გასართობიკრეატივისურათები

ჯარისკაცები აღლუმზე (18 ფოტო)


საინტერესო და ამაღელვებელი ფოტომასალის კოლექცია, რომელიც გაკეთებულია სხვადასხვა ქვეყნების სამხედრო აღლუმებზე:
1) კარაკასში, ვენესუელის ჯარისკაცები მარშირებენ სამხედრო აღლუმზე ვენესუელის პრეზიდენტ უგო რაფაელ ჩავეს ფრიასის (Hugo Chavez) გარდაცვალების წლისთავის აღსანიშნავად, 5 марта 2014 წ. (ფოტო კარლოს გარსია /Carlos Garcia/ ).


ვენესუელებისთვის საყვარელი პრეზიდენტი-ჩავესი ქადაგებდა დემოკრატიული სოციალიზმისა და ლათინური ამერიკის ინტეგრაციის პოლიტიკურ დოქტრინას. ის ასევე მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებს გაერთიანებისკენ მოუწოდებდა.
2013 წლის 10 იანვარს ჩავესს საპრეზიდენტო ფიცი უნდა დაედო, მაგრამ ვენესუელის ეროვნული ასამბლეა ინაუგურაციის გადავადებას დასთანხმდა და კუბაში მყოფ პრეზიდენტს საშუალება მისცა მესამე სამედიცინო ჩარევაც ჩაეტარებინა, სიმსივნური უჯრედების ამოსაკვეთად. მაგრამ, 2013 წლის 5 მარტს, ჩავესი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ნახეთ ვიდეო:

2) სამხრეთ კორეის წყალქვეშა დივერსიის გუნდის წევრები (South Korea’s Underwater Demolition Team) მარშირებენ აღლუმზე კორეის შეიარაღებული ძალების დღის 65-ე წლისთავთან დაკავშირებით სამხედრო აეროპორტთან ახლოს, ქალაქ სონამთან (Seongnam), 2013 წლის 1 ოქტომბერს. (ფოტო Kim Hong-ji)


ნახეთ ვიდეო:

3) ყაზახეთის ჯარი მარშირებს სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების სამხედრო აღლუმის დროს, დედაქალაქ ასტანაში „სამშობლოს დაცვის დღის“ საპატივცემულოდ. ასტანა — ყაზახეთის დედაქალაქია 1997 წლის 10 დეკემბრიდან და ის სიდიდით მეორე ქალაქია ალმა–ატას შემდეგ. (მუხთარ კოლდობრეკოვის /Mukhtar Koldobrekova /ფოტო )

ნახეთ ვიდეო:

4) ინდოეთის სასაზღვრო არმიის ჯარისკაცები ზიან თავიანთ აქლემებზე ცერემონია „უკან დახევის“ (Beating the Retreat) რეპეტიციის დროს, ნიუ-დელიში, 2015 წლის 25 იანვარი. (ფოტო Adnan Abidi / Reuters)

ნახეთ ვიდეო (აქლემები):


5) სამხედრო აღლუმის დროს, ჯარისკაცები მარშირებენ ტრიბუნასთან – ჩრდილოეთ კორეის დამფუძნებელი კიმ ირ სენის (Kim Il Sung) დაბადებიდან ასი წლისთავის საპატივცემულოდ; იდი იყო ჩრდილოეთ კორეის კომუნისტური სახელმწიფოს დამფუძნებელი და მისი პირველი ლიდერი 1994 წლამდე. რა გინდ გასაკვირიც არ უნდა იყოს, კიმ ირ სენი, სიკვდილის შემდეგ გამოცხადებულია კორეის მუდმივ პრეზიდენტად, რომელსაც საიქიოდან მართავს. /ფოტო Bobby Yip/

ნახეთ ვიდეო:

6) ინდოეთის შეიარაღებული არმიის ჯარისკაცები დგანან მწკრივში -„ყურადღება !“ სამხედროები მონაწილეობას იღებენ
გამართულ აღლუმში, რანგპეტეს (Rangreth) გარნიზონში, სტრინაგანის მისადგომებთან. 10 ივლისი, 2015 წელი. (ფოტო Danish Ismail)


7) ხივაროს ტომი (Shuar)-იდოეთის ხალხის ჯგუფი ეკვადორში (35 ათასი ადამიანი) ლაპარაკობს ხივაროს ჯგუფის ენებზე; გავრცელებულია კეჩუას (Quechua) ენაც. ხივაროს რელიგიის ინდოეთის ჯარისკაცები მონაწილეობას იღებენ სამხედრო ალუმში, პიჩინჩეს (Battle of Pichincha) ბრძოლის დღის წლისთავის აღსანიშნავად, რომელიც გაიმართა 1822 წლის 24 მაისს. /ფოტო Gary Grange/

ნახეთ ვიდეო:

8) Fatah-ს (პალესტინის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა) პალესტინელი მეომრები მარშირებენ სამხედრო აღლუმის მსვლელობისას პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკში „Ein El Helweh“, სამხრეთ საპორტო ქალაქ საიდენში (Sidon), ლიბანი 2014 წლის 15 მაისი. (ფოტო EPA / Stringer)

9) ვიეტნამელი ქალი-სამხედროები, ჩაცმული ეთნიკური უმცირესობების კოსტიუმებში, მარშირებენ აღლუმზე დიენ-ბიენ-ფუს (Dien Bien Phu) ბრძოლის დღის აღსანიშნავად , 7 მაისს, 2015 წ. (Reuters / Kham ფოტო)

10) რუსი სამხედროები, რომლებიც ჩაცმულნი არიან ისტორიულ უნიფორმებში, მონაწილეობას იღებენ სამხედრო აღლუმის გენერალურ რეპეტიციაში წითელ მოედანზე. უკანა ფონზე ჩანს ვასილი ნეტარის ტაძარი (St. Basil’s Cathedral) საკათედრო ტაძარი ივანე მრისხანეს ბრძანებით ააგეს 1555-1561 წლებში ყაზანის სახანოზე გამარჯვების აღსანიშნავად . ის შვიდგუმბათოვანი ეკლესიაა, რომელიც სამყაროს შექმნის შვიდ დღეზე მიანიშნებს. 1 ნოემბერი, 2015 წ. (ფოტოMaxim Shemetova / Reuters)

11) კენიის არმიის ქალი- ჯარისკაცები მარშის დროს, ნიაიო-ს ეროვნულ სტადიონზე (Nyayo National Stadium), ნაირობიში (Nairobi), 2015 წლის 1 ივნისს.
ეს აღლუმი გაიმართა 49-ე გალა დღესასწაულის აღსანიშნავად, „მადარაკა“ დღის (Madaraka Day) საპატივცემულოდ, რომელიც აღნიშნავს ბრიტანეთის მმართველობისგან დამოუკიდებლობის მოპოვებას. /ფოტო Sayyid Azim/


12) საზეიმო, გენერალური რეპეტიცია „რესპუბლიკის დღის“ საპატივცემულოდ გაიმართა საზეიმო მანეკშოის მოედანზე, ინდოეთის კარნატაკის შტატის დედაქალაქ – ბენგალურუში (Bangalore). ბენგალურუს, მისი ბაღებისა და პარკების გამო ზედმეტსახელად ქალაქ-ბაღსუწოდებენ, ერთ დროს კი პენსიონერთა სამოთხესაც ეძახდნენ.

ნახეთ ვიდეო:

13) ირანის სამხედრო-საზღვაო ძალების (Iranian Revolutionary Guard Navy) წევრები მარშირებენ აღლუმის დროს (ირანის რევოლუციური გვარდია) ირან-ერაყი ომის წლისთავის საპატივცემულოდ, თეირანში, 2011 წლის 22 სექტემბერი. (ფოტო Reuters / Stringer)

14) სანკტ-პეტერბურგში, „სასახლის მოედანზე“, რუსეთის პოლიციის აკადემიის ქალი-კადეტები (სამხედრო სასწავლებლის კურსანტები) მარშირებენ სამხედრო აღლუმის მსვლელობის დროს გამარჯვების დღის საპატივცემულოდ, რუსეთი, 7 მაისი, 2015 წ. /ფოტო Dimitri Lovetsky /

ნახეთ ვიდეო:

15) ჩინეთის ქალი-ჯარისკაცები სამხედრო აღლუმზე, ჩინეთის მე-60 წლისთავის აღსანიშნავად:

ნახეთ ვიდეო:

16) შრი-ლანკას პოლიციელი ქალები მარშირებენ აღლუმის დროს ქალაქ მატარას გამარჯვების დღის საპატივცემულოდ. შრი-ლანკას სამრეთ სანაპიროზე მდებარეობს ქალაქი და ნავსადგური- მატარა, სადასც მოიპოვებენ გრაფიტს და ძვირფას ქვებს, როგორიცაა საფირონი, ლალი, აკვამარინი და სხვა. /ფოტო (Lakruwan Wanniarachchi) /

ნახეთ ვიდეო:

17) ნიუ-დელში, ზამთრის ცივ და ნისლიან ამინდში ინდოელი ჯარისკაცები მარშირებენ აღლუმის გენერალური რეპეტიციის დროს – მიძღვნილი რესპუბლიკის დღის (Republic Day) საპატივცემულოდ, 6 იანვარს 2015 წ. (ფოტო Ahmad Masood. )

60 წლის წინ 1950 წელს ბრიტანეთის დომინანტი ინდოეთი დამოუკიდებელი რესპუბლიკა გახდა. სწორედ 1950 წელს გამოცხადდა 26 იანვარი დამოუკიდებლობის დღედ და მას შემდეგ ყოველ წელს აღინიშნება.
ნახეთ ვიდეო:

loading...
თეგები

blogerlady

age: 14
Close
Close