოსნო მარშრუტი – “მეღრუკის ხეობა”:
მარშრუტის ხანგრძლივობა – ერთი დღე;
მარშრუტის სიგრძე – 5,5კმ;

ეს არის წრიული ბილიკი დიდი სახვლარის ტურისტული თავშესაფრიდან მდინარე მეღრუკის ხეობის გავლით.

9. სალაშქრო-საცხენოსნო ბილიკი – “მწყემსების ბილიკი”:

მარშრუტის ხანგრძლივობა – ერთი დღე;
მარშრუტის სიგრძე – 14 კმ;

ბილიკი მიუყვება შავ სერს და აკავშირებს ამარათისა და ლომის მთის ტურისტული თავსესაფრებს. ტურისტული თავშესაფრები არის 12 ადგილიანი.

წყარო: http://www.dpa.gov.ge

მსგავსი ამბები

Back to top button