TECH & მეცნიერებაგართობა

საპნის ბუშტები რიჩარდ ჰიქსის ფოტოებში

5fc67a852d22
ინგლისელი ფოტოგრაფის რიჩარდ ჰიქსი (Richard Heeks) ქმნის საოცარ ფოტოებს და გვთავაზობს შევხედოთ ჩვენს სამყაროს საპნის ბუშტების ანარეკლში ანუ ასახულობაში. მან გაიარა ფოტოგრაფიის შემსწავლელი კურსი დევონშირის საგრაფოს მთავარ ქალაქ ექსეტერში (Exeter) და ღრმად გაერკვია ფოტოკამერის ფუნქციებში, გადაღების რეჟიმებში და სხვა კომპონენტებში, რასაც მოითხოვს თანამედროვე ციფრული ფოტოგრაფია.
დღეს, რომელ ფოტო-სურათებსაც შემოგთავაზებთ -გაითვალიწინეთ, რომ აღსანიშნავი და ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ ყოველი წარმატებული ფოტო სურათი, ფოტოგრაფის მიერ მიღებულია რამდენიმე ასეული წარუმატებელი სურათების ხარჯზე, მაგრამ რა შედეგია! ხომ დარწმუნდით… გამოვიდა, სასწაულებრივი რეალისტურობით შთამბეჭდავი!
(ნახეთ ვიდოები:)
60e841c1c2ec
ფერები: ამ ფოტოსურათში ყურადღება გამახვილებულია ფერებზე, ბუშტმა მისცა ახალი გეზი, ცხოვრების რაგვარობა – შეგვეხედა მსოფლიოსთვის, რომელშიც გასაკვირი სილამაზე და ლანდშაფტის ულამაზესი ხედებია.
74de9a66fd2b
პერსპექტივა: წარმოშობით ავსტრალიელმა ფოტოგრაფმა, რიჩარდ ჰიქსმა დაიჭირა ანამორფირებული გამოსახულება, მანამდე სანამ ბუშტი გასკდებოდა.

ყველაზე ნებისყოფიანმა ფოტოგრაფმა აღნიშნა, რომ ამ სურათის გაკეთებას დასჭირდა ათასზე მეტი ფოტოსურათი…

8e4106185df5
მსოფლიო: ფოტოგრაფი რიჩარდ ჰიქსი-ამ ფოტოში ჩანს ბუშტის ცენტრში, როცა ის ექსპერიმენტალურ გამოკვლევას აწარმოებდა
ფოტოგრაფიის პროდუქტის ფოტონეგატივის მისაღებად, რომელიც მიიღება ექსპოზიციის პერიოდში საგნებიდან არეკლილი ან გამოსხივებული სინათლის სხივის ზემოქმედებით.
28efbabb519b
მაგრამ, ნიჭიერ ფოტოგრაფს, როგორც იცნობენ „მომთმენი“ ფოტოგრაფის სახელით- დასჭირდა მრავალი ექსპერიმენტის ჩატარება ამ პროდუქტის საბოლოოდ დახვეწისათვის.
ნახეთ ვიდეო: (ფოტოგრაფი და საპნის ბუშტები)

04825ca99dd1
არაჩვეულებრივი: ლამაზი ქალაქგარე სოფლის სცენა დაჭერილი იყო იდეალური და უნაკლო ბუშტების წრეში. ერთი მცირე ზომის ბუშტი აეფარა მეორე ბუშტს და გამოვიდა რეალისტურობით შთამბეჭდავი…

f1449068a148
მას შემდეგ, რაც ძვირადღირებული ციფრული კამერა შეიძინა 2009 წელს, ბატონ ჰიქსს გაუჩნდა ახალი იდეები და იღებს სურათებს უფრო სრულყოფილს, რადგან ამ ფოტოაპარატს აქვს SLR კამერა და მისი გარჩევადობა 60 მეგაპიქსელია, სენსორის ზომა კი, 50×64. აგრეთვე აქვს
პროცესორი APL (აბსოლუტური თანამედროვე საკეტი) სისტემა და ბრენდის ფოკუსი.

bf6dc4db0646
მაგრამ მისი ბოლო ნამუშევრები სანახაობრივად, ეფექტურად ორიგინალურია და გადაღებულია სახლთან ახლოს. ცნობილმა ფოტოგრაფმა ადგილობრივ ჟურნალისტებს მისცა ინტერვიუ: „ჩემი ბუშტების ფოტოსურათების უმეტესობა გადაღებულია ჩემს ბაღში, ქალაქ ექსეტერში (Exeter). ექსეტერი, დევონშირის საგრაფოს მთავარი ქალაქია მდინარე ექს-ზე, სადაც მე ვცხოვრობდი რამდენიმე წლის წინ “.

489a8832c021
ფოტოგრაფის თქმით, მისი სახლი მდებარეობდა სასოფლო ოლქის ტერიტორიაზე, ძველი წითელი აგურის შენობაში, რომელიც ადრე ყოფილა დავრდომილთა თავშესაფარი, ხოლო რამდენიმე წლის შემდეგ, ამ აგურის შენობაში ფუნქციონირებდა ფსიქიატრიული საავადმყოფო.
47e31fca6799
dd15d32250f4
ვაზა: ლარნაკის ფორმიანი საპნის ბუშტი ასახავს აქტიურ ფერებს და აჩვენებს ფოტოგრაფ-ოპერატორის უნარს, რომელმაც უნდა იმოქმედოს სწრაფად და დაიჭიროს მომენტი, რომ მიიღოს სასურველი ფოტო-სურათი…
379fec1b66c0
ვიდეო:
საპნის ბუშტები:

სასწაულებრივი შესაძლებლობების არ მჯეროდა , მაგრამ მოხდა რიჩარდ ჰიქსის მაგალითზე, რომელმაც
გამოიმუშავა თანამედროვე ფოტოგრაფისთვის საჭირო ალღო და ის უნარები, რაც საჭიროა გადაღებული პროდუქტის საბოლოოდ დახვეწისათვის.

8cf6b146f0a2

blogerlady

age: 14
Back to top button