ახალი ამბებიგასართობისაკითხავი

პოლიტიკური პარტიები საქართველოში


პოსტში შეიტყობთ ქართული პარტიებზე და გაიგებთ ინფორმაციას მათი მოღვაწეობის შესახებ პოსტი არის საინფორმაციო ხასიათის არ არის მიმართული რომელიმე პარტიის გაპიარებისკენ.
ქართული ოცნება – პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო დაფუძნდა ბიძინა ივანიშვილის მიერ 2012 წლის არჩევნების წინა პერიოდში შემდეგ კი რამოდენიმე პარტიასთან ერთად გადაკეთდა კოალიციად რომელში შემავალი სუბიექტებიც არიან თავისთავად პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო ასევე იყვნენ თავისუფალი დემოკრატები ირაკლი ალასანიას თაოსნობით მაგრამ მათ დატოვეს კოალიცია ერთ-ერთი პარტია არის მრეწველები კონსერვატორები და რესპუბლიკელები ასევე ეროვნული ფორუმი რომელმაც ცოტახნის წინ დატოვა კოალიცია და არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილების გადაწყვეტილება მიიღო.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – პოლიტიკური პარტია საქართველოში რომელიც დაფუნძდა 2001 წელს და დღემდე წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ პარტიას საქართველოში იგი ყველაზე მძლავრი ოპოზიციური პარტიაა და პარლამენტშიც სოლიდურადაა წარმოდგენილი. ნაციონალური მოძრაობა ქვეყნის სათავეში 2004-2012 წლებში იდა მანამდე სანამ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში ქართულმა ოცნებამ არ იმარჯვა და მოიპოვა უმრავლესობა. ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში საქართველო მნიშვნელოვნად დაუახლოვდა ევროპას და ამერიკას ასევე აქტიურად დაიწყო მუშაობა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტუქტურებთან და გამოიკვეთა საქართველოს პროგრესი საერთაშორისო საკითხებში ნაციონალური მოძრაობა დღემდე რჩება ევროპული კურსის გამტარებელ პარტიად.

თავისუფალი დემოკრატები – პარტია ირაკლი ალასანიას ხელმძღვანელობით რომელიც დაფუძნდა 2009 წელს და ღიად ატარებს ევროპულ კურსს თავისუფალი დემოკრატები 2012 წელს არჩევნებისათვის გაერთიანდნენ კოალიცია ქართულ ოცნებაში სხვა პარტიებთან ერთად მაგრამ მალევე დატოვეს კოალიცია და მარტომ აქტიურად განაგრძეს მოღვაწეობა პარტია მიიჩნევს რომ ევროპული და ევროატლანტიკური კურსი გადაარჩენს საქართველოს ამიტომაც ისინი ევროპასთან დაახლოვების მომხრენი არიან.

ახალი პოლიტიკური ცენტრი “გირჩი” – გირჩი ახალი პარტიაა რომელიც 2015 წელს შეიქმნა იგი დაკომპლექტებულია ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრებით და ასევე ახალი სახეებით პარტია ხაზს უსვამს ლიბერტარიანიზმს ანუ ადამიანის პიროვნულ თაივისუფლებას გირჩები მომხრენი არიან სააქართველოს ევროპასთან დაახლოვების და ურთიერთობების გაღმავების პარტიაში არიან ახალი სახეები რომლებიც აქტიურად მოღვაწეობენ საქართველოს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. პარტია 2016 წელს აპირებს მონაწილეობა მიიღოს საპარლამენტო არჩევნებში და გამოსცადოს ძალები.

ლეიბორისტული პარტია – ლეიბორისტების ლიდერი ყველასათვის ცნობილი შალვა ნათელაშვილია რომელის პარტიაც 1995 წელს დაარსდა და ერთ-ერთი ძველი პარტიაა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პარტიას გარკვეულ პერიოდებში ქონდა წარმატება მაგრამ მას შემდეგ რაც ნესტან კირთაძემ და კიდევ რამოდენიმე ლიდერმა პარტია დატოვეს ლეიბორისტების რეიტინგმა მნიშვნელოვნად იკლო ისნი დიდი ხანია ვერ სცილდებიან საპარლამენტო ზღვარს პარტია ადრეულ პერიოდში აქტიურად თანამშრომლობდა ოპოზიციურ პარტიებთან მაგრამ ამ ეტაპზე მარტო აპირებს ბრძოლას და ხმების მოპოვებას.

რესპუბლიკური პარტია – პარტია დაარსდა 1978 წელს და არის ერთ-ერთი ძველი პარტია საქართველოში ისინი 1978 წელსაც კი იყვნენ ევროპული ღირებულებების მატარებლები და დღესაც ასე რჩებიან რესპუბლიკური პარტია 2012 წელს გაერთიანდა კოალიცია ქართულ ოცნებაში და დღემდე პარლამენტშია მათ ცოტახნის წინ მიიღეს გადაწყვეტილება რომ არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღონ მონაწილეობა მაგრამ არ ტოვებენ კოალიციას.

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close