გასართობისურათებიუცნაური

“ვარსკვლავების უცნაური წინაპრები”

null

ბუნება აღზრდის წინააღმდეგ-დებატია რომელიც ბევრს არ აინტერესებს.თუმცა,ათასში ერთხელ მაინც გვიჩნდება კითხვა,ჩვენი ქცევები და სიმპატიები გენეტიკურად გადმოგვეცა თუ არა.საინტერესოა ვარსკვალებმა საიდან მიიღეს მათი სილამაზე,ძალა და ნიჭი,როგორ არიან მათი წინაპრები დაკავშირებული ცნობილ შთამომავლებთან.

null

_”ტომ ჰენკსის საპრეზიდენტო მემკვიდრეობა”

ტომ ჰენკსი ცნობილი ამერიკელი მსახიობი და რეჟისორია,რომელმაც ჰოლივუდში დიდი ხნის წინ დაიმკვიდრა საპატიო ადგილი.ასევე ის თავისი ხასიათითაც გამოირჩევა და ამერიკელების დიდი სიყვარულიც დაიმსახურა.გახმაურდა ინფორმაცია რომ,მისი წინაპარი ნენსი ჰენკსი,ამერიკის პრეზიდენტის,აბრაამ ლინკოლნის დედა იყო.როგორც ჩანს ახლაც სისხლმა იმარჯვა.

null

_”მბზინვარე რობერტ პატინსონი”

რობერტი ცნობილია როგორც ყველაზე ბრწყინვალე და ემო ვამპირი მთელს კინომატოგრაფიულ ისტორიაში.თუმცა როგორც ჩანს მის ვამპირულ ფესვებს უფრო ხანგრძლივი ისტორია აქვს,იმიტომ რომ მისი წინაპრები ორიგინალი ვამპირის,ვლადის ეპოქაში ცხოვრობდნენ.ის არ ყოფილა ნამდვილი ვამპირი,თუმცა მოგვიანებით შთაგონების წყარო გახდა ბრამ სტოკერისთვის ,რომელმაც “დრაკულა” დაწერა,წიგნი რომელიც უფრო დასამახსოვრებელია ვიდრე “ბინდი”.რობერტის ინგლისელი წინაპრები ვლადის შთამომავლებს ქორწინების საშუალებით დაუნათესავდნენ,რაც მას ორმაგ ვამპირს ხდის,ეხლა სულაც არაა გასაკვირი თუ რატომაა ასეთი ფერმკრთალი.

null

_”ჯადოქარი ემა ვოტსონი”

ემა ვოტსონი “ჰარი პოტერის” ერთ-ერთი მთავარი გმირის,ჰერმიონ გრეინჯერის როლს ასრულებდა.მას ხშირად დასცინოდნენ ბნელი და რასისტი ჯადოქრები,იმიტომ რომ მისი მშობლები მაგლები იყვნენ და ბინძურსისხლას უწოდებდნენ.მაგრამ როგორც ჩანს ეს ნამდვილი არაა,იმიტომ რომ ემა ნამდვილი ჯადოქრის შთამომავალია.ინგლისის სასამართლომ დიდი ხნის წინ გაასმართლა მისი წინაპარი,ჟოან ფლეილი ჯადოქრობის ბრალდებით და ინგლისის ეკლესიიდანაც მოკვეთა.

null

_”პრეზიდენტ ბარაკ ობამას სამეფო მემკვიდრეობა”

პრეზიდენტი ბარაკ ობამა თავიდან მარტოხელა დედის თავმდაბალი ვაჟიშვილი იყო,რომელიც თავისუფალი სამყაროს ლიდერი გახდა.მისი ისტორია ერთი შეხედვით გასაოცარია,თუმცა როცა გაიგებ რომ ის იმ ადამიანების შთამომავალია,რომლებსაც გაეგებოდათ ქვეყნის მართვა,ეს ამბავი არც ისე გასაოცარი მოგეჩვენებათ.ბარაკ ობამა ინგლისის მეფის,ედუარდ I-ის შთამომავალია.თუმცა ის არაა ერთადერთი,მასთან ერთად 9 ამერიკის პრეზიდენტიცაა ედუარდ I-ის შთამომავალი,მათ შორის ჯორჯ ბუშიცაა.

null

_”ქეთრინ ჰეპბერნის ანტიკური მუზა”

ყველა დროის საუკეთესო ჰოლივუდის მსახიობი,ქეთრინ ჰეპბერნი ცნობილია ლეგენდარულ ფილმებში შესრულებული განსაკუთრებული და გამორჩეული როლებით,როგორიცაა მაგალითად_ელეონორა აკვიტანელი ფილმიდან “ლომი ზამთარში”.სინამდვილეში კი ელეონორა აკვიტანელი ერთ-ერთი მისი წინაპართაგანია.მას მხოლოდ ამ ერთხელ არ მოუწია მის წარსულთან დაკავშირებული სამეფო პირის როლის თამაში.მისი კიდევ ერთი წინაპრის,ჯეიმს ჰეპბერნის ცოლი შოტლანდიის დედოფალი მერი იყო.ქეთრინმა მართლაც განასახიერა იგი ფილმში “შოტლანდიელი მერი”.

null

_”ჯ.კ. როულინგის საგმირო მემკვიდრეობა”

2009 წელს,საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლას სარკოზიმ “ჰარი პოტერის” ავტორი ჯ.კ. როულინგი დააჯილდოვა თავისი ერისთვის მოტანილი ღირსებისა და მსოფლიოსთვის გაწეული ლიტერატურული მომსახურეობისთვის.თუმცა ის არ ყოფილა მისი ოჯახიდან ერთადერთი რომელმაც საფრანგეთის იდეალები დაიცვა.როულინგის დიდი ბაბუა,ლუის ვალანტიც დააჯილდოეს ვერდანის ბრძოლის დროს გამოჩენილი იშვიათი სიმამაცისთვის,I მსოფლიო ომის დროს.ახლა კი გასაგებია თუ საიდან შექმნა მან ასეთი შესანიშნავი ისტორიები გმირობასა და მეგობრობაზე.

_”ამერიკა ფერერას რევოლუციური ფესვები”

მსახიობმა ამერიკა ფერერამ უამრავი ბარიერი გადალახა იმისთვის რომ სხვებს დახმარებოდა.ამ ყველაფერს კი ძალიან ბუნებრივად აკეთებს.მისი დიდი ბაბუა,გენერალი გრეგორიო ფერერა მეამბოხეთა პატივსაცემი ლიდერი იყო ჰონდურასში,რომელიც მუდამ უძღოდა ხალხს თავისი უფლებების დასაცავად ადგილობრივი მთავრობის თაღლითი წარმომადგენლების წინააღმდეგ.

null

_”ადამ ვინატიერის უკანასკნელი ნაბიჯი”

ლეგენდარული საერთაშორისო საფეხბურთო ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი იყო,რომელმაც მის გუნდს 4-ჯერ მოაგებინა სუპერ თასი.მან ბევრი საშიში სიტუაციის დროს გამოამჟღავნა თავისი სიმტკიცე,რომელიც ალბათ თავისი დიდი ბაბუის მამიდან გადმოყვა,რომელიც ფელიქს ვინატიერი გახლდათ.ის სამხედრო იყო,რომელსაც გენერალი ჯორჯ არმსტრონგ კასტერი მეთაურობდა.თავიდან ფელიქსი უნდა გაჰყოლოდა გენერალ კასტერს მისიაზე,რომელიც ისტორიაში “კასტერის უკანასკნელი ნაბიჯის” სახელით შევიდოდა,მაგრამ გენერალმა ნაწილის ლიდერს,ფელიქსს დაავალა დარჩენილიყო და დანარჩენებთან ერთად დალოდებოდა მის გამარჯვებით დაბრუნებას.

null

_”მერილ სტრიპი ყველაფერია”

მერილ სტრიპი მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მსახიობადაა აღიარებული.მას იმდენად დიდი ნიჭი და შესაძლებლობა აქ,ძნელია ის მხოლოდ ერთ უცნაურ წინაპარს დაუკავშირო.მაგრამ ეს არაა პრობლემა,იმიტომ რომ მერილს უამრავი გამორჩეული წინაპარი ჰყავდა.გარდა იმისა რომ ის ვილიამ პენის ,პენსილვანიის დამაარსებლის შთამომავალია,ასევე პენსილვანიის კონსტიტუციური კონგრესის ერთ-ერთი წევრის შთამომავალიცაა 1776 წლიდან.მისი ოჯახი ამერიკაში ძველებური წესით აღმოჩნდა.ინგლისის სამოქალაქო ომის დროს,მისი წინაპრები ქვეყნიდან გააგდეს,რასაც კიდევ ერთი ომი მოჰყვა,მეფე ფილიპის ომი ადგილობრივი ამერიკელი ტომების წინააღმდეგ მასაჩუსეტსიდან.ეს ომი მაშინ განხორციელდა როცა მისი წინაპრები “ახალ სამყაროში” ჩამოვიდნენ.

loading...
თეგები

Hope

მე ვარ 16 წლის.მიყვარს რაღაცეების წერა და მოძიება ))) ვეცდები საინტერესო სტატიები შემოგთავაზოთ.

მსგავსი ამბები

Close
Close