საკითხავისასარგებლოსურათები

20 ქალი, რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო

Image and video hosting by TinyPic

20 ქალი, რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო

#1 მილისენტ ფასეტი

Image and video hosting by TinyPic

“ჩვენ უნდა გვყავდეს მთავრობა, მაგრამ უნდა ვუთვალთვალოთ მას, როგორც ქორებმა”

საარჩევნო უფლებებისთვის მებრძოლთა დაუფასებელი ლიდერი. მან თავისი ცხოვრება შესწირა მშვიდობიან ბრძოლას ქალთა უფლებებისთვის. დაქორწინდა პოლიტიკოს ჰენრი ფასეტზე, რომელიც თანაუგრძნობდა მის იდეებს. მილისენტი ეხმარებოდა ქმარს სამუშაოს შესრულებაში მას შემდეგ, რაც ჰენრი უბედური შემთხვევის შედეგად დაბრმავდა.

#2 კოკო შანელი

Image and video hosting by TinyPic

“მოდა იცვლება, მხოლოდ სტილი რჩება იგივე”

სანამ გახდებოდა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდებული მოდის დიზაინერი, იგი კლუბში მომღერლად და ქუდების მკერავად მუშაობდა, მისი დედა კი მრეცხავი იყო.

#3 დედოფალი ელისაბედ I

Image and video hosting by TinyPic

“მე უკვე მყავს მეუღლე, მისი სახელია ინგლისის სამეფო”

ჰენრი VIII-ს ქალიშვილი, იგი კურირებდა ესპანეთის არმადის დამარცხებაში, რაც ინგლისის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამარჯვება იყო.

#4 მარი კიური

Image and video hosting by TinyPic

“ცხოვრებაში არაფრის უნდა გეშინოდეთ, ის უნდა შეიცნოთ”

ცნობილია მისი მუშაობა რადიოაქტივობაზე. პოლონელ-ფრანგი ფიზიკოსი და ქიმიკოსი იყო პირველი პიროვნება, რომელმაც აიღო ორი ნობელის პრემია, პირველი ქალი, რომელიც გახდა პარიზის უნივერსიტეტის პროფესორი და პირველი ქალი, რომელიც მისი დამსახურების გამო დაკრძალეს საფრანგეთის ეროვნულ მავზოლეუმში, პარიზის პანთეონში.

#5 დიანა, უელსის პრინცესა

Image and video hosting by TinyPic

“მე მინდა შევიდე ოთახში, საავადმყოფოს პალატაში მომაკვდავებთან, ან ვიჯდე ავადმყოფ ბავშვებთან და ვიგრძნო, რომ საჭირო ვარ. მე მსურს მოქმედება და არა უბრალო არსებობა.”

პრინც ჰარისა და პრინც უილიამის დედა. იგი გახდა ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი, რადგან მოიგო კამპანია დანაღმვის აკრძალვის შესახებ და ცხოვრების დიდი ნაწილი საქველმოქმედო სამუშაოებს დაუთმო.

#6 ემელინ პანკჰერსტი

Image and video hosting by TinyPic

“ჩვენ აქ იმიტომ კი არ ვართ, რომ კანონი დავარღვიეთ, არამედ იმიტომ, რომ მის შექმნას ვეცადეთ”

იგი იყო ფემინისტისა და მონობის საწინააღმდეგო კამპანიის წევრის ქალიშვილი. გავლენიანი ქალთა უფლებების აქტივისტი ცოლად გაჰყვა ადვოკატს და ისინი ერთად იცავდნენ ქალთა უფლებებს 19-20 საუკუნეებში. მისი გარდაცვალების შემდეგ დედის გზას გაჰყვა ემელინის სამი ქალიშვილიც.

ემელინმა ჩამოაყალიბა ქალთა სოციალური და პოლიტიკური გაერთიანება. იგი ცნობილია, როგორც სუფრაჟისტი.

#7 ბუდიკა

 

Image and video hosting by TinyPic

“ჩვენ ბრძოლას ვიგებთ, ან ვიხოცებით. რაც შეეხება მამაკაცებს, მათ შეიძლება იცოცხლონ, ან იყონ მონები”

ბრიტანეთის მეომარი დედოფალი ლიდერობდა უპრეცედენტო და სისხლიან აჯანყებას რომის იმპერიის წინააღმდეგ 61 წელს, რამაც იგი მნიშნელოვან კულტურულ ხატად აქცია.

#8 ბენაზირ ბჰუტო

Image and video hosting by TinyPic

“დემოკრატია საუკეთესო შურისძიებაა”

როგორც პაკისტანის მე-11 პრემიერ-მინისტრი, ბჰუტო იყო პირველი ქალი, რომელიც ხელმძღვანელობდა მუსულმანურ სახელმწიფოს. მან დაასრულა სამხედრო დიქტატურა ქვეყანაში. იბრძოდა ქალთა უფლებებისთვის. იგი მოკლეს 2007 წელს.

#9 მერი ვოლსტონკრაფტი

Image and video hosting by TinyPic

“ამაოდ ველით ძალას ქალებში, სანამ ისინი გარკვეულწილად მამაკაცებზე არიან დამოკიდებულნი”

ცნობილია, როგორც ფემინიზმის დედა. მე-18 საუკუნის ბრიტანელმა მწერალმა სახელი გაითქვა ქალთა უფლებების დაცვით. იგი იყო მწერალ მერი შელის დედა, რომელიც პოპულარული გახდა თავისი რომანით “ფრანკენშტეინი”.

#10 ჯერმენ გრირი

Image and video hosting by TinyPic

“ინგლისური კულტურა ჰომოსექსუალურია იმ გაგებით, რომ მამაკაცი მხოლოდ მამაკაცზე ზრუნავს”

60-70-იანი წლების ცნობილი ფემინისტი. თავის წიგნში, სახელად “ქალი-საჭურისი”, გრირი ამტკიცებდა, რომ ტრადიციული ოჯახი, სადაც მამაკაცი დომინირებს, უნერგავს ქალს საკუთარი თავის სიძულვილს. ეს წიგნი გახდა ბესტსელერი 1970 წელს.

#11 მადონა

Image and video hosting by TinyPic

“ვარ მკაცრი, ვარ ამბიციური და ზუსტად ვიცი რა მინდა. თუ ეს მე მეძავს მხდის, კარგი”

მომღერალი, მსახიობი, კინო-რეჟისორი და პროდუსერი, მოდის დიზაინერი და საბავშვო წიგნების მწერალი.

#12 ოპრა ვინფრი

Image and video hosting by TinyPic

“იყავით მადლიერი იმისა, რაც გაქვთ, თქვენ მეტი გექნებათ. თუ კონცენტრირებას მოახდენთ იმაზე, რაც არ გაქვთ, თქვენ არასდროს არაფერი გექნებათ საკმარისად”

იზრდებოდა ღარიბულად, მარტოხელა დედასთან მისისიპში. არის აშშ-ს წარმატებული მედიისა და შოუს მესაკუთრე, აქტიური ქველმოქმედი.

#13 ჰილარი კლინტონი

Image and video hosting by TinyPic

“როდესაც მსურს, რომ რაიმე სერიოზული თემა ჟურნალის გარეკანზე მოხვდეს მე ვიცვლი ვარცხნილობას”

პროფესიით ადვოკატი აშშ-ს პოლიტიკის ძლიერი ძალა გახდა. დაინიშნა ეროვნული ჯანდაცვის რეფორმის ჯგუფის ლიდერად, იყო პირველი “პირველი ლედი”,რომელიც მოხვდა არჩევით ორგანოებში, იყო სახელმწიფო მდივანი 2008 წელს. მან მიიღო უამრავი ჯილდო მის მუშაობაში ჯანდაცვაში, ქალებისთვისა და ბავშვებისთვის.

#14 ჯეინ ოსტინი

Image and video hosting by TinyPic

“კაცი შეიძლება ამაყი იყოს, მაგრამ არა ამპარტავანი. სიამაყე ის არის, რასაც ჩვენს თავზე ვფიქრობთ, ამპარტავნება კი ის, რაც სხვებმა გინდა, რომ ჩვენზე იფიქრონ”

მე-19 საუკუნის მწერალი. ყველაზე ცნობილია მისი წიგნები: “ემა”, “სიამაყე და ცრურწმენა” და “გრძნობა და გონება”. იგი ასახავდა ჩვეულებრივი ხალხის ყოველდღიურ ცხოვრებას.

#15 ჰელენა რუბინშტეინი

Image and video hosting by TinyPic

“მძიმე შრომა იცავს გონებასა და სულს ნაოჭებისაგან”

პოლონეთში დაბადებული კოსმეტიკის მეწარმე 1902 წელს ფულის გარეშე ემიგრაციაში წავიდა ავსტრალიაში. მან შექმნა პირველი კოსმეტიკური კომპანიები, რამაც გახადა ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქალი.

#16 ჟანა დ’არკი

Image and video hosting by TinyPic

“ერთი ცხოვრება არის ყველაფერი, რაც გაგვაჩნია და ჩვენ ვცხოვრობთ ისე, როგორც გვწამს. რწმენის გარეშე ცხოვრება სიკვდილზე უარესია”

მე-15 საუკუნის გლეხის გოგონა ცნობილია, როგორც საფრანგეთის გმირი. რომის კათოლიკურმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა მას შემდეგ, რაც მან საფრანგეთს დიდებული გამარჯვებები მოუტანა ასწლიანი ომის დროს. მას ინგლისელებმა 19 წლის ასაკში ერეტიკოსობაში დასდეს ბრალი და კოცონზე დაწვეს.

#17 ვირჯინია ვულფი

Image and video hosting by TinyPic

“უმეტესად ისტორიაში ქალი იყო ანონიმური”

განიხილება, როგორც მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რომანისტი. მისი განსხვავებული წერის სტილი და ფემინისტური ნამუშევრები უყურადღებოდ არ დარჩენილა. მას მიიჩნევენ “შექსპირის დად”.

#18 აუნგ სან სუ ჩი

Image and video hosting by TinyPic

“იმ საზოგადოებაში, სადაც მამაკაცები ნამდვილად დარწმუნებულნი არიან საკუთარ ღირებულებებში, ქალები არა მხოლოდ შეწყნარებულნი, არამედ დაფასებულნიც არიან”

ოპოზიციონერ-პოლიტიკოსმა სუ ჩიმ 15 წელი გაატარა პატიმრობაში მისი პრო-დემოკრატიული დამოკიდებულებისთვის. 1991 წელს მიენიჭა ნობელის მშვიდობის პრემია მისი გამბედაობისთვის.

#19 კონდოლიზა რაისი

Image and video hosting by TinyPic

“ძალა მართავს, მაგრამ არ შეიძლება მორალის არარსებობა”

აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი მსოფლიოს ყველაზე ძლიერ ქალად იქნა დასახელებული ფორბსის მიერ 2004 და 2005 წლებში.

#20 ანა ფრანკი

Image and video hosting by TinyPic

“ყველაფრის მიუხედავად მაინც მჯერა, რომ ხალხი გულის სიღრმეში კეთილია”

ახალგაზრდა ებრაელი გოგონას დღიური, სადაც აღწერილია მისი განცდები გერმანელებისგან დამალვის პერიოდში, გამოიცა მისი სიკვდილის შემდეგ 15 წლის ასაკში და მალევე გახდა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წიგნი.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close