TECH & მეცნიერებაკულტურაუცნაური

,,აჯანყებული ჯამბაზები” ყველაზე უცნაური და კრეატიული საპროტესტო აქცია ლონდონში

9b8d119b3a83
“მეამბოხე ჯამბაზები” ყველაზე უცნაური და კრეატიული საპროტესტო აქცია ლონდონში

გადავწყვიტე მოგითხროთ ლონდონის ყველაზე მხიარულ და კრეატიულ საპროტესტო აქციებზე.

დღეს გთავაზობთ აჯანყებული ჯამბაზების აქციას.

2003 წელს ჯორჯ ბუში ეწვია სამეფო ოჯახს. ყველაზე უცნაური დახვედრა აშშ-ს პრეზიდენტს ორგანიზაცია “აჯანყებულმა ცირკმა” მოუწყო.

მეამბოხე ჯამბაზებმა წარმოადგინეს პერფორმანსი, რომლითაც პროტესტი გამოთქვეს, ამერიკის მიერ ერაყში გატარებული, რეპრესიების წინააღმდეგ. ისინი, სანახევროდ ჯარისკაცების ფორმაში გადაცმულები, დასცინოდნენ ამერიკის ჯარს. ამ აქციამ იმდენად დიდი ეფექტი მოახდინა რომ 300 ჯამბაზისგან შემდგარ არმიას ათასობით ბრიტანეთის მოქალაქე შეუერთდა. რათქმაუნდა სამართალდამცავების გამოჩენამაც არ დააყოვნა. ჯამბაზები აქაც არ დაიბნენ. დამცავ ფარებზე მარკერებით ყვავილები და მშვიდობის ნიშნები დაახატეს. გარს შემოეხვივნენ და ეცეკვნენ კიდეც. ოხუნჯობდნენ და ოინბაზობდნენ, როგორც ჯამბაზებს ჩვევიათ.

ცოტაოდენი ინფორმაცია ,,აჯანყებულ ცირკზე” (Rebel Circa) _ ეს გახლავთ არასამთვარობო ორგანიზაცია, რომელიც ამზადებს მსურველებს ,,საცირკო პროტესტისთვის” ასწავლიან როგორ იოხუნჯონ და თავიანთი სათქმელი გარდაქმნან სანახაობად, რომელიც მიიზიდავს მომხრეებს და სასურველ შედეგამდე მიიყვანს მათ.

ბუშმა ამ ყველაფერს ,,სახალისო შემოტევა” უწოდა. მართალია შედეგი არ გამოუღია ყოველივე ამას, მაგრამ ნამდვილად კარგი მაგალითია ყველასთვის. არ არის აუცილებელი ჩვენი აზრი აგრესიითა და ,,ემოციური ფეიერვერკით” გამოვხატოთ. ჩვენი თვითშეგნების ამაღლებისთვის ვფიქრობ სასარგებლო იქნება პოზიტიურად თუ გავაგებინებთ ქვეყანას რა გვაწუხებს და რისი შეცვლა გვსურს.

;)

5bb10d1e3661
0976dd14f4bf
56b22611694c
0de2d76fb91b

722f17185ff1
793971ee35d0
1b73793ac187

წყარო: ვიკიპედია

მსგავსი ამბები

Back to top button