გასართობისაკითხავისასარგებლო

10 ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტი ორსული ქალებისთვის, რომლების ჭამასაც მას ადრე უკრძალავდნენ


ორსულობა არის ქალის სიცოცხლის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი პერიოდი. ბავშვს სჭირდება მაქსიმალური კომფორტი და მოვლა, მათ შორის სწორი კვებაც, მაგრამ თანამედროვე ექიმების გაგება ჯანსაღი კვების შესახებ არ შეესაბამება მისი დედის და ბებიების წარმოდგენებს.

ნახშირწყლები – მაკარონი, კარტოფილი და პური

არავითარ შემთხვევაში არ თქვათ უარი ნახშირწყლებზე, რომლითაც სავსეა მაკარონი, კარტოფილი და პური. ეს არის მომავალი დედის ენერგიის წყარო, მაგრამ ასევე საჭიროა აქტიური ცხოვრების წესის დაცვაც.

ბანანი

ბანანი პირველ რიგში არ არის ენერგიის წყარო, არამედ კალიუმისა. ეს წახემსების საუკეთესო ვარიანტი ორსულისთვის, ამის გარდა ბანანს შეუძლია მოაშოროს ისეთი პრობლემები, როგორებიცაა გულისრევა დილაობით, ღებინება და ფეხების სპაზმები. ბანანი ხელს უწყობენ ელექტროლიტების დონის დაცვას ორგანიზმში.

ჭერმის ჩირი

ჭერმის ჩირი არის ნამდვილი განძილი ორსული ქალისთვის. ის ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტების ფუნქციონირებას და ხსნის კუჭის შეკრულობას. ამის გარდა ჭერმის ჩირი არის რკინის მნიშვნელოვანი წყარო.

ბატატი

ბატატი ჩვენთვის პრაქტიკულად უცნობია, მაგრამ ის შეიცავს A და C ვიტამინებს, კალციუმს და ბეტა-კაროტინს. მისი ჭამა საჭიროა ყოველდღე, რადგან ის ხელს უწყობს ბავშვის ისეთი ორგანოების ჩამოყალიბებას როგორებიცაა თვალები და კანი.

ბურღულეული

ბურღულეული აუცილებელია იმისათვის, რომ ორგანიზმი უზრუნველყოს ფოლიუმის მჟავით.

პროტეინები – თევზი, კვერცხი და ლობიო

უჯრედების მშენებლობისთვის საჭიროა პროტეინი. მას დიდი რაოდენობით შეიცავს თევზი, კვერცხი, ლობიო და ბარდა.

რძის პროდუქტები

უცხიმო რძის პროდუქტები, როგორებიცაა რძე, იოგურტი, ყველი მდიდარია კალციუმით, რომელიც აუცილებელია ძვლოვანი ქსოვილების ფორმირებისთვის.

ბროკოლი

ორსულობის მხარდაჭერისთვის ორგანიზმს აუცილებლად ესაჭიროება ბროკოლი. კომბოსტო მდიდარია მკვებავი ნივთიერებებით, როგორებიცაა მაგნიუმი, ფოლიუმის მჟავა და კალციუმი.

მარწყვი

დაივიწყეთ ალერგია და ჭამეთ მარწყვი. მარწყვი მდიდარია ფოლიუმის მჟავით, ბეტა-კაროტინით, კალიუმით და C ვიტამინით. ამის გარდა მარწყვი ორგანიზმს უზრუნველყოფს რკინით.

ცხიმოვანი მჟავა ომეგა-3

იმისათვის, რომ შეივსოთ ორგანიზმი ცხიმოვანი მჟავა ომეგა-3-ის მარაგით საჭიროა ჭამოთ თევზი, მზესუმზირა და თხილი. ის ხელს უწყობს ბავშვის ტვინის ქსოვილების სწორ ჩამოყალიბებას.

თეგები
Close
Close