არქივი

წარმატებული ადამიანების 10 სასარგებლო ჩვევა

d66a9add5426
ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ იმ ადამიანების ჩვევები, რომლებმაც თვითონ მიაღწიეს წარმატებას და გახდნენ მდიდრები განსხვავდებიან საშუალოსტატისტიკური ადამიანების ჩვეულებებს. მათი ყოველდღიური ცხოვრება და განრიგი საერთოდ არ ჰგავს საყოველთაო წარმოდგენას მათი კომფორტული ცხოვრების შესახებ. გთავაზობთ რეცეპტს იმათგან, ვინც წარმატებას მიაღწია ცხოვრებაში და იცის, თუ როგორ უნდა გახდეს მილიონერი.

ის ვინც ადრე დგება
დიდი პრობლემა, რომელიც ყველა ადამიანს აქვს არის ის, რომ არ სურს ადრე დილით ადგომა, ხოლო წარმატებული ადამიანები კი ზუსტად ასე იქცევიან. ისინი იღვიძებენ სამუშაო დღის დაწყებამდე სამი საათით ადრე. დროის პატივისცემა, ფულის საქმეში ჩადების სურვილი კარგად უმკლავდება მაღვიძარას როლს. მანამ სანამ ისინი დახარჯავენ დოლარს, ისინი შოულობენ ასობით და ათასობით მეტს.

დღის დაგეგმვა
სიმდიდრე თვითონ არ მოდის, მასთან ერთად ჩნდება უამრავი ვალდებულებაც. მდიდარი ადამიანები ამტკიცებენ, რომ მათი ყოველი დღე სავსე საზრუნავებითა და რუტინით. იმისათვის, რომ მათ არაფერი არ დაივიწყონ, ისინი გეგმავენ დღეს და ადგენენ გრაფიკს.

მიზნის არჩევა
კიდევ ერთი ჩვევა, რომელიც კარს უხსნის დიდი რაოდენობით შესაძლებლობას. მდიდარი ადამიანები თავიანთი თავის წინაშე აყენებენ სხვადასხვა დავალებებს და ამ დავალებებს ხსნიან. მათ წარმოდგენებში მთელი ცხოვრება არის მიზნების ნაკრები, მაგრამ არ უნდა აურიო ერთმანეთში “მიზანი” და “სურვილი”.

კითხვა
თუკი ჩვეულებრივი ადამიანებისთვის კითხვა არის თავისუფალი დროის გატარების სიამოვნება, მაშინ წარმატებული ადამიანებისთვის ეს არის თვითგანათლების შესაძლებლობა. კითხვის მიზანია – ზრდა კარიერულად და პროფესიონალური ცოდნის მიღება.

მუშაობა, მუშაობა და კვლავ მუშაობა
მუშაობა მდიდარი ადამიანებისთვის არის ხასიათის ჩამოყალიბება და საბანკო ანგარიშის გაზრდა, ამიტომაც მათი სამუშაო დღე გრძელია, ხოლო დასვენების დღეებში და შვებულებაში ყოფნისას ისინი დაკავებულები არიან ან ქველმოქმედებით, ან მოხალისეობით. ეს ხელს უწყობს საჭირო კავშირების გაჩენას, ზოგიერთი საკითხების გადაწყვეტაც და პროფესიონალური სტატუსის დამკვიდრებას.

რისკი – კეთილშობილური საქმე
მანამ სანამ გახდები წარმატებული და მდიდარი, ჩაიბარებ საერთაშორისო კომპანიას ან დაატრიალებ ბიზნესს, მოგიწევს გაიარო გრძელი და რთული გზა, ისწავლო გარისკვა. რისკი ეს არ არის ნაბიჯი უფსკრულში დახუჭული თვალებით, არამედ საჭიროა რისკების და წარმატების შანსების გამოთვლა.

ვშოულობთ ბევრს, ვხარჯავთ ნაკლებს
საზოგადოებში ცხოვრებისას, სადაც ფულის ხარჯვა არის ცხოვრების სტილი, მდიდარი ადამიანები ამას წინ უდგებიან და ხარჯავენ იმაზე ნაკლებ ფულს, ვიდრე შოულობენ. ინვესტიციები, დეპოზიტები, ფონდები – ფულის გამოყენების უფრო სწორი მიმართულებაა.

თავდაჭერილობა
მილიონერის გონება ყოველთვის გულზე მაღლა დგას. წარმატების საწინდარი არის არანაირი ემოციები გადაწყვეტილებების მიღების მომენტში. წარმატების საწინდარი არის რისკების დაგეგმვა, ბიზნესის მართვა და ფულის ინვესტირება. მდიდარ ადამიანებზე არ უნდა თქვათ, რომ უგულოები არიან, მათ უბრალოდ შეუძლიათ საკუთარი თავების გაკონტროლება.

ჯანსაღი კვება
ტვინის ვარჯიშის შემდეგ აუცილებელია დაფიქრდოთ სხეულის ვარჯიშზეც. სტრესი და არასწორი კვება საუკეთესო საშუალებაა სიცოცხლის შესამოკლებლად. ჯანსაღი კვება უნდა გახდეს არამხოლოდ მილიონერების ჩვევა.

ცოდნის გაზიარება
ბოლო პუნქტი არის ცოტათი მოულოდნელი, მაგრამ მნიშვნელოვანი. თქვენი ყველანაირი ცოდნა უნდა გაუზიაროთ ბავშვებს, რადგან ეს არის მომავალი თაობის ფუნდამენტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აგური. მდიდარი ადამიანები მუდმივად აზიარებენ თავიანთი წარმატების რეცეპტს, რჩვებს იმის შესახებ, თუ როგორაა შესაძლებელი მათი ადაპტირება თითოეული ინდივიდუალურ თავისებურებაში, ვისაც სურს გახდეს მილიონერი.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button