ახალი ამბებიგასართობისაკითხავი

პოლიტიკური პარტიები საფრანგეთში


სოციალისტური პარტია – საფრანგეთის სოციალისტური პარტია დაარსდა 1905 წელს და მისი განახლება მოხდა 1969 წელს ის დღემდე ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური პარტიაა საფრანგეთში. სოციალისტური პარტიიდან პრეზიდენტობის კანდიდატი და შემდგომში პრეზიდენტი 1 ადამიანი იყო განახლებამდე ხოლო განახლების მერე მათ ქვეყნის სათავეში ორი პრეზიდენტი ყავდათ ერთ-ერთი ამჟამინდელი პრეზიდენტი და სოციალისტური პარტიის წევრი ფრანსუა ოლანდია. ამჟამინდელ პარლამენტში სოციალისტები უმრავლესობას წარმოადგენენ და 280 კაცით არიან წარმოდგენილნი პარტიის ისტორიაში ეს ყველაზე კარგი მაჩვენებელია დაარსების დღიდან პარტიას პარლამენტში შესვლის პრობლემა თითქმის არ ჰქონია და ბოლო წლებშია აქტიურად ხვდებიან უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში.

რესპუბლიკური პარტია – რესპუბლიკელები დაარსდნენ 2015 წელს მათ სათავეში საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დგას იგი საფრანგეთის პრეზიდენტი სხვა პარტიის სახელით იყო ვადის გასვლის შემდეგ კი ახალი პარტია დააფუძნა რომელიც პარლამენტშიც ბევრი ადგილითაა წარმოდგენილი და 199 კაცით მეორე პოზიცია უჭირავს რესპუბლიკური პარტია მთავარი ოპოზიციური ძალაა მათ უმოკლეს დროში მაქსიმალურ შედეგს მიაღწიეს და პარლამენტში ძალიან ადვილად მოხვდნენ ასეთ მოკლე დროში მათი ესეთი პოპულარობა მართლაც რომ გასაოცარია მათ კარგი ლიდერი კარგი იდეები და მშვენიერი ხედვები აქვთ სწორედ ამიტომ არიან მეორე პარტია და მთავარი ოპოზიციური ძალა საფრანგეთში მათი ძირითადი კონკურენტი ამჟამინდელი მმართველი პარტია სოციალისტური პარტიაა.

ეროვნული ფრონტი – პრორუსული პარტია საფრანგეთში რომლის ლიდერი მარინ ლე პენიც ღიად გამოთქვავს კარგ მოსაზრებებს რუსეთზე და მხარს უჭერს რუსეთთან დიალოგს იგი მომხრეა მათთან მოლაპარაკებების და შემდგომი თანამშრომლობისაც. ეროვნული ფრონტი დაარსდა 1972 წელს პარტიის ისტორიაში ყველაზე კარგი მაჩვენებელი იყო 1986 წელი როდესაც პარლამენტში 35 კაცით იყვნენ წარმოდგენილნი დღესდღეისობით ეროვნულ ფრონტს 2 ადგილი აქვს პარლამენტში მაგრამ 2012 წლის ანუ ბოლო არჩევნებიდან დღეემდე მათ ძალიან ბევრი მხარდამჭერი შეიძინეს რაც ძირითადად რეგიონების ხარჯზე მოხდა რეგიონულ არჩევნებში ეროვნულმა ფრონტმა სხვა პარტიებთან ერთად კარგი შედეგები დააგროვა და გავიდა მეორე ტრუში სადაც დამარცხდა მაგრამ ამ ბოლო არჩევნებმა გამოაჩინა ეროვნული ფრონტის ძალა და ის თუ რამდენი ადამიანი უჭერს მხარს ამ პრორუსულად განწყობილ ფრანგულ პარტიას. ეროვნულ ფრონტს ადრეულ ხანაში ჰქონდა პარლამენტში შესვლის პრობლემა რაც დღემდე ასე თუ ისე მოუგვარებელია ჩემი აზრით ბოლო არჩევნებში რომელიც საფრანგეთში გაიმართება ეროვნული ფრონტი და მისი ლიდერი მარინ ლე პენი ნამდვილად ანგარიშგასაწევი პოლიტიკური ძალა იქნება.

მწვანეთა პარტია – საფრანგეთის მწვანეთა პარტია დაარსდა 2010 წელს და მას შემდეგ აქტიურადაა ჩართული ფრანგულ პოლიტიკურ ცხოვრებაში ამჟამინდელ პარლამენტში ისინი 17 კაცით არიან წარმოდგენილნი და აქტიურად ზრუნავენ საფრანგეთის სიმწვანეზე და ეკოლოგიაზე რაც მწვანეთა პარტიის მთავარი დანიშნულებაა იმის გამო რომ პარტია სულ რაღაც 6 წელია არსებობს მათ ასე თუ ისე მოიკიდეს ფეხი აქტიურ პოლიტიკაში და საკმარისი ადგილებიც მოიპოვეს საფრანგეთის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. მწვანეები აქტიურად თანამშრომლობენ ევროპულ სტრუქტურებთან და მათ საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი ჰყავთ ის ერთ-ერთი ძლიერი პოლიტიკური პარტიაა საფრანგეთში.

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close