საპნის ბუშტების გასაოცარი შოუ ფან იანგის შესრულებით
ამ პოსტში შემოგთავაზებთ ფან იანგის ოჯახს. ამ ოჯახის ყველა წევრი დაკავებულია „გაზილიონ ბუშტების“ შოუთი. დავიწყოთ ფან იანგის მეუღლით -ანნა იანგით
თქვენ, მხოლოდ შეხედეთ, რას აკეთებს ეს ქალი -ანნა იანგი! ეს, უბრალოდ სუნთქვის შემკვრელად, აღმაფრთოვანებლად გადამრევი და საკვირველია…
დამეთანხმებით, რომ ფიზიკის და ქიმიის კანონების ცოდნის გარეშე, ალბათ ვერ მიაღწევდა ანნა იანგი ასეთ განსაცვიფრებელ შედეგს!
ნიჭიერი ანნა იანგი (Anna Yang) მხოლოდ ხელის ერთი მოძრაობით იწვევს აუდიტორიის აღფრთოვანებას და სიამოვნება მიღებული მაყურებელი აღტაცებული და მოხიბლულია საპნის ბუშტების „მიჭყა-მალაყით“.
ამ სურათზე ჩანს იანგების ახალგაზრდა ოჯახი: თვით ფან (Fan ) იანგი, მისი ცოლი ანნა და მათი ორი შვილი: მელოდი (Melody) და დენი (Deni ).
მელოდი (Melody)-ფან იანგის ქალიშვილი:
მელოდი (Melody) ფანის ქალიშვილია, რომელსაც დედამისზე უფრო ეფექტურად გამოსდის „გაზილიონ ბუშტების“ (Gazillion Bubble Show ) შოუში აუდიტორიის აღფრთოვანება…
ნახეთ ვიდეო:
ნახეთ, რამდენიმე ყველაზე გამორჩეული მომენტები საპნის ბუშტების გასაოცარი შოუდან, რომელსაც ქვია „გაზილიონ შოუ“ (Gazillion Bubble Show
ანნა იანგი ართობს მაყურებელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით იაპონიიდან ნიუ-იორკამდე, გასაოცარ „გაზილიონ“ შოუთი, რომელშიც ნათლად ჩანს ფიზიკის კანონების ცოდნა, ეს ცოდნა მან შეიძინა თავისი მეორე ნახევრისგან, რომელსაც დამთავრებული ქონდა ჰარვარდის უნივერისტეტის მიკროელექტრონიკის სამეცნიერო-საინჟინრო დეპარტამენტი. იგი 21 საუკუნის მეცნიერების მეცნიერებებია, რომელიც მოიცავს ისეთ სპეციალობებს როგორებიცაა : ადამიანისა და გარემოს რადიაციული უსაფრთხოება, მიკროელექტროელექტრონიკა და ფიზიკა-ტექნიკური ექსპერტიზა. რაც შეეხება თვით ანნას, ის რეკლამირებულია როგორც „ მსოფლიოს საპნის ბუშტების უდიდესი არტისტი-ქალი“ და გინესის მსოფლიო რეკორდის მფლობელი, რომელიც ერთმანეთში ურევს მეცნიერებას და ხელოვნებას, რომ შექმნას ყველა წარმოსახვითი, საწვდომი და გონივრული ზომების, ფორმების და ფერების ბუშტები. მას მაყურებელამდე მოაქვს 20 წლის სცენაზე გამოსვლის გამოცდილება, რომელსაც ასრულებდა თავის მეუღლესთან ფან ანგთან (Fan Yang) ერთად.
ნახეთ ანნა იანგის ვიდეო :
ეხლა რაც შეეხება ფან იანგს, ფანი დაიბადა ვიეტნამში, დედამისი იყო ვიეტნამის ნავსადგურ-ხაიფონიდან და როცა 1965 წელს ფრანგულმა ესკადრამ დაბომბა ვიეტნამის ქალაქი ხაიფონი, ოჯახი იძულებული იყო გადასულიყო კანადაში, სადაც დაიბადა ფან იანგი, ხოლო შემდეგ ოჯახი გადავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ მასაჩუსეტის შტატში.
ბავშვობიდანვე, ფანი ისწრაფოდა განათლებისკენ და ძალიან იყო დაინტერესებული ფიზიკის კანონებით. მის საბედნიეროდ, ოჯახი მოძლიერდა ფინანსურად და მის ნატვრას „ფრთები“ შეესხა…აშშ-ს ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტი, რომელიც განთვსებულია ქალაქ კემბრიჯში, მდებარეობს მასაჩუსეტის შტატში. და, რა თქმა უნდა ის ნამყოფი იყო ჰარვარდის პარკში, სადაც სურათი გადაიღო ჯონ ჰარვარდის ძეგლთან. უფრო მეტიც, მას იქაურ სტუდენტებისგან გაგონილი ქონდა , რომ თუ ჯონ ჰარვარდის ფეხსაცმელს გაუსმევ ხელს-ო, მაშინ ყველა გამოცდას წარმატებით ჩააბარებ. და ფან იანგმაც ჩააბარა ფიზიკა-ტექნიკურ ექსპერტიზაზე.
თავის პატარა შვილებთან ურთიერთობისას, ფანი დაინტერესდა საპნის ბუშტებით ; დროთა განმავლობაში, მან მოიპოვა საერთაშორისო აღიარება, როგორც საპნის ბუშტების რთული თეატრალური ჩვენებებით და რომ გაერთულებინა საშემსრულებლო წარმოდგენა, მან შეიმუშავა საკუთარი ფორმულები და აღჭურვილობა, რომ შეექმნა უფრო დახვეწილი, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უფრო „დამჯერი“ ბუშტები…
და წარმატებულიც გამოდგა !!!
ფან იანგმა შექმნა „გაზილიონ შოუ“ ( the Gazillion Bubble Show) ნიუ-იორკში, ვეგასში (Las Vegas) და ყველგან, მსოფლიოს მასშტაბით. ხოლო მისი არ ყოფნის დროს, ფანის მეუღლე -ანა იანგი აჩვენებს ამ გასაოცარ შოუს…
ფან იანგის „Gazillion“ შოუ ტოვებს მაყურებელს: მოხუცსაც და ახალგაზრდასაც მისტიფიცირებულს.
ეს ერთადერთი შოუა, რომელიც იდეალურად ერგება პატარა ბავშვებს: ეს სწრაფია, კოლორიტული, ფერადი და ძალიან ინტერაქტიულია.
თქვენ გაოცებული დარჩებით, თუ ამ ხელოვან არტისტებს რისი გაკეთება შეუძლიათ ბუშტებთან .))
ფანი არის მსოფლიოში აღიარებული ბუშტების „მეცნიერი“, არტისტი და შემსრულებელი. უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში, ფან იანგმა შეისწავლა და გამოიკვლია საპნის ბუშტების ნიმუშები და მათი უცნობი სამყარო, რომელიც აერთიანებს ხელოვნებას მეცნიერებასთან. მან გარდაქმნა მარტივი საპნის ბუშტი ლამაზი ხელოვნების ნამუშევრად და მისმა გენიალურმა ქმნილებებმა მოუტანა კაცობრიობას გართობის სრულიად უნიკალური ფორმა. ის გამოეცხადა მსოფლიოს, როგორც „საპნის ბუშტების“ ოსტატი და მიიღო საერთაშორისო აღიარება რამდენიმე ქვეყანაში, ხოლო გერმანიაში, საბერძნეთსა და ნიდერლანდებში აღიარეს, როგორც „წლის არტისტი“
და ამჟამად ის არის გინესის რეკორდების წიგნის ყველაზე საინტერესო რეკორდსმენი. იკითხავთ, რატომ არის რეკორდსმენიო? პასუხი ადვილია, სულ ახლახანს ფან იანგმა ჩასვა სპილო საპნისა ბუშტში. სურათზე წარმოდგენილია მამრი აფრიკული ტყის სპილო, რომელიც იწონის 4.5 ტონას, ანუ 4.500 კილოგრამს.
ნახეთ ვიდეოს შუა ნაწილი, სადაც სპილოა ჩასმული უზარმაზარი საპნის ბუშტში:
ფან იანგის (Fan Yang) ბუშტების შოუ ვიეტნამში -4 ბავშვი დიდ საპნის ბუშტში :
ნახეთ ეს ვიდეო, რომელშიც ჩართულნი არიან ბაქვშვები და ხალისობენ:
გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის ყველაზე საინტერესო რეკორდსმენად აღიარეს საპნის ბუშტების „მეფე“
ამ ვიდეომ საერთაშორისოდ აღიარებული მსოფლიო რეკორდების სიაში შეიტანა ფან იანგის „Gazillion“ შოუ :
როგორც დავინახეთ მთელი ოჯახია ჩართული „გაზილიონ ბუშტების“ (Gazillion Bubble Show ) შოუში; მაგრამ კიდევ არის ერთი პიროვნება, რომელიც ხელს უწყობს ამ შოუს წარმატებას – ეს გახლავთ ფან იანგის ღვიძლი ძმა ჯანო იანგი (Jano Yang)
ნახეთ ვიდეო: ჯანო იანგი
არ გაგიკვირდეთ და ჯანო სპეციალობით ქიმიკოსია, კერძოდ დაინტერესებული იყო ფარდობითი ატომური და ფარდობითი მოლეკულური მასებით და ავოგადროს კანონით, რომელიც ტოლი მოცულობის სხვადასხვა აირი ერთნაირი წნევისა და ტემპერატურის
პირობებში შეიცავს ერთნაირი რაოდენობის მოლეკულებს. მან 18 წელზე მეტი მოანდომა საყვარელ პროფესიას და “დაუფასდა” კიდევაც.
:
ფან იანგის ვაჟი -დენიც მისდევს ბიძამისის- ფანოს პროფესიას, დაათვალიერეთ
მან შეძლო და საპნის ბუშტს მისცა ოთკუთხედის ფორმა, რომელიც ფორმით დაახლოებულია კვადრატთან: