უცნაური

ყველაზე საშიში მკვლელები მსოფლიოში

ac302f5aecb0
მკვლელები, მანიაკები, კანიბალები – ყველანი ესენი არიან დამნაშავეები, რომლებმაც ჩაიდინეს საშინელი დანაშაულებები. მათ შორის არიან სუსტი სქესის წარმომადგენლებიც, რომლებმაც წარმოაჩინეს არანაკლები სისასტიკე, ვიდრე კაცებმა.

ყველაზე სასტიკი მანიაკები
მკვლელი მანიაკები მსოფლიოში ძალიან ბევრნი არიან. ისინი დამნაშავეები არიან ათასობით ადამიანის სიკვდილში. ფსიქოლოგების მტკიცებით მანიაკები არიან ფსიქიკური დარღვევების მქონე ადამიანები, რომლებმაც ეს დარღვევები მიიღეს ბავშვობაში ფსიქიკური ტრავმების ან თანდაყოლილი დაავადებების წყალობით.

ac302f5aecb0
1994 წელს ინექციის შემდეგ გარდაიცვალა “მვკლელი კლოუნი”. მისი ნამდვილი სახელია ჯონ ვეინ გეისი. მანიაკი მუშაობდა საბავშვო დღესასწაულებზე კლოუნათ, რის გამოც მან მიიღო ეს სახელწოდება. მან იძალადა და მოკლა 33 ბიჭზე, მათგან 27 პოლიციამ იპოვა მანიაკის სარდაფში, ხოლო დანარჩენები როგორც გეისი ამბობს დაახრჩო და გააყოლა მდინარეს.

კიდევ ერთი მკვლელი მანიაკი არის სერგეი ტკაჩი. როგორც თვითონ ამბობს მან მოკლა ასი მოზარდი გოგონა. სამართალდამცავმა ორგანოებმა მისთვის მხოლოდ 27 გოგონას მკვლელობის და გაუპატიურების დამტკიცება მოახერხეს. ყველაზე გასაოცარი ისაა, რომ ტკაჩი თვითონ მუშაობდა სამართალდამცავ ორგანოებში.

აჰმად სურაჯი იყო ინდონეზიელი მანიაკი, რომელმაც მოკლა 42 ქალი. ის მათ კლავდა ორიგინალური ხერხით. ის მსხვერპლს მიწაზე აგდებდა, შემდეგ ახრჩობდა კაბელით და სვამდა მისგან წამოსულ ნერწყვს. 2008 წელს ის დახვრიტეს.

b46ead6f43c6
ანდრეი ჩიკატილო აღიარებულია პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე სასტიკ მანიაკად. მისი მსხვერპლი გახდა 52 ადამიანი თორმეტი წლის მანძილზე. ამ მანიაკმა მიიღო რამდენიმე ზედმეტსახელი “წითელი მფატრავი”, “როსტოველი მფატრავი”, “როსტოველი ყასაბი”. მანიაკი 1994 წელს დახვრიტეს.

2004 წელს კამერაში თავი ჩამოიხრჩო მანიაკმა ზედმეტსახელად “დოქტორი სიკვდილი”. მის ანგარიშზეა 250 მკვლელობა. თავის მსხვერპლს ის კლავდა სასიკვდილო ინეცქიით. მკვლელის სახელია ჰაროლდ ფრედერიკ “ფრედ” შიპმანი.

56615d23f3cc
ყველაზე საშიში კანიბალი მკვლელები
მანიაკებს შორის არიან ისეთებიც, რომლებიც კლავენ მხოლოდ იმისთვის, რომ შემდეგ შეჭამონ თავიანთი მსხვერპლი. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კანიბალი მკვლელი არის ნიკოლაი ჯურმონგალიევი, რომელმაც შეჭამა 50 გოგონა. ეს კანიბალი 1980 წელს ცხოვრობდა ალმა-ატაში, სადაც სხვადასხვა სამუშაობზე მუშაობა. მოკლული გოგონების ხორცისგან ის აკეთებდა სხვადასხვა კერძებს და უმასპინძლდებოდა თავის მეგობრებს.

კანიბალები ინდური სოფლიდან ნითჰარიდან არიან ცნობილი ადგილობრივი ბიზნესმენი და მისი მსახური კოჰლი. მათ ერთად შეიტყუეს და შეჭამეს არანაკლებ 38 ბავშვი. სიკვდილის შემდეგ ისინი მოკლულების სხეულებზე ძალადობდნენ.

ისეი საგავა – კანიბალი რომელიც ცნობილი გახდა იაპონიაში. ის სწავლობდა სორბონში, სადაც აიხდინა ბავშვობის ოცნება – მოკლა და შეჭამა თავისი მეგობრის უმი ხორცი. სტუდენტი დააპატიმრეს ორი წლით, შემდეგ საგავა გადაიყვანეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. იქ კანიბალი წერდა მემუარებს, რომლებმაც ის გახადეს პოპულარული. იაპონიაში დეპორტაციის შემდეგ, ის აღიარეს უდანაშაულოდ და გაანთავისუფლეს. ისეი საგავა გახდა რესტორნების ცნობილი კრიტიკოსი, ის წერს წიგნებს და იძლევა ინტერვიუებს. შეიძლება ითქვას, რომ ჩადენილმა დანაშაულმა კანიბალს გაუღო ის კარები, რომელსაც ის ვერასოდეს ვერ გააღებდა.

ყველაზე საშიში მკვლელი ქალები
მკვლელ მანიაკებზე საუბრისას ყველას როგორც წესია ახსენდება კაცები. მანიაკის როლი ჩვენთვის ნაკლებად ასოცირდება ქალთან. კრიმინალისტიკისთვის ცნობილია სისხლიანი მკვლელი ქალების მრავალი მაგალითი, რომლებიც სისასტიკით არ ჩამოუვარდებიან კაცებს.

e024ffe88e92
19-ე საუკუნის ყველაზე სასტიკი ქალი მკვლელი არის “შავი ქვრივი”. მისი სახელია ბელ სორენსონ ჰანესი. მან იმ ქვეყნად გაისტუმრა ორმოცამდე ადამიანი. მოკლულების ნახევარზე მეტი არიან “ქვრივის” ახლო მეგობრები ან ნათესავები. ქალი არ მუშაობდა და არსებობდა დაზღვევების ხარჯზე, რომლებიც მას ერგო ნათესავების სიკვდილის შემდეგ. მან მოკლა ქმარი, ბავშვები და რამდენიმე საქმრო. მისი სიკვდილის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ არსებობს. უთავო ქალის სხეული, რომელიც ყველა ნიშნის მიხედვით გავდა ბელ სორნესონ ჰანესს არ იძლეოდა ას პროცენტიან გარანტიას, რომ ეს ნამდვილად “შავი ქვრივი”-ა.

a6d61a1c4016
მედდა ჯეინ ტოპანი თავს ესხმოდა შეუძლო პაციენტებს. ცნობილია, რომ მამამისი იყო შეშლილი, ამიტომაც ჯეინი იზრდებოდა ბავშვთა სახლში. გოგონა იშვილეს, მაგრამ მისი მშობლები აღმოჩნდნენ ღარიბები, ამიტომაც სიძულვილი მას კიდევ უფრო გაუღრმავდა გარშემომყოფების მიმართ. თავის პაციენტებს ტოპანი თავდაპირველად კლავდა ნარკოტიკების შეყვანით ორგანიზმში და აკვირდებოდა მათ მდგომარეობას სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის. მოგვიანებით თავისი ექსპერიმენტები ქალმა გადააქცია მკვლელობებათ. მისი დაკავების შემდეგ პოლიციამ დაუმკიცა 11 მკვლელობა, მაგრამ მედდამ კიდევ 31 მკვლელობა აღიარა. ექსპერტიზამ დაამტკიცა, რომ ჯეინი შეშლილია. თავისი ცხოვრების დარჩენილი ნაწილი მან გაატარა ფსიქიატრიულ კლინიკაში.

2c1fd4780bd1
“სისხლიანი გრაფინია” ეწოდა გრაფინია ელიზაბეთ ბათორის. მის მიერ მოკლული ადამიანების ზუსტი რიცხვი არ არსებობს, მაგრამ ეს რიცხვი თამაშობს 30-დან 650 ადამიანამდე. თუკი ლეგენდებს დავუჯერებთ გრაფინია ღებულობდა ახალგაზრდა გოგონების სისხლით სავსე აბაზანებს. გრაფინია თვლიდა, რომ ამგვარად ის შეინარჩუნებდა თავის ახალგაზრდობას. ბათორი იტყუებდა გოგონებს თავის ციხესიმაგრეში, ხოლო შემდეგ კი კლავდა. ამაში მას ეხმარებოდა მისი ქმარი ფერენც ნადაში. ხმაურიანი სასამართლოსთვის თავის ასაცილებლად მისმა წარჩინებულმა ნათესავებმა ელიზაბეთი გამოკეტეს მისავე მიწისქვეშეთში, სადაც ის გარდაიცვალა სამი წლის შემდეგ.

ყველაზე საშიში მკვლელი კაცობრიობის ისტორიაში
მთელი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე საშიშ მკვლელათ აღიარებულია ინდოელი ტუგ ბეჰრამი, რომელიც იყო ფანატიკოსების უფროსი, რომლებსაც სჯეროდათ, რომ ყოველი მკვლელობით ისინი აფერხებენ ქაოსის და სიკვდილის ქალღმერთის კალის მოსვლას. ბეჰრამი ცხოვრობდა 1765-1840 წლებში. მან მოკლა ათასამდე ადამიანი. მისი სექტის წევრებმა სავარაუდოდ მოკლეს არანაკლებ 80 000 ადამიანი. ზოგჯერ მკვლელობები ხდებოდა მასიურად. მეცხრამეტე საუკუნის ოციან წლებში ბეჰრამი შეიპყრეს, მაგრამ სიცოცხლე და თავისუფლება აჩუქეს, თუკი ის დაასმენდა ყველა თავის თანამოაზრეს. საშიში სერიული მკვლელი 1840 წელს ჩამოახრჩო მისავე ძმამ.
ba1c741a7e93

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button