გასართობისაკითხავისასარგებლო

წყალი, როგორც სამკურნალო საშუალება

Image and video hosting by TinyPic

ჩვენი სხეულის 70%-ს წყალი შეადგენს. ადამიანს შეუძლია თვეები გაძლოს საკვების გარეშე, თუმცა უწყლოდ რამდენიმე დღეში დაიღუპება. უამრავი დიეტოლოგი მიმართავს წყლის დიეტას ორგანიზმის გასაჯანსაღებლად. რა მოხდება, თუ 30 დღის განმავლობაში არაფერს მივიღებთ წყლის გარდა?

გაიზრდება თქვენი გონებრივი შემოქმედებითობა
როდესაც 30 დღის განმავლობაში მხოლოდ წყალს სვამთ, თქვენი გონება უფრო სწრაფად რეაგირებს. ტვინს ტონობით ჟანგბადი სჭირდება, რათა ეფექტურად იმუშაოს, ამის ერთ-ერთი საუკეთესო წყარო კი წყალია. იგი გაზრდის თქვენი ტვინის ძალას
ასაკი თქვენს თანატოლებზე ნაკლებ დაგეტყობათ
წყალი ანელებს დაბერების პროცესს. იგი ატენიანებს თქვენს კანს და ხდის მას ჯანმრთელს, რბილს, ნათელს, ახალგაზრდულსა და ნაოჭებისგან თავისუფალს. იგი ასევე ეხმარება კუნთებს გაძლიერებაში.
ერთ-ერთ ამერიკულ ჟურნალში გამოქვეყნდა სტატია, სადაც 42 წლის დედა ყვება, თუ როგორ მოახერხა გაახალგაზრდავებულიყო 10 წლით 30 დღეში მხოლოდ სასმელი წყლის დახმარებით. იგი დღეში სამ ლიტრ წყალს სვამდა, რათა გაეყუჩებინა თავის ტკივილი და გაეუმჯობესებინა მომნელებელი სისტემა, ერთი თვის შემდეგ კი გაოგნდა არაჩვეულებრივი შედეგით: იგი გათავისუფლდა ორივე პრობლემისგან, ქრონიკული დიარეა კი საერთოდ გაქრა: “არ მჯერა იმ ცვლილებების რასაც ჩემს სახეზე ვხედავ, თითქოს სხვა ადამიანი გავხდი. თვალების ირგვლივ მუქი ჩრდილები და ლაქები კანზე სრულიად გაქრა. ჩემი კანი თითქმის ისეთივე ნოტიოა, როგორც ბავშვობაში და მე ეს ყველაფერი მხოლოდ წყლის საშუალებით შევძელი”
გაძლიერდება თქვენი იმუნიტეტი
სლოვაკური ანდაზა ამბობს: “სუფთა წყალი პირველი და ერთადერთია მედიცინაში”
ეს არ არის გაზვიადება! წყალი კატალიზატორივითაა, რომელიც ანახლებს ჩვენს ორგანიზმს. იგი აუმჯობესებს ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციებს, გამოდევნის ტოქსიკურ ნივთიერებებს, ნარჩენებსა და მარილებს სისხლიდან. იგი ასევე დევნის ქვებს თირკმელებიდან და აღმოფხვრის ისეთ ტკივილებს, როგორიცაა თავის, მუცლის, სახსრების და სხვ.
გაძლიერდება თქვენი გული
წყალი ხდის თქვენს გულს ჯანსაღს. იგი ამცირებს არტერიულ წნევას და იცავს ორგანიზმს სისხლის გასქელებისგან, რაც ამცირებს გულის შეტევის საფრთხეს.
დაძინებამდე 1 საათით ადრე ერთი ჭიქა წყალი საკმარისია, რათა თავიდან ავიცილოთ გულის შეტევა ან ინსულტი, რადგან ეს უადვილებს გულს ჟანგბადით დატვირთული სისხლი ორგანოებს გაუგზავნოს. ამერიკული ჟურნალი ეპიდემიოლოგიის შესახებ ექვსი წლის კვლევის შედეგად აქვეყნებს, რომ 41%-ით ნაკლებია იმ ადამიანთა სიკვდილი გულის შეტევით, ვინც 5 ჭიქაზე მეტ წყალს სვამს დღეში.
ძლიერდება თქვენი ძვლები
წყალი ეხმარება სახსრებს აღადგინოს ხრტილის ამორტიზატორები, რაც ეხმარება სახსრებს შეუფერხებლად გადაადგილებაში. დადასტურებულია, რომ სათანადო რაოდენობით წყლის მიღება აუმჯობესებს სახსრების მოქნილობას.
დაიკლებთ წონაში
როცა 30 დღის განმავლობაში მხოლოდ წყალს სვამთ, თქვენი ორგანიზმი თავისუფლდება ტოქსინებისა და ნარჩენებისგან, რაც ხდის მას სუფთას და აადვილებს მუცლის ცხიმის დაწვას.
დასაწყისში ტქვენ შეიძლება შეგაშფოთოთ მომატებულმა კილოგრამებმა, მაგრამ რამოდენიმე დღეში თქვენ დაიწყებთ კლებას და არ შეგაწუხებთ შიმშილი, რადგან წყალი აქვეითებს მადის შეგრძნებას. 2 ჭიქა წყლის დალევით სადილობამდე, თქვენ მკვეთრად შეამცირებთ მიღებული საკვების რაოდენობას, ხოლო რეგულარულად წყლის სმით შეძლებთ აკონტროლოთ წონა.

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close