გასართობივიდეოებიკრეატივი

გოგრების სეზონი «Jucker Farmart»-ის ფერმაში


დადგა წელიწადის ის დრო, როდესაც შვეიცარიაში «Jucker Farmart»-ის ფერმის მოსახლეობა გოგრის მოსავალს იღებს. ფერმა მდებარეობს ზეეგრებენის (Seegräben) მუნიციპალიტეტში, ციურიხის ოლქი -და ამ ფერმის მაცხოვრებლები განიხილავენ გოგრის მოსავლის სეზონს, როგორც ერთადერთ შანსს, რომ რეკლამირება გაუკეთონ საკუთარ პროდუქციას.
ყოველ წელს მათ გამოაქვთ საჯარო ჩვენებაზე სერიოზული ხელოვნების ექსპონატები, რომლებიც დამზადებულია კაროტინისა და ვიტამინებით სავსე ბოსტნეულისაგან- გოგრისაგან. და, ეს წელიც არ იყო გამონაკლისი…
ნახეთ ვიდოები:


თემა გოგრის გამოფენისათვის არჩეულია ისე, რომ ასახავდეს თანამედროვე ახალგაზრდულ კულტურას. წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სპორტის სახეობები: კრივი, ჭიდაობა, დოღი, ცურვა და სხვ.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გამოტანილი იყო სპორტის ეს სახეობაც: ბობსლეი (Bobsleigh), რომელიც ციგაობის ნაირსახეობაა; ანუ საჭიანი ციგით მთიდან სწრაფდაშვება საგანგებოდ მოწყობილ ტრასაზე. მართალია, ეს არის ზამთრის სპორტის სახეობა და არ შეეფერებოდა გოგრის სეზონს, მაგრამ გავითვალისწინოთ, რომ ეს შვეიცარიაა ..

კარგად არ ჩანს დროშა გოგრებისგან. თუ,
შორიდან კარგად დააკვირდებით შუაში არის თეთრი გოგრები

შვეიცარიაზე საუბრისას, უნდა აღინიშნოს, რომ, მაგალითად, შარშან თავად ის იყო გოგრების გამოფენის თემა და იდეა. შვეიცარიის დროშა შეიძლება მარტივი და იოლია გამოსაჭრელად, მაგრამ მხოლოდ წარმოიდგინეთ, რამდენი გოგრაა საჭირო მისი სამგანზომილებიანი გამოსახულების მისაღებად…


ზოგჯერ კი ძალიან ფრთხილი შვეიცარიელი ვერ ახერხებს თავიდან აიცილოს უბედური შემთხვევა. არ არის ნათელი, თუ რა მოხდა აქ-ასე რომ, თქვენ შეგიძლიათ ჩართოთ თქვენი ფანტაზია და წარმოიდგინოთ დეტალები …

გოგრების გამოფენის ყველაზე დასამახსოვრებელ ექსპონატებად შეიძლება ჩაითვალოს Dinosaur 2015. მათი დამზადებისათვის ფერმის მაცხოვრებლებმა დასახმარებლად მიმართეს აჰტალის დინოზავრების მუზეუმს (Dinosaur Museum in Aahtal).

და, თუ თქვენ დაიღალეთ გოგრების გამოფენის დათვალიერებით, რაც ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ მაინც- თქვენ შეგიძლიათ დატკბეთ შვეიცარიის სოფლის ულამაზესი ხედებით. ყველაზე მამაცებს კი, შეუძლიათ მკნეტავი მაშებით ამოღარონ ერთ-ერთი გიგანტი გოგრა და გაისეირნონ ამ „ნავით“ მიმდებარე ტბაზე.

ნახეთ ვიდეო ტბაზე:


«Jucker FarmArt» -ის გამოფენა- ეს არის დროის გასატარებლად იდეალური ადგილი, როგორც ბავშვებისთვის ასევე მოზრდილებისთვის. თუმცა, არ შეიძლება დაათვალიეროთ გამოფენა და ჩაიაროთ- აუცილებლად წაიღეთ რაღაც, გარკვეული სუვენირი, რომ თქვენ დიდი ხნის განმავლობაში მოგიტანოთ კარგი განწყობა და გააცოცხლოს სასიამოვნო მოგონებები.


გინდათ შეიძინოთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები? მაშინ ეწვიეთ ფერმის მაღაზიას – და, სხვათა შორის, ფერმა არის მხოლოდ ოცდაათი წუთის სავალზე ციურიხიდან და, შესაბამისად, ადვილია იქ მოხვედრა.

მთა მატერჰორნის (Matterhorn) ასლის მისაღებად, რა შრომა და რამდენი გოგრა იყო საჭირო?
მთა მატერჰორნი არის ალპებში, შვეიცარიისა და იტალიის საზღვარზე. გამორჩეულია გიგანტური პირამიდის ფორმის მქონე მწვერვალით.






მახეთ ვიდეო:

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Close
Close