უცნაური

ავსტრალიის პლიაჟები სამი მეტრის სისქის ზღვის ქაფით დაიფარა

ავსტრალიური ქალაქის, მულულაბას მცხოვრებნი უცნაური მოვლენის მოწმენი გახდნენ – ამას წინათ მთელი პლიაჟი და ქუჩები თითქმის სამმეტრიანი სისქის ზღვის ქაფით დაიფარა. ბევრმა ეს მოვლენა ვიდეოკამერაზეც დააფიქსირა. 

ქაფის მსგავსი თეთრი ნივთიერება ტროპიკული შტორმის, ოსვალდის, გვერდითი მოვლენაა, რომელმაც კვინსლენდის მთელს შტატს დიდი ზარალი მიაყენა. ტურბულენტურმა ტალღებმა ოკეანის წყალში წარმოქმნეს საჰაერო “ჯიბეები” და წარმოიშვა ქაფი, რომელმაც შემდეგ მთელი რეგიონი დაფარა.

ტურისტები და მცხოვრებნი ტკბებიან “ზღვის ფიფქებით”, ეთამაშებიან და დიდი სიამოვნებით იღებენ ფოტოსურათებსაც.

აი, როგორი სურათი იხილეს დილით ავსტრალიის ზღვისპირა ქალაქ მულულაბას მცხოვრებლებმა. ქალაქის პლიაჟი და ქუჩები ზღვის ქაფის სამმეტრიანმა ფენამ დაჰფარა.

BBC

I am trying to investigate such topics as the least known among the people, and leave a big impression!

მსგავსი ამბები

Back to top button