არქივი

საიქიოს ძალები

dd8356ca704e
ინგლისი მოჩვენებების კლასიკურ ქვეყნად ითვლება.როდესაც მწერალი დაიანა მორმანი ინგლისის მოჩვენებების შესახებ წიგნისთვის მასალებს აგროვებდა

ინგლისი მოჩვენებების კლასიკურ ქვეყნად ითვლება.როდესაც მწერალი დაიანა მორმანი ინგლისის მოჩვენებების შესახებ წიგნისთვის მასალებს აგროვებდა,30 უძველესი სასახლისა და ადგილ-მამულის მფლობელს მიმართა კითხვით: ბინადრობდნენ თუ არა მათთან აჩრდილები? მან 28 დადებითი პასუხი მიიღო

ლონდონის ,,ტაუერში” დღისით ტურისტები ირევიან,დასერინობენ მის ძველ კედლებს შორის,ათვალიერებენ აბჯრებით,ხმლებითა და ფარებით სავსე იარაღის ოთახს,გაოცებით უყურებენ მბრწყინავ ქვებსა და მდიდრულ სამკაულებს საგანძურის დარბაზში.ღამით კი მრავალსაუკუნოვანი ციხესიმაგრის დერეფნები და კიბეები სიჩუმეში იძირება.მხოლოდ გუშაგები დადიან შემოვლაზე.ისინი ჰყვებიან,რომ ზოგჯერ უცნაურ მოვლენებს აწყდებიან: ადამიანის მსგავსი ბუნდოვანი ფიგურა ნისლისფერ შუქში კრთის და უხმოდ დაფარფატებს.განსაკუთრებით,ცივ,ბნელ და მოღუშულ ღამეებში შეიძლება თურმე მისი ნახვა და თუკი კარგად დააკვირდებით,გაარჩევთ მდიდრულად ჩაცმული ქალის უთავო ფიგურას :vaime: რომელსაც თავი მარჯვენა ხელში აქვს ამოჩრილი.
გადმოცემით,ეს ანა ბოლეინის აჩრდილია.ის ინგლისის მეფე ჰენრი VIII-ის მეორე ცოლი და სახელგანთქმული დედოფლის-ელისაბედ I-ის დედა იყო.როდესაც მის აღმატებულებას ცოლმა თავი მოაბეზრა,მეფემ ის მზაკვრულად დაადანაშაულა და ტაუერის დილეგში ჩააგდებინა,156 წელს კი თავი მოკვეთეს.თქმულების მიხედვით,მისმა სულმა დღემდე ვერ ჰპოვა სიმშვიდე.
ინგლისში არავის უკვირს ჩრდილებთან შეხვედრა.სწორედ ბრიტანეთის კუნძულებზე მდებარე ინგლისი,შოტლანდია და ირლანდიაა ცნობილი უთვალავი მოჩვენებებიანი სასახლითა და მოჯადოებული სახლით.
ასე დახეტიალობს თურმე ირლანდიის როზკომონის საგრაფოში მდებარე როთფიქის სასახლის ნანგრევებში ახალგაზრდა ქალის აჩრდილი,რომელიც კედელში ჩაათანა საკუთარმა ძმამ იმის გამო,რომ მას სხვა რელიგიის მიმდევარი მამაკაცი შეუყვარდა.
XIII საუკუნით თარიღდება ქალაქ დანდის მახლობლად მდებარე შოტლანდიური გლეიმის სასახლე,რომელსაც XVII საუკუნეში მიუშენეს მრავალი კოშკი და ერკერი. როგორც ამბობენ,იგი მოჩვენებებითაა სავსე,განსაკუთრებით ნისლიან შემოდგონაზე,მის ოთახებში უხმოდ დაძრწის ნახევრად ცხოველის,ნახევრად ადამიანის ფორმის ურჩხული.სასახლის ეკლესიაში კი ბინადრობს ,,რუხი ლედის”-ლედი გლეიმის აჩრდილი,რომელიც 1540 წელს ჯადოქრობის გამო კოცონზე დაწვეს.ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი აჩრდილებიანი სახლი იყო ბორლეის მონასტრის კელია ესექსის პროვინციაში.ის ითვლებოდა ,,ყველაზე შემზარავ ადგილად მთელს ინგლისში”,თურმე აქ ,,პოლტერგეისტი” მონაზონი ათწლეულების მანძილზე თავის შავბნელ საქმეებს ჩადიოდა.ის ადამიანის სახით არასოდეს ჩნდებოდა,ოთახიდან ისროდა გასაღებებს,ქვებს ან მონეტებს,სხვადასხვა სითხეს მელნად აქცევდა,კაკუნით ყურადღებას იქცევდა,ნივთებს აქრობდა ასე შემდეგ.ბოლოს გაჩნდა ცეცხლი და შენობა გადაიბუგა.ინგლისში მოჩვენებებით ყველაზე მრავალრიცხოვანია დროსეტის საგრაფოს ადგილ-[მამული-,,საფორდორკასი”,სადაც მეპატრონის თქმით სულ ცოტა 14 სხვადასხვა მოჩვენება,მათ შორის შავი მონადირე ძაღლის აჩრდილი სახლობს.

მსგავსი ამბები

Back to top button