არქივი

ეპიკურეელები

f04fe42e799f

სოკრატე იმის ძიებაში იყო, თუ როგორ უნდა ეცხოვრა ადამიანს ზნეკეთილი ცხოვებით. ორივემ – კინიკოსებმაც და სტოიკოსებმაც – სოკრატეს ფილოსოფიაში დაინახეს ის, რომ ადამიანი უნდა გათავისუფლდეს მატერიალური ფუფუნებისა და მისკენ ლტლოლვისგან. მაგრამ სოკრატეს ჰყავდა კიდევ ერთი მოწაფე, სახელად არისტიპე. მისი რწმენით, ადამიანის ცხოვრების მიზანი არის სიამოვნების მიღება. “უმაღლესი სიკეთე სიამოვნებაა, – ამბობდა არისტიპე, – უდიდესი ბოროტება კი – ტკივილი.” აქედან გამომდინარე, მას სურდა გამოემუშავებინა პრინციპი ისეთი ცხოვრებისა, რომლის მიზანი იქნებოდა ყოველგვარი ტკვილის თავიდან აცილება. განსხვავებით კინიკოსებისა და სტოიკოსებისაგან, რომელთაც სწამდათ რომ ყოველგვარი ტკვილი უნდა აეტანათ.

დაახლოებით 300 წელს (ძვ.წ.) ეპიკურემ (341 – 270 ძვ.წ.) საფუძველი ჩაუყარა ფილოსოფიურ სკოლას ათენში. მის მიმდევრებს ეპიკურეელები ეწოდათ. ეპიკურემ განავითარა არსიტიპეს სიამოვნებისს ეთიკა და დემოკრიტეს ატომის თეორიასთან შეაუღლა.

ისტორია მოგვითხრობს, რომ ეპიკურეელები ბაღში ცხოვრობდნენ, რის გამოც ისინი “ბაღის ფილოსოფოსებად” იყვნენ ცნობილნი. თურმე ბაღის შესასვლელის თავზე ეკიდა აბრა წარწერით; “უცნობო, აქ შენ კარგად იცხოვრებ. აქ უმაღლესი სიკეთე – სიამოვნებაა”.

ეპიკურე ხაზს უსვამდა, რომ ამა თუ იმ ქმედების სასიამოვნო შედეგი ყოველთვის უნდა შეეფარდებოდეს იმავე ქმედების უკუჩვენებებს. ისი იმაზე მიუთითებდა, რომ მოკლე დროში მიღწეული სასიამოვნო შედეგი, უნდა უტოლდებოდეს უფრო დიდ, ხანგრძლივ, სიამოვნებას. ცხოველისგან განსხვავებით, ჩვენ შეგვიძლია, დავგეგმოთ ჩვენი ცხოვრება და “გამოვთვალოთ სიამოვნება”.

თუმცა, ყველაფერთან ერთად, ეპიკურე იმასაც აღნიშნავდა, რომ სიამოვნების მიღება მარტო შეგრძნებებით არაა შესაძლებელი. სიამოვნება შეიძლება მივიღოთ მეგობრობით ან მაღალი ხელოვნებითაც. მეტიც, ცხოვრებით ტკბობა ეპიკურესთვის განუყრელადაა დაკავშირებული თვითკონტროლის, ზომიერებისა და სიმშვიდის ძველბერძნულ იდეალებთან. სიმშვიდე უკეთ აგვატანინებს ტკივილს.

ღმერთების შიშს ბევრი ადამიანი მიჰყავდა ეპიკურეს ბაღში. დემოკრიტეს ატომის თეორია კარგი წამალი აღმოჩნდა რელიგიური ცრურწმენების საწინააღმდეგოდ. მშვიდი ცხოვრებისთვის არცთუ უმნიშვნელოა სიკვდილის შიშის დაძლევა. ამ შემთხვევაში ეპიკურე მიმართავდა “სულის ატომების” დემოკრიტესეულ თეორიას. დემოკრიტეს აზრით, სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე არ გრძლედება, რადგან როდესაც ვკვდებით, “სულის ატომები” ყველა მიმართულებით იფანტებიან.

”სიკვდილს ჩვენთან არაფერი ესაქმება – ამბობდა ეპიკურე, – რადგაც, ვიდრე ცოცხლები ვართ, სიკვდილი არსად არის, და როცა ის მოდის, ჩვენ აღარ ვარსებობთ” (განა ვინმე შეწუხებულა იმით, რომ მკვდარია?!)

თავის ფილოსოფიას ეპიკურე ასე აჯამებდა:
ღმერთებისა არ უნდა გვეშინოდეს. სიკვდილში არაფერია საგანგაშო. სიკეთე იოლი მისაწვდომია. შიში ადვილი დასაძლევია; – ამ ფორმულებს ეპიკურე სამკურნალო ბალახებს უწოდებდა.

ბერძნული თვალთახედვიდან, არავითარ სიახლეს არ წარმოადგენდა ფილოსოფიური სქემის შედარება სამედიცინო მეცნიერების სქემებთან. ეპიკურელთა იდეის მიხედვით, ადამიანს უბრალოდ თავისი თავი უნდა აღეჭურვა “ფილოსოფიური აფთიაქით”, რომელიშიც იქნებოდა ზემოხსენებული ოთხი “ბალახი”.

სტოიკოსებისგან განსხვავებით, ეპიკურელები იშვიათად ინტერესდებოდნენ პოლიტიკით ან საზოგადოებრივი ცხოვრებით. “იცხოვრე განმარტოებით!” – გვირჩევს ეპიკურე. მისი “ბაღი” შეიძლებოდა შეგვედარებინა ჩვენი დღევანდელი თავშეყრის ადგილებისთვის. ჩენს დროშიც არაერთ ადამიანს უძებნია “უშფოთველი თავშესაფარი” საზოგადოებისგან მოშორებით.

ეპიკურეს შემდეგ ბევრმა მისმა მიმდევარმა დაიწყო მეტისმეტი ანგარიშის გაწევა საკუთარი სურვილებისათვის. მათ ლოზუნგად იქცა “იცხოვრე ამ წამისთვის!” სიტყვა “ეპიკურეელი” დღეს უარყოფითი აზრით იხმარება მხოლოდ სიამოვნებისთვის მცხოვრები ადამიანის დასახასიათებლად.

მსგავსი ამბები

Back to top button