არქივი

15 უცნაური ცხოველი

Image and video hosting by TinyPic

წარმოგიდგენთ 15 ყველაზე უცნაურ ცხოველს, რაც კი ოდესმე გინახავთ.

ფოთლოვანი ზღვის დრაკონი

Image and video hosting by TinyPic

სახელი დაერქვა ჩინური მითოლოგიის მიხედვით. იგი იყო მშვიდობის სიმბოლო. მისი სხეული დაფარულია ფოთლის მსგავსი გამონაზარდებით, რაც საოცრად ნიღბავს წყალქვეშ და მხოლოდ პატარა ფარფლებითა და მოძრავი თვალებით შეიძლება მისი ამოცნობა.

ზღვის ცხენის მსგავსად მამრი ძღვის დრაკონი უვლის 150-200 კვერცხს. მდედრის მიერ დადებული კვერცხები 8 კვირის განმავლობაში ინახება ფიჭის მსგავს ტერიტორიაზე მამრის კუდის ქვეშ. ძღვის დრაკონებს არ აქვთ კბილები და კუჭი. ფოთლოვანი ძღვის დრაკონები დაცულია ავსტრალიის მთავრობის მიერ 1982 წლიდან.

მზის დათვი

Image and video hosting by TinyPic

ძირითადად ბინადრობს სამხრეთ აზიის ტროპიკულ ტყეებში. იგი ყველაზე პატარა დათვია (1,2მ). მისი პატარა სიმაღლის გამო ხშირად უწოდებენ ძაღლისებრ დათვს. მას აქვს 5 სმ კუდი და საშუალოდ იწონის 65 კგ-ს. მამრი მდედრზე შედარებით დიდი მასისაა.

სხვა დათვებისგან განსხვავებით მზის დათვების კუდი მოკლე და გლუვია. ზურგს უფარავს შავი, ან ყავისფერი, მკერდს კი ნარინჯისფერი, ან ყვითელი, ნალის ფორმის ბეწვი.

მეცხვარე ძაღლი

Image and video hosting by TinyPic

მდედრი დაახლოებით 69 სმ, მამრი კი 72-76 სმ სიმაღლისაა. მათი სხეული სულაც არ არის ისეთუ უხეში და მძიმე, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს.

მათი სქელი, გრძელი ბეწვი (რომლისგანაც ქურქსამზადებენ) დრედებს მოგაგონებთ. ლეკვის ბეწვის ქურქი რბილი და ფუმფულაა. ასეთი ქურქი რთული მოსავლელია და რეგულარულად სჭირდება გარეცხვა.

ანგორული კურდღელი

Image and video hosting by TinyPic

ეს არის შინაური კურდღელი, რომლის ჯიშიც გამოიყვანეს გრძელი, რბილი თმის გამო. მისი პირველი წინაპარი, ანგორულ კატასა და ანგორულ თხასთან ერთად, გვეხვდება თურქეთში, ანკარაში. პოპულარული იყო 1700-იან წლებში, საფრანგეთში, იქიდან კი გავრცელდა მთელ ევროპაში. შეერთებულ შტატებში პირველად 1900-იან წლებში გამოჩნდნენ.

არსებობს ანგორული კურდღლის მრავალი ინდივიდუალური ჯიში, მაგ: ფრანგული, გერმანული, გიგანტური, ფინური, ინგლისური, ატლასისებრი, ჩინური, შვეიცარიული და სხვ.

წითელი პანდა

Image and video hosting by TinyPic

წითელი პანდა (კაშკაშა პანდა) ძირითადად ბალახისმჭამელი ძუძუმწოვარია. იგი სიგრძით ოდნავ აღემატება შინაურ კატას (55 სმ). სქელი ბეწვი იცავს სიცივისგან. ძირითადად ბინადრობს ნეპალსა და სამხრეთ ჩინეთში.

ზარმაცა

Image and video hosting by TinyPic

ბინადრობს ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში. ძირითადად იკვებებიან კვირტებითა და ნაზი ფოთლებით, თუმცა ასევე შეუძლიათ ჭამონ მწერები, ხვლიკები და ლეში.

იმპერატორი ტამარინი

Image and video hosting by TinyPic

სახელი შეარქვეს მისი გერმანიის იმპერატორ ვილჰელმ მეორესთან მსგავსების გამო. ბინადრობს აღმოსავლეთ პერუში, ჩრდილოეთ ბოლივიასა და დასავლეთ ბრაზილიაში. ცხოველის სიგრძეა 24-26 სმა, კუდი-35 სმ. იწონის დაახლოებით 300-400 გრამს.

თეთრ სახიანი საკი-მაიმუნი

Image and video hosting by TinyPic

ასევე ცნობილია, როგორც ოქროს სახიანი საკი. ბინადრობს სურინამში, გაიანაში, ვენესუელაში, საფრანგეთსა და ბრაზილიაში. ძირითადად იკვებება ხილით, მცენარეთა თესლითა და მწერებით.

ტაპირი

Image and video hosting by TinyPic

უხეში, ღორის ფორმის მსგავსი ძუძუმწოვარა. ბინადრობენ ჯუნგლებსა და ტყის რეგიონებში სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკასა და სამხრეთ აზიაში.

მიქსინა

Image and video hosting by TinyPic

მეცნიერები მას ყველაზე ამაზრზენ ზღვის ცხოველს უწოდებენ. მიქსინას შეუძლია გამოყოს დიდი რაოდენობის წებოვანი ლორწო, რომლის დახმარებითაც იგი ხელიდან უსხლტება მტაცებელს.

ვარსკვლავცხვირა მოლი

Image and video hosting by TinyPic

ბინადრობს აღმოსავლეთ კანადასა და ჩრდილოეთ შტატებში. იკვებება პატარა უხერხემლოებით, წყლის მწერებით, ჭიებითა და მოლუსკებით. კარგად შეუძლია ცურვა და გვირაბების გათხრა. მისი კუდი ცხიმების რეზერვია. პირზე გამოზრდილ საცეცებს იყენებს ჭიების, კიბოსნაირებისა და მწერების დასაჭერად.

აქსოლოტლი

Image and video hosting by TinyPic

ბინადრობს მექსიკაში. ხშირად ჰყავთ შინაურ ცხოველებად სახლში აშშ-ში, იაპონიაში, ბრიტანეთსა და ავსტრალიაში.

ალპაკა

Image and video hosting by TinyPic

შინაური ცხოველი, რომელიც გავრცელებულია სამხრეთ ამერიკაში. მისი ბეწვისგან ამზადებენ საბნებს, სვიტრებს, წინდებს ქუდებს, ხელთათმანებს, შარფებსა და ქურთუკებს.

იეტი კრაბი

Image and video hosting by TinyPic

აღმოაჩინეს 2005 წელს, წყნარი ოკეანის სამხრეთით. არის დაახლოებით 15 სმ სიგრძის და აქვს აბრეშუმის მსგავსი ბეწვი. იკვებება მწვანე წყალმცენარეებით.

სქელი თევზი

Image and video hosting by TinyPic

ბინადრობს ღრმა წყლებში, ავსტრალიასა და ტასმანიაში. მისი ხორცი არის ჟელატინის მასა, რომელიც სიმკვრივით ოდნავ ნაკლებია წყალზე. ეს ეხმარება მას, გამოყოს ენერგია ცურვისთვის. კუნთების ნაკლებობა მისთვის ნაკლი არ არის, იგი ყლაპავს ყველაფერს, რაც მის წინ გაცურავს.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button