გასართობისასარგებლოსურათები

10 ნაბიჯი როგორ გავზარდოთ ჯანმრთელი გრძელი თმა


ძალიან ბევრი გოგონა ოცნებობს ლამაზ, გრძელ თმებზე. სამწუხაროდ ყველას არ ეზრდება სწრაფად ისეთ იჯანმრთელი თმა, როგორსაც ვისურვებდით. გთავაზობთ ეტაპობრივ გზას თუ როგორ გავიზარდოთ ჯანმრთელი თმა.

პირველ რიგში საჭიროა აღმოვფხვრათ თმის ცვენის პრობლემა, თუ რათქმაუნდა არსებობს ასეთი პრობლემა. (აუცილებელია ვიზიტი ენდოკრინოლოგთან და დერმატოლოგთან მიჰყევით მათ ინსტრუქციას)

გაყოფილი ბოლოები _ აუცილებელია მათი მოცილება. ეს შესაძლებელია მხოლოდ შეჭრით. ნუ დაიჯერებთ მითებს იმის შესახებ, თითქოს რომელიმე ბალზამი ან ნიღაბი აქრობს მათ. თუ გსურთ კარგი შედეგი აუცილებლად უნდა დაიწყოთ სასურველისკენ სწრაფვა თმის ბოლოების შეჭრით!

მეზოთერაპია _ მეზოთერაპია ეფექტურია თავის კანისა და თმის ცვენის მკურნალობისთვის. მიკროინექციების საშუალებით ხდება კანში სპეციალური სამკურნალო კოქტეილის შეყვანა, რომელიც აუმჯობესებს სისხლისმიმოქცევას და საკვები ნივთიერებებით თმის ფოლოკულების მომარაგებას, რაც ხელს უწყობს თმის ცვენის შეწყვეტას, ახალი თმის ზრდას, ცხიმის წარმოქმნის ნორმალიზებას, თავის კანის გაწმენდას. ეს პროცედურები, სასურველია, დაწყებულ იქნას პათოლოგიური პროცესის საწყის ეტაპზევე. პროცედურა ტარდება აბსოლიტურად უმტკივნეულოდ, მცირე ზომის (30გ) ნემსით. სამკურნალო კოქტეილის შემადგენლობა შეირჩევა ინდივიდუალურად. პროცედურის ხანგრძლივობა 15-20 წუთია, მაქსიმალური ეფექტის მისაღებად კი საჭიროა 8-10 პროცედურის ჩატარება. (წყარო Shine.ge) პირადად მე უაღრესად კმაყოფილი ვარ აღნიშნული პროცედურებით. თმა საკმაოდ სწრაფად გაიზარდა არის ფაფუკი, გაყოფილი ბოლოებიც აღარსადაა.

სწორი კვება _ იმისათვის რომ თმა სწრაფად გაიზარდოს საჭიროა ყოველდღიურ რაციონში დავამატოთ ცილები. მივირთვათ: კვერცხი, თევზი, რძის პროდუქტები, გრილზე მომზადებული ხორცი. მივიღოთ დიდი რაოდნეობით ხილი და ბოსტნეული, ისინი შეიცავენ ვიტამინებს, რომლებიც აუცილებელია თმის, და არამარტო თმის გასაჯანსაღებლად.

წყლის ბალანსი _ აუცილებელია ორგანიზმში წყლის ბალანსირება. გადმოიწერეთ თქვენს გაჯეტში აპლიკაცია ,,water balance” შეავსეთ თქვენი მონაცემები (წონა, სიმაღლე, ვარჯიშის დრო, კვების დრო). აპლიკაცია თავად შეგახსენებთ როდის და რა რაოდენობის წყალი უნდა მიიღოთ დღის განმავლობაში.

ვიტამინები _ მიიღეთ ვიტამინები აბების სახით. (ნუტრიკაპი, ტაქსოფიტი, მერცი). იყიდეთ ვიტამინი B1 B12 A C E ამპულებში და დაამატეთ ზეთის მიქსს. ზეთის მიქსზე არაფერი მითქვამს არა :) _ აბუსალათინი, ქაცვი, მანგო სრულიად საკმარისია. მოკლედ ყველაფერი ეს აურიეთ და ძალიან ცოტა რაოდენობა შეიზილეთ თავში დაბანის წინ 40 წუთით ადრე. (სასურველია კვირაში მხოლოდ ერთხელ).

თმის მოვლის საშუალებების 80 % ბოროტებაა :D  _ ჩვეულებრივი შამპუნები, რომლებიც ყოველი ფეხის ნაბიჯზე იყიდება შედგება ქიმიური ნაერთსგან, რომელიც მხოლოდ დროებით გარეგნულ სილამზეს ქმნიან. თითქოს აძლევენ მოცულობას თმებს. ეს კი სილიკონის დამსახურებაა რომელიც თითქმის ყველა იაფფასიანი შამპუნის შემცველობაში შედის და სინამდვილეში თმის ფოლეკულებს ასუსტებს, რასაც შედეგად ხშირშემთხვევაში თმისცვენა მოსდევს. მოკლედ და კონკრეტულად ეწვიეთ ორგანიკის მაღაზიებს და შეიძინეთ ნაკლებად ცნობილი მინერალური საპნები. ხელმისაწვდომია და ბევრად უფრო სასარგებლო.

სავლები _ შეიძინეთ გვირილა, ჭინჭარი (თუ ეზოში გაქვთ მით უკეთესი), დაფნა და დაბანის შემდეგ გადაივლეთ ნახარში.

ფენის მოხმარების წესი _ ნუ დაიწყებთ ფენით თმის გაშრობას მაშიინვე. დაბანიდან 5 წუთის განმავლობაში შეიფუთეთ პირსახოცით. შემდეგი 10 წუთი უბრალოდ გაშლილი იყოს და მხოლოდ შემდეგ დაიწყეთ გაშრობა. დაიჭირეთ ფენი მოშორებით და შიგადაშიგ ეცადეთ ტემპერატურის დამწევს დააჭიროთ ხელი. ესე თმები არ დაგიზიანდებათ.

სახვევი და დამასწორებელი _ რამოდენიმე თვით დაივიწყეთ მათი არსებობის შესახებ. დაიხვიეთ თმები ბიგუდებით როგორც ძველად :)

მავნე სავარცხელი _ გადააგდეთ პლასმასის სავარცხლები. შეიძინეთ ხის ხშირი სავარცხელი. სხვადასხვა მასალისგან დამზადებული სავარცხლები ელექტროდებით მუხტვენ თმებს და უარყოფით ეფექტს ახდენენ მათ სტრუქტურაზე.

მიჰყევით ინსტრუქციას თანმიმდევრობით და შედეგიც არ დააყოვნებს.;)



loading...

მსგავსი ამბები

Close
Close