გასართობისაკითხავიუცნაური

20 შოკისმომგვრელი ფაქტები ინდოეთის შესახებ, რომლებიც თქვენ აქამდე არ იცოდით


ინდოეთი უეჭველად არის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და საინტერესო ქვეყანა. ის დღემდე გამოცანად რჩება ბევრისთვის, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველამ იცის მისი ტრადიციების, კულინარიის და ისტორიის შესახებ. ყველასათვის ცნობილია, რომ ეს არის კონტრასტების ქვეყანა და მაინც ქვეყანაში რომელშიც არის დემოკრატია, მობილური ტელეფონები, ბოლივუდი მაინც ხდება უცნაური და გაუგებარი მოვლენები.

ინდოეთი არის მსოფლიოში ყველაზე დიდი დემოკრატიული ქვეყანა

ცნობილია, რომ ინდოეთში ცხოვრობს მილიარდზე მეტი ადამიანი, ეს არის ყველაზე დიდი დემოკრატიული ქვეყანა მსოფლიოში. რთული წარმოსადგენია ასეთი დიდი მხარდაჭერა მთავრობისადმი საზოგადოების მხრიდან, მაგრამ საზოგადოებაც აიძულებს მთავრობას ბევრ მუშაობას. ინდოეთში დღესაც არსებობს კასტური სისტება, რომელიც საზოგადოების ყოველ წევრს უთითებს თავის ადგილს.

ინდოეთში არსებობს წელიწადის 6 დრო

ქვეყნების უმეტესობაში არსებობს წელიწადის 4 დრო, არის ქვეყნები სადაც წელიწადის დროები 4-ზე ნაკლებია, მაგალითად ქვეყნები, რომლებიც მდებარეობენ ეკვატორზე მთელი წელი თბილა და პირიქით, ქვეყნები, რომლებიც მდებარეობენ პოლარული წრის მიღმა მუდმივად ცივა. ინდოეთის მთავარი რელიგიის – ინდუიზმის კალენდრის მიხედვით არსებობს 6 წელიწადის დრო: ზაფხული, მუსონების სეზონი, შემოდგომა, ზამთარი, გაზაფხულამდელი სეზონი და გაზაფხული.

ეროვნული ვალუტა

სამწუხაროდ ინდოეთის ეროვნული ვალუტის – რუპიის გატანა ქვეყნიდან აკრძალულია. ეს სიახლე გაანაწყენებს ტურისტებს, მაგრამ ეს გამორიცხავს ვალუტასთან დაკავშირებულ სპეკულაციებს. ადგილობრივი მოსახლეობა მაინც ცდილობს ვალუტის გატანას და მეზობელ ბანგლადეშთან სპეკულირებას, მაგრამ ეს ხდება მცირე მასშტაბებში. ინდოეთის მოსახლეობის უფრო მეტი ნაწილი იწყებს ბარათების გამოყენებას.

ინდოეთის მოსახლეობის 25%-მა არ იცის წერა-კითხვა

ინდოეთი არის კონტრასტების ქვეყანა. ქვეყანაში გვერდი-გვერდ ცხოვრობენ მდიდრები და ღარიბები, განათლებული და წერა-კითხვის არ მცოდნე ადამიანები, ხოლო ისეთი დიდებული ნაგებობა როგორიცაა ტაჯ-მაჰალი არის ქოხმახების მეზობელი. ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 65% არის განათლებული. ქალების 45% არის განათლებული, ხოლო კაცებიდან კი 75%. მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთში არის განათლები მაღალი დონე ქვეყანაში მაინცაა სიღარიბის მაღალი დონეც.

ინდოეთის მოსახლეობა მრავლდება

ინდოეთის მოსახლეობა განაგრძობს ზრდას. ამბობენ, რომ 2028 წელს ინდოეთი დაეწევა ჩინეთს. დღეს ის აჭარბებს დასავლეთ ევროპის მთელი მოსახლეობის რაოდენობას.

ინდოეთი ოდესღაც იყო კუნძული

პანგეას დროს კონტინენტები იყო გაერთიანებული. ტექტონიკურმა პროცესებმა გაყვეს პანგეა კონტინეტნებად. სწორედ მაშინ ინდოეთმა დაიწყო ცალკე მოგზაურობა, მოგვიანებით ის შეეჯახა იმ ნაჭერს, რომელსაც დღეს ეწოდება აზია და გაჩერდა.

ინდოეთში არსებობს 1000-ზე მეტი ენა

ინდოეთში ადამიანები საუბრობენ 1000-ზე მეტ სხვადასხვა ენაზე და დიალექტზე. მოგზაურს ვერ დაეხმარება ვერც თარჯიმანი და ვერც ლინგვისტი, რადგან დიელექტები და ენები კარდინალურად განსხვავდებიან, მაგრამ მოსახლეობის უმეტესობამ იცის ჰინდი.

ინდოეთში არის სიკვდილიანობის მაღალი დონე

ინდოეთში არის ყველაზე მაღალი სიკვდილიანობის პროცენტი მსოფლიოში. ამ მოვლენის მთავარი მიზეზი არის საგზაო შემთხვევები. ინდოეთის ქალაქების გზებზე მოძრაობა ძლიერ ინტენსიურია, ხოლო მათ კი არავინ არ არეგულირებს. იმისათვის, რომ უსაფრთხოდ მოახდინოთ მანევრირება ავტომობილებსა, მოტოციკლებსა, ცხოველებსა და ტროტუარებს შორის უნდა გქონდეთ ნამდვილი ნიჭი. ადამიანები იღუპებიან მანქანების ბორბლების ქვეშ ან გაგუდვით გადავსებულ ავტობუსებში. სიკვდილიანობის მაღალ დონეში თავისი წვლილი შეაქვს ახალდაბადებული ბავშვებისა და ორსული ქალების სიკვდილს არასაკმარისად კვალიფიცირებულ ექიმების გამო. ამის გარდა, ქვეყანაში დღესაც კლავენ ღალატის გამო.

ინდოეთში აყვავებულია კინოინდუსტრია

როდესაც საუბარი მიდის კინოზე, ყველას მაშინვე ახსენდება ჰოლივუდი. ინდოეთში კი ყოველწლიურად გამოდის დაახლოებით 1100 ფილმი და ეს ორჯერ მეტია აშშ-ში გამოშვებული ფილმების რიცხვზე. გინდ დაიჯერეთ გინდ არა, მაგრამ ბევრ ინდურ ფილმებს არ აწარმოებენ ჰოლივუდში. ბევრს მოსწონს ბოლივუდის ფერადი, ემოციური და ექსპრესიული ფილმები, მაგრამ ეს არის ინდური კინოპროდუქციის მცირე ნაწილი.

ინდოეთი ამხობს რეკორდებს

ინდოელების ინტერესი რეკორდებისადმი სხვადასხვა სფეროებში შეიძლება ვუწუდოთ უცნაური. გინესის რეკორდების წიგნში დაფიქსირებულია რეკორდი – მსოფლიოში ყველაზე დიდი საბანი. ინდოეთში შექმნეს მსოფლიოში ყველაზე დიდი მეტალის ფარშევანგი. დაფიქსირებულია ეროვნული ჰიმნის ყველაზე მასიურად შესრულების რეკორდი.

ქალაქი მუმბაი

ყველასათვის ცნობილია პრობლემა, რომელიც არსებობს მრავალმილიონიან მეგაპოლისებში – ეს არის ავტომობილების მიერ დაბინძურებული ჰაერი, რომელიც ვიზუალურად ჩნდება კვამლის სახით, ხოლო ფიზიკურად კი სუნთქვის გაძნელებით. ყველაზე მეტად ეს პრობლემა აწუხებს ჩინეთს, მაგრამ მუმბაიში სიტუაცია კიდევ უფრო საშინელია. მუმბაიში ან დელიში ერთი დღე ყოფნა უდრის სიგარეტის 100 ღერის მოწევას. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით ყოველწლიურად ფილტვების კიბოთი და ასთმით იღუპება 1,5 მილიონი ადამიანი.

ინდოეთში არის ვეგეტარიანელების ყველაზე დიდი რიცხვი

მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთში მიირთმევენ მცენარეულ საკვებს, ინდოეთის სამზარეულოებში ამზადებენ ძალზედ გემრიელ კერძებს ქათმისგან, თხისგან და ბატკნისგან. ინდოეთში არის ვეგეტარიანელების ყველაზე დიდი რიცხვი. ინდოეთის ოქროს ტაძარში ყოველდღიურად გასცემენ ათასობით ვეგეტარიანულ სადილებს ღარიბებისთვის და უსახლკაროებისთვის. აქ უნდა გასინჯოთ პანირი, ნაანი და ბირიანი – კერძები ბოსტნეულისგან და ბრინჯისგან.

სახლების 53% წყალგაყვანილობისა და კანალიზაციის გარეშეა

ინდოეთის ქალაქებში ადამიანები იღუპებიან ავტოსაგზაო შემთხვევბით, დაბინძურებული ჰაერით და, ასევე ანტისანიტარიით, რადგან სახლების 53% არ არსებობს წყალგაყვანილობა და კანალიზაცია.

მზითვებისთვის ინდოეთში ყოველ საათში კლავენ ერთ გოგონას

მზითვები ეს არის ძველი ინდური ტრადიცია. როდესაც ბიჭი და გოგო დაქორწინებას აპირებენ(ძირითადად მათ მაგიერ არჩევანს მათი მშობლები აკეთებენ) პატარძალი და მისი ოჯახი საქმროს ოჯახს აძლევენ დიდი რაოდენობით თანხას. ეს არის განსაკუთრებით დიდი თანხა, თუკი ქორწილით ისინი აპირებენ თავიანთი სოციალური და კასტური მდგომარეობის გაუმჯობესებას. სამწუხაროდ ამ ფულისთვის ყოველ საათში კლავენ ერთ გოგონას.

მსოფლიო ბაზრის სანელებლების 70% ეკუთვნის ინდოეთს

გასაკვირი არაა, რომ მსოფლიო ბაზრის სანელებლების 70% ეკუთვნის ინდოეთს. თუკი გსურთ გასინჯოთ ტრადიციული ინდური კერძი, მაშინ უმჯობესია წახვიდეთ ნებისმიერ ინდურ ოჯახში. კერძის მოსამზადებლად ისინი ხარჯავენ რამდენიმე საათს, დიდი რაოდენობით მრავალფეროვან სანელებლებს – ამ ხელოვნების შესწავლა ძალზედ რთულია.

მონობა ინდოეთში

სამწუხაროდ ინდოეთში მონობა დღესაც არსებობს. მონების რაოდენობა შეადგენს 14 მილიონ ადამიანს. დიდიხნის განმავლობაში ამ თემაზე დუმდნენ, არ აქცევდნენ ყურადღებას. ადამიანები მსოფლიოს მრავალი ქვეყნებიდან ვერც კი იფიქრებდნენ, რომ ინდოეთში არსებობს მონობა, რომელიც არსებობს ადგილობრივი კორუმპირებული მთავრობისა და დაუხვეწელი კანონმდებლობის გამო. მონების უმეტესობა არიან გაუნათლებელი ქალები და ბავშვები, რომლებსაც აიძულებენ მძიმე სამუშაობზე მუშაობას და პროსტიტუციას.

ინდოეთში არის სიღარიბის მაღალი დონე

გარდა მონებისა ინდოეთში არის ძალიან ბევრი ღარიბი ადამიანიც. ოჯახების უმეტესობა ცხოვრობს ქუჩაში და ითხოვენ მოწყალებას. ინდოეთში საშუალოსტატისტიკური ადამიანი უნდა მუშაობდეს 14-16 საათი, რომ გამოიმუშავოს მცირე თანხა. საშუალოდ დღეში ინდოეთში გამოიმუშავებენ 1,25 დოლარს. მთავრობა ცდილობს დაეხმაროს ღარიბებს, ცდილობს განავითაროს სასოფლო-სამეურნეო რაიონები და მოახდინოს ღარიბების მოტივირება მიწაზე მუშაობით, მაგრამ ჯერ უშედეგოდ.

ქალები ინდოეთში

მსოფლიოში არსებობენ განვითარებული ქვეყნები, სადაც ერთნაირად იცავენ ქალების და კაცების უფლებებს. ინდოეთის ზოგიერთ ოჯახებში სპეციალურად კლავენ ახალდაბადებულ გოგონებს, რადგან მათ არ შეუძლიათ გვარის გაგრძელება. 100-დან 500-მდე გოგონას კლავენ ყოველ წელს ქვეყანაში მათი გენდერის გამო. აქ ხდება სელექტიური აბორტები, რომლებიც ოფიციალურად აკრძალეს 1994 წელს. ის გოგოები, რომლებმაც მოახერხეს გადარჩენა კაცები მათ მთელი ცხოვრების განმავლობაში ხშირად ამცირებენ. თუკი საუბარი წავა მედიცინაზე, მაშინ დიდი ყურადღება და პატივისცემა ექცევა კაცების და ბავშვების ვაქცინებს და მკურნალობას.

ინდოეთში აღნიშნავენ სიკვდილის დღეს

ინდუიზმის ტრადიციებთან შესაბამისად, რომელიც ძლიერ გავრცელებულია ინდოეთში დაღუპულის დასაფლავების დღე აღინიშნება და მოიგონება ნათესავების მიერ. ყველაზე ხშირად ინდოეთში ცხედრებს წვავენ, ხოლო დასაფლავებიდან 12 დღის განმავლობაში იკრძალება ალკოჰოლის დალევა და ხორცის ჭამა. ყველაზე უფროსი ვაჟი ყრის დაღუპულის ფერფლს წყალში, ეს შეიძლება იყოს ოკეანე, ზღვა, მდინარე და ტბა. ოჯახის ნათესავები და მეგობრები აღნიშნავენ დაღუპულის სიკვდილს და უსურვებენ ბედნიერ საიქიო ცხოვრებას.

რძიანი კოქტეილი მარიხუანით

ინდოეთის უძველეს დროში მარიხუანას იყენებდნენ სხვადასხვა მიზნებში. დღეს ეს არის ლეგალური მოქმედება, მარიხუანა გამოიყენება სხვადასხვა მხრივ, მაგრამ არის რელიგიასთან და ტრადიციებთან დაკავშირებული გარკვეული შეზღუდვები. მაგალითად, მას ამატებენ კერძებში, მისგან ამზადებენ რძის კოქტეილს. ის შედის წმინდა მცენარეების ხუთეულში, რომლებსაც მოიხსენიებენ ჯერ კიდევ უძველეს ინდუისტურ ტექსტებში. რელიგიური ცერემონიებებისას მარიხუანას იყენებენ სხვადასხვა დაავადებების განსაკურნებლად. ინდუისები დარწმუნებულები არიან, რომ შივაც ხმარობდა მარიხუანას.

მსგავსი ამბები

Close
Close