გამოგონებასაკითხავისამხედრო

10 ყველაზე სახიფათო ცეცხლსასროლი იარაღი


სამწუხაროდ, კაცობრიობა მთელი თავისი არსებობის განმავლობაში ცდილობს, რომ უფრო დახვეწოს და გააუმჯობესოს, გახადოს უფრო თანამედროვე და მძლავრი. ამ პოსტში ნახავთ 10 ყველაზე სახიფათო ცეცხლსასროლ იარაღს, რომლებმაც ტესტირებისას დაამტკიცეს თავიანთი სიძლიერე პრაქტიკაში. პისტოლეტები და ავტომატები ეს გასართობებია დიდი ბიჭებისთვის, მაგრამ ჩახმახის ერთმა გამოკვრამ შეიძლება ვიღაცა სიცოცხლეს გამოასალმოს.

ტყვიამფრქვევ-ავტომატი Uzi

9 მილიმეტრიანი ტყვიამფრქვევ-ავტომატი Uzi არაფრით არ ჩამოუვარდება დიდ ტყივამფრქვევ-ავტომატებს, მაგრამ განსხვავდება ბრძოლაში კომფორტულად ექსპლუტაციით თავისი მცირე ზომების გამო. იარაღი შეიძლება წყნარად ჩადო ჩემოდანში და საზღვარზე გადაიტანო. მიუხედავად თავისი კომპაქტური ზომებისა, ეს არის ძალზედ მძლავრი იარაღი. რთულია იპოვო ასეთი ფუნქციონალურობის, მობილურობის და სროლის მაღალი ტემპის მქონე იარაღი.

პისტოლეტი M1911

პისტოლეტი M1911 ხშირად იყო მაფიოზური სტრუქტურების გარჩევის ერთ-ერთი ხშირი მონაწილე და ითვლებოდა ყველაზე სახიფათო და პოპულარულ იარაღად ბანდიტებს შორის. 50 წელია რაც ის არის ტერორიზმისა და კრიმინალის ინსტრუმენტი. პისტოლეტი აღჭურვილია ისეთი აქსესუარებით, როგორებიცაა ფარანი და პატარა ზომის ოპტიკური მიზანი. 45-კალიბრიან პისტოლეტს ხშირად იყენებენ ქილერული შეკვეთების შესასრულებლათ. იარაღს აქვს ძალზედ დაბალი ხმა.

მექანიკური ტყვიამფრქვევი MG4

მექანიკური ტყვიამფრქვევი MG4 არის ადამიანის მიერ შექმნილი ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო იარაღი, რომელიც დგას AK-47 ავტომატის გვერდით. ის ხასიათდება სროლის მაღალი ტემპით და ფუნქციონალურობით. სპეციალური ფეხსადგომი საშუალებას იძლევა დააყენე ტყვიამფრქვევი კომფორტულად სროლისთვის ნებისმიერ ადგილას. მისი დაყენება შეიძლება ჯავშანტრანსპორტზე და აწარმოო სროლა ნებისმიერ ტექნიკიდან. იმ ზიანს, რასაც ეს ტყვიამფრქვევი ტოვებს შეიძლება შევადაროთ ბაზუკის გამოყენებას. იარაღი წუთში ისვრის 770 ტყვიას.

კალაშნიკოვის AK-47 ტიპის ავტომატი

თავისი ისტორიის განმავლობაში ამ ავტომატმა შეიწირა 100 ათასობით ადამიანის სიცოცხლე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. იარაღი არის ძალზედ მძლავრი და აქვს ნაცნობი ფორმები, ერთი მისი გამოჩენა მაშინვე იწვევს დაძაბულობას. წუთში ავტომატი ისვრის 600 ტყვიას.

45 კალიბრიანი პისტოლეტი Glock, 45G.A.P

Glock, 45G.A.P. შედის არმიებისა და სპეციალური დანიშნულების რაზმების შეიარაღებაში. თავისი მცირე წონისა და ერგონომიული მახასიათებლებით პისტოლეტი გახდა პოპულარული სპეციალისტებს შორის. კომპაქტურ ზომებთან ერთად ის არის საიმედო, ზუსტი, მძლავრი და ფუნქციონალური პისტოლეტი.

HK416 A5 ტიპის ავტომატი

ახალი ავტომატი HK416 A5 არ იმეორებს თავისი “მშობლების” შეცდომებს. განახლებებში შედის ზამთრის ტიპის სასხლეტი, რომელიც იძლევა სროლის საშუალებას ხელთათმანებში და არ ეცემა სროლის ტემპი, ასევე იარაღზე არ რჩება თითის ანაბეჭდები. ის აღჭურვილია ღამით ხედვის სამიზნით და ახდენს მაღალი სიზუსტის გასროლებს.

პისტოლეტი DE50SRMMB

ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო პისტოლეტი, მის ტყვიებს შეუძლია ყველაფერი გაგლიჯოს ათასობით ნაკუწად. ყოველი გასროლის შემდეგ მსხვერპლს აღარ აქვს გადარჩენის იმედი. ეს არის მძლავრი და სახიფათო პისტოლეტი, რომელსაც შეუძლია სიცოცხლისთვის შეუფერებელი დაზიანებების მიყენება.

რევოლვერი Smith&Wesson

თუკი გაიხსენებთ ყველა ფილმს კოვბოების შესახებ, მაშინ მიხვდებით, რომ ველურ დასავლეთში გარჩევების დროს ყველაზე პოპულარული იყო Colt 45-კალიბრიანი რევოლვერები. თანამედროვე მოდელებს არ დაუკარგავთ ძველი დიდება. ეს მაღალხარისხიანი და მძლავრი იარაღი გამოიყენება პოლიციაში, ასევე სანადიროდ და სპორტული სროლების დროს.

სნაიპერის მსხვილკალიბრიანი შაშხანა AS50

ეს იარაღი არის ფანტომური მკვლელების ოცნება, რადგან მისი შენიღბვა მარტივია და ისვრის ძლიერად და მძლავრად. ის შეიძლება განვიხილოთ როგორც მომავლის იარაღი. შაშხანა შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც ჩვეულებრივი საბრძოლო, ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობისა და საიდუმლო დავალებებისთვის. გასროლის სიმძლავრე ისეთია, რომ მას ადარებენ ყუმბარის აფეთქებას.

Tracking Point

იარაღი Tracking Point არის პლანეტაზე არსებული ყველაზე სახიფათო იარაღი. იმ ტექნოლოგიებმა რომლებიც გამოყენებული იქნა მისი შექმნის დროს, ეს შაშხანა აქციეს მომავლის იარაღად ამ სიტყვის სრული მნიშნველობით. Tracking Point-ის ღირებულება შეადგენს 22 000 ამერიკულ დოლარს, ამიტომაც ჩვეულებრივი ადამიანი მას ვერ შეიძენს. იარაღი აღჭურვილია ლაზერული სამიზნით და კომპიუტერით, რომელიც ავტომატურად უთვალთვალებს მსხვერპლს და თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, თუ როდის უნდა მოახდინოს წარმატებული გასროლა. კომპიუტერი ითვლის გასროლის დროს, მანძილს და ეფექტურობას სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით. კომპიუტერი მუშაობს Wi-Fi-ზე, ამგვარად ის იწერს ვიდეოსა და აფიქსირებს მთლიან ინფორმაციას. არაა გასაკვირი ის, რომ იარაღიდან დარეკვაც შესაძლებელია.

მსგავსი ამბები

Close
Close