არქივი

30 ფაქტი ისლამის შესახებ

MosqueinAbuja

#1 სიტყვა “ისლამი” ნიშნავს “გადაცემას”, “წარდგენას”. “სალამ” (რაც ნიშნავს მშვიდობას) არის ისლამის ძირეული სიტყვა. რელიგიურ კონტექსტში სიტყვა ისლამი ნიშნავს საკუთარი ნებით, იძულების გარეშე,  ღვთის ჭეშმარიტი სურვილების მორჩილებას მშვიდობის მისაღწევად.

#2 მუსულმანი ეწოდება ყველაფერს, რაც ღვთის ნებით შეიქმნა. განმარტების მიხედვით ყველაფერი სამყაროში (ხეები, პლანეტები, ცხოველები და ა.შ) ღვთის მიერაა შექმნილი და თითოეულს თავისი დანიშნულება აქვს.

#3 ისლამი არ არის ახალი რელიგია ან კულტი. კვლევები ცხადყოფს, რომ მსოფლიოში დაახლოებით 1,5-1,8 მილიარდი ადამიანი არის ისლამის მიმდევარი. ეს რელიგია ქრისტიანობისა და ბუდიზმის მსგავსად პირველ წინასწარმეტყველად აბრაამს ხოლო პირველ ადამიანებად ადამსა და ევას აღიარებს.

#4 ყველა ნამდვილმა მუსულმანმა უნდა დაიცვას მთავარი ხუთი წესი: 1) უნდა აღიარებდეს ერთ ღმერთს და იმას, რომ მუჰამედი არის ღვთის მოციქული; 2) ფორმალურად უნდა ილოცოს დღეში 5-ჯერ; 3) კარგი შემოსავლის ადამიანმა წელიწადში ერთხელ უნდა გადაიხადოს გადასახადი, რომელიც გადაეცემა გაჭირვებულ ადამიანებს; 4) მინიმუმ ერთხელ მაინც უნდა მოილოცოს მექა, თუკი აქვს ამის ფინანსები; 5) უნდა იმარხულოს რამადანის თვეს.

#5 ნამდვილ მუსულმანს უნდა სწამდეს: 1) ერთი ღმერთის; 2) ყველა ჭეშმარიტი ღვთის მოციქულის; 3) მოსეს, დავითის, იესოსა და მუჰამედის წმინდა წერილების; 4) ანგელოზების; 5) განკითხვის დღისა და შემდგომი სიცოცხლის; 6) ბედის.

#6 მუსულმანების აზრით ისლამი მართავს ცხოვრების ყველა ასპექტს: მორალურს, სულიერს, ფიზიკურს, ინტელექტუალურს, სოციალურს, ეკონომიკურს და ა.შ

#7 ისლამი არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი რელიგია მსოფლიოში. ნებისმიერი ეროვნების, რასის და კულტურის ადამიანმა, რომელსაც სურს გახდეს მუსულმანი, მხოლოდ უნდა განაცხადოს, რომ სწამს ერთი ღმერთი და მუჰამედი, როგორც ღვთის წინასწარმეტყველი.

#8 “ალაჰი” არაბული სიტყვაა, რომელიც ნიშნავს “ღმერთს”. მუსულმანებს სჯერათ, რომ ალაჰი ღვთის სახელია.

#9 ალაჰი არ არის მხოლოდ მუსულმანთა ღმერთი, იგი ყველა რელიგიური ადამიანის ღმერთია, რადგან განსხვავებული ტერმინი არ ნიშნავს იმას, რომ ღმერთიც განსხვავებულია. მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენები სხვადასხვა რელიგიაში შესაძლოა სხვადასხვაგვარი იყოს, ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ყველა რელიგია მხოლოდ ერთ ღმერთს მოიაზრებს სამყაროს შემქმნელად.

#10 ისლამური კონცეფციით ღმერთი არის კაცთმოყვარე და შემწყნარებელი, მაგრამ ამავდროულად მუჰამედმა თქვა: “ჩემი მრისხანება სჭარბობს ჩემს გულმოწყალებას”. მუსულმანების წარმოდგენით ეს არის ბალანსი შიშსა და სიყვარულს შორის.

#11 მუსულმანებს სჯერათ, რომ ღმერთმა მისი სახელი 99 სახით წარმოადგინა ყურანში. ამ სახელების მეშვეობით შესაძლებელია შემოქმედის შეცნობა. ეს სახელებია: მოწყალე, ყველაფრის მცოდნე, დამცველი, მზრუნველი, ახლო, პირველი, ბოლო, ფარული, მშვიდობა და ა.შ

#12 ქრისტიანების რწმენას, რომ იესო მოკვდა ადამიანთა ცოდვების გამოსასყიდად, ისლამი არ აღიარებს. მუსულმანების წარმოდგენით, განკითხვის დღეს ყოველი ადამიანი წარსდგება ღვთის წინაშე თავისი სიტყვებისა და საქმეების გამო.

#13 მუსულმანებს სჯერათ ყველა ჭეშმარიტი წინასწარმეტყველის, რომელიც წინ უძღოდა მუჰამედს, დაწყებული აბრაამიდან დამთავრებული იესო ქრისტეთი. მათი აზრით თითოეულმა მათგანმა ღვთის ერთი და იგივე მოძღვრება გადმოსცა სხვადასხვა ხალხს სხვადასხვა დროს. მუსულმანებს ასევე სჯერათ, რომ ყველა ეს წინასწარმეტყველი ისლამს აღიარებდა (ზოგადი გაგებით), რადგან ისინი ემორჩილებოდნენ ღვთის ნებას.

#14 მუსულმანები არ სცემენ თაყვანს მუჰამედს და არც ლოცულობენ მისთვის. ისინი მხოლოდ ალაჰს ეთაყვანებიან.

#15 მუსულმანები უცვლელად აღიარებენ თორს (მოსეს) და ბიბლიას (იესოს), რადგან ისინი მოვლენილნი იყვნენ ღვთის მიერ., მაგრამ მათი აზრით დღესდღეობით არცერთი მათგანი არაა შეუცვლელად შემონახული და ამიტომ ისინი მხოლოდ ყურანში არსებულ მოძღვრებას მისდევენ.

#16 მუსულმანების აზრით, ყურანის ავტორი იყო არა მუჰამედი, არამედ ღმერთი, რომელმაც ანგელოზი გაბრიელის საშუალებით შთააგონა მუჰამედს თავისი სიტყვა.

#17 ყურანი არ შეცვლილა და ჩასწორებულა მას შემდეგ, რაც იგი პირველად დაიწერა.

#18 მე-7 საუკუნის ყურანი, სრულად და ხელუხლებლად ინახება თურქეთისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების მუზეუმებში.

#19 მსოფლიოში არსებული ყველა ყურანი რომ განადგურდეს, იგი მაინც იარსებებს, რადგან მუსულმანები, რომლებსაც მცველებს უწოდებენ, იზეპირებენ მას თავიდან ბოლომდე.

#20 ზოგი ადამიანი თვლის, რომ ისლამი იძულებით ვრცელდება. მუსულმანების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს რელიგია თავდაპირველად მართლაც მახვილით ვრცელდებოდა, არ არის დამპყრობლური, რადგან თავად რელიგია მშვიდობას ქადაგებს და კრძალავს იძულებას რელიგიის არჩევაში (ყურანი 2:256 და 10:99)

#21 ისლამი კრძალავს ტერორიზმს, გაუმართლებელ ძალადობას, მკვლელობას, მუქარას, ხოლო ის ადამიანი, რომლებიც არღვევენ ამ აკრძალვებს, არ არიან აღიარებულნი ნამდვილ მუსულმანებად, რადგან ისინი მოქმედებენ პოლიტიკური ამბიციებით, იმედგაცრუებით და იგნორით. ყველა, ვინც რელიგიის სახელით აწარმოებს ტერორისტულ აქტს, ისლამისგან უარყოფილია, რადგან იგი არღვევს მის პრინციპებს, ასეთი ადამიანები არიან არა რელიგიურები, არამედ პირადი შეხედულებების მიმდევარნი.

#22 სიტყვა “ჯიჰადი” არ ნიშნავს “საღვთო ომს”, იგი ნიშნავს “ბრძოლას”. იგი აძლევს ადამიანს უფლებას  დაიცვას თავი და სხვათა სიცოცხლე. ტერმინი “წმინდა ომი” არ ჩანს არც ყურანში და არც სხვა მუსლიმურ სწავლებებში.

#23 ისლამი არ ჩაგრავს ქალებს. მამაკაცი, რომელიც ჩაგრავს ქალს, უარყოფილია ისლამის მიერ. მუჰამედი ამბობდა: “თქვენს შორის საუკეთესოა ის, ვინც ყველაზე უკეთ უვლის საკუთარ ცოლს”.

#24 მუსულმან ქალებს ნამდვილ მუსულმანურ ქვეყნებში აქვთ განათლების მიღების, ხმის მიცემის, მუშაობის, განქორწინების და სხვ. უფლებები.

#25 მუსულმანი ქალი ატარებს ჰიჯაბს, რადგან ისლამური რწმენით ქალს უნდა ეცვას მოკრძალებულად. მოკრძალებულ ტანსაცმელს ატარებდნენ კათოლიკე დედა ტერეზა და ღვთისმშობელი მარიამიც.

#26 იძულებითი ქორწინება და სექსუალური ძალადობა ქალზე აკრძალულია ისლამის მიერ. გარიგებით ქორწინება დასაშვებია, მაგრამ არა აუცილებელი. ქორწინებისთვის საჭიროა ქალის თანხმობაც.

#27 ისლამი და ერის ისლამი ორი განსხვავებული რელიგიაა. ისლამი ყველა რასის რელიგიაა, რომელიც აღიარებს ერთ ღმერთს ყველაფრის შემოქმედად, ერის ისლამი კი ასწავლის, რომ ღმერთი გამოჩნდა, როგორც ერთი კაცი, სახელად ფარდ მუჰამედი, წინასწარმეტყველი კი იყო ელია მუჰამედი და ეს რელიგია მხოლოდ თეთრკანიანებისთვისაა. ნამდვილი ისლამი აღიარებს თანასწორობას.

#28 მუსულმანები არ არიან მხოლოდ არაბეთიდან, ახლო აღმოსავლეთიდან ან აფრიკიდან. ისინი არიან ყველა ეროვნებაში. არაბები მსოფლიო მუსულმანთა მხოლოდ 20%-ს წარმოადგენენ. ყველაზე მეტი მუსულმანი ცხოვრობს ინდონეზიაში, პაკისტანსა და ინდოეთში.

#29 მუსულმანები არ სცემენ თაყვანს ქააბას, ის მხოლოდ სიმბოლოა საერთო რწმენისა. საინტერესოა, რომ ქააბა შიგნით ცარიელია.

#30 ყოველწლიურად მინიმუმ 3 მილიონი ადამიანი მოილოცავს ქააბას.

მსგავსი ამბები

Back to top button