არქივი

ფრედერიკ დუგლასი – აბოლიციონისტთა ლიდერი

e06cff9777f9

ბოლო ხანებში საქართველოში ფერადკანიანთა რიცხვმა საგრძნობლად იმატა.  მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს არანაირი კავშირი არ აქვს მათ ბნელ, მძიმე წარსულთან, ქართველების დამოკიდებულება მათ მიმართ ძალიან სკეპტიკურია, როგორც შევნიშნე. ვფიქრობ ყოვლად სამარცხვინოა, როდესაც ე.წ “სტუმართმოყვარე ქვეყანაში” ზემოდან უყურებენ სხვა ქვეყნის მოქალაქეებს მხოლოდ კანის ფერის გამო.

 

03b1d41fd941

ეს უბრალოდ სასაცილოა. ოცდამეერთე საუკუნეში ჯერ კიდევ პრობლემაა კანის ფერი, ისიც საქართველოში. პირადად მე რამოდენიმე ფერადკანიანი მეგობარი მყავს ნიგერიიდან და ჩემთვის ძალიან უსიამოვნოა უნიჭო უსაქმურების რასისტული გამოხტომების ყურება. გადავწყვიტე აბოლიციონისტებზე მოგაწოდოთ ინფორმაცია. თქვენ დარწმუნდებით, რომ ისინი ხასიათდებიან დიდი მოთმინების უნარით, გამძლეობით, მიზანსწრაფულობით და არიან ძალიან ნიჭიერები. დღეს ვისაუბრებ ფრედერიკ დუგლასზე.

აბოლიციონისტთა ლიდერი ფრედერიკ დუგლასი დაიბადა 1818 წელს მერილენდში. ის წარმოადგენდა მდიდარი პლანტატორის საკუთრება. პლანტატორის მეუღლე ასწავლიდა მას ალფავიტს. ფრედერიკი ნიჭიერი მოსწვალე აღმოცნდა. მოგეხსენებათ მონების მიმართ სასტიკი დამსჯელობითი რეპრესიები ხორციელდებოდა. მძიმე სამუშაოს არასრულფასოვანი შესრულებისთვის უდიდესი ტკივილის ატანა უწევდა. ბევრჯერ იქნა გამათრახებული, ვოლიერებით დაკბენილი. მძიმე სამუშაო დღის განმავლობაში ის მაინც პოულობდა დროს ემეცადინა. გავავლოთ პარალელი დღევანდელ ახალგაზრდობასთან. მშობლები მოზარდებს ცივ ნიავს არ აკარებენ, ათას წამახალისებელ რამეს მოიფიქრებენ ხოლმე, რომ კარგად ისწავლონ და მაინც სიზარმაცის სინდრომი ბობოქრობს. პატარა ფრედერიკი სხვადასხვა ნაიარევით ზურგზე ყველასგან უჩუმრად მეცადინეობდა. პლანტატორმა რომ ამის შესახებ შეიტყო მკაცრად აუკრძალა მეუღლეს მეცადინეობის გაგრძელება.

დუგლასი კი მაინც განაგრძობდა ჩუმად მეცადინეობას, იპარავდა გაზეთებს და კითხულობდა. მოგვიანებით სხვა მონებსაც ასწავლიდა წერა კითხვას. მას ჰქონდა ოცნება, რომ დააღწევდა თავს ამ უბედურებას და შეცვლიდა მსოფლიოს.

მისი ოცნება ახდა. მას შეუყვარდა თავისუფალი შავკანიანი ანა მიურეი და მისი დახმარებით გაიპარა ქვეყნიდან, მიიღო უმაღლესი განათლება და დაიწყო წიგნების წერა. ის თავის ნამუშევრებში ნათლად ასახავს თუ რაოდენ რთული იყო მისი ცხოვრება. აქტიურად იცავდა ფერადკანიანთა უფლებებს.  მისი ბრწყინვალე ნამუშევრებია: “მონობა და სამოქალაქო ომი”, “მონობის ასი წელი”, “ამერიკელი მონების ცხოვრება”, “თავის დაღწევა მონობიდან”.

ასე და ამგვარად მონა გადაიქცა დიდ პიროვნებად, რომელმაც მართლაც ბევრი რამ შეცვალა მაშინდელ სამყაროში. ცოტას თუ ძალუძს ამოდენა რთული გზის გავლა და ამოდენა წარმატების მიღწევა.

მეტი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ იხილოთ ფილმი.

297a0394d249

კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ არ შეიძლება შეურაცყო უცნობი ადამიანი, მხოლოდ იმიტომ რომ განსხვავებული კანის ფერი აქვთ, მითუმეტეს მათთვის უცხო ენაზე. ეს არ არის ვაჟკაცური საქციელი ეს არაჰუმანურობაა!
00dcc3c861e2

იხილეთ ასევე
Close
Back to top button