TECH & მეცნიერებაგართობაუცნაური

Top 15: ყველაზე სულელური და აბსურდული კანონები მთელს მსოფლიოში

4d53a86de31e
არსებობს ალბერტ აინშტაინის კარგი გამონათქვამი: „მხოლოდ ორი რამ არის უსასრულო: სამყარო და ადამიანის სისულელე; მაგრამ სამყაროსთან დაკავშირებით მე ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ.“ ავტორიტარული კანონმდებლები, პოლიტიკოსები ან ბიუროკრატები, რომლებსაც ძალიან ბევრი თავისუფალი დრო აქვთ, ადგენენ იმდენად უცნაურ კანონებს, რომ საბოლოო ჯამში, რჩება მხოლოდ თავის „მოფხანა“…
ეს კანონები იმდენად სასაცილოა, რომ მათი შესრულება ისეთივე წარმოუდგენელია, როგორც თვით ის ფაქტი, რომ ისინი არაკანონიერია.
რასაც ეხლა გაიგებთ და წაიკითხავთ, თქვენ გაქვთ უფლება დარჩეთ გაოცებული და განცვიფრებული, რადგანაც ამ სულელურ და აბსურდულ კანონებს ხშირად მოაქვს თქვენს ცხოვრებაში არეულობა და დაბნეულობაც…უცნაური კანონების ჩამონათვალი რეგულარულად იქმნება მთელს მსოფლიოში:
1) ტაილანდი (Thailand): ფულზე დაბიჯება კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა.
ნახეთ ვიდეო:
85e0bfcfb34e

დიდ ბრიტანეთში აღინიშნა მისი უდიდებულესობა დედოფალი ელისაბედ მეორის გამეფების მე-60 წელი. დღეს მომქმედ მონარქთა შორის მეფობის სტაჟით დედოფალი ელისაბედ მეორე ჩამორჩება ტაილანდის მეფე რამა IX, მოცემულ მომენტში მართავს ქვეყანას 69 წლის განმავლობაში და მისი ქვეშევრდომებისათვის მეფე რამა IX წარმოადგენს რაღაც ღვთებრივს, იმდენად ღვთაებრივს, რომ ვალუტა მისი სურათით ხელშეუხებელია.
და ეს მიღებულია, რადგანაც რამა IX არის უნიკალური პიროვნება – მას აქვს პოლიტოლოგიური განათლება; არის ჯაზმენი, რომელიც ბენი გუდმენთან ერთადაც უკრავდა; ის არის დიდი ტალანტის მქონე კომპოზიტორი, რომელსაც დაწერილი აქვს მშობლიური ქვეყნის ჰიმნი; მხატვარი; ფოტოგრაფი; ხელოვნური წვიმის ტექნოლოგიის რამდენიმე პატენტის მფლობელი; ბესტსელერი კომიქსის ავტორი. მეფე რამა ეცნობა საქველმოქმედო პროექტებს და დაპატენტებული აქვს სათბობის ახალი სახეობა.

2) იტალია (Italy): ძილი ყველის დამზადების ქარხანაში სასტიკად აკრძალულია და ისჯება კანონით.
26cf6839bf2a
ბებიების ზღაპრების მოყოლით, თუ შეჭამთ ყველს ძილის წინ, დაგესიზმრებათ კოშმარები. ალბათ სწორედ ამიტომ, იტალია, , რომელიც ცნობილია სხვადასხვა გემრიელი ყველის წარმოებით, იღებს ასეთ პრევენციულ ზომებს.
ერთ-ერთ გამონათქვამში ნათლად ჩანს: „პროფილაქტიკა უკეთესია, ვიდრე მკურნალობა“, ასე რომ არ არსებობს ეჭვი, რომ ცხელი, სამხრეთ იტალიელები დაცულნი უნდა იყვნენ ღამის საშინელებებისა და კოშმარებისგან. ბოლოს და ბოლოს გადაწყდა და მიიღეს კანონში: ყველის დამზადების „Ferrara“-ის ქარხნებში აკრძალულია ძილი. შესაძლოა, არსებობს რაღაც პრობლემა თაგვებთან, რომელიც ექვივალენტურია ზომბი- აპოკალიპსის (Zombie Apocalypse ფილმიდან „მოსეირნე მკვდარი), თუ უბრალოდ ეს ძალიან უცნაური კანონია?
3) ოკლაჰომას შტატი (Oklahoma), ამერიკის შეერთებული შტატები: ძაღლების გაღიზიანება კანონით აკრძალულია. (კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა).
f11fc7559dfc
აშშ-ს ყოველთვის თვლიდნენ ნაყოფიერ ადგილად უცნაური კანონებისთვის. ერი შედგება 50 შტატისაგან, და თითოეულ მათგანში მოქმედებს თავისი საკუთარი კანონები მოქალაქეებისათვის, რომლებიც ცხოვრობენ ამ ტერიტორიაზე. ოკლაჰომა გახდა „აკვანი“ ერთი ყველაზე უცნაური კანონისა, რაც კი ოდესმე დადგენილი იყო ამ ქვეყანაში: ოკლაჰომას შტატში კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა გრიმასების გაკეთება, ანუ ჯღანვა. სახის მანჭვა ძაღლის წინაშე – დანაშაულია, რომლის გამოც თქვენ დაგიჭერენ და ციხეში ჩაგსვამენ.
არსებობს ბუნდოვანი ეჭვი, რომ ეს კანონი მიღებულ იქნა იმის გამო, რომ შტატის ოფიციალური პირები დაიღალნენ ადამიანებისგან, რომლებიც საკუთარ სახლებში ყვიროდნენ და ღრიალებდნენ: “OKLAHOOOOMAAAA!”, და რადგანაც ბევრ მათგანს სახლში ყავდა შინაური ცხოველი, კერძოდ ძაღლი, ეს გახდა იდეალური და მარტივი გზა „ერთი გასროლით ორი კურდღელის მოკვლა“.
4) ალასკას შტატი (Alaska), აშშ: დათვების გაღვიძება აკრძალულია !!!

cf3cce6cfbf4
ალიასკა – სიგიჟის „აკვანია“, რომელიც უკავშირდება ცხოველებს. ეს კანონი ჯერ კიდევ ბევრ კითხვას აჩენს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა: რომელი ჭკუაზე მყოფი ადამიანი შეეცდება ინიციატივის გამოჩენას და „გადააბიჯებს“ ამ კანონს?
ალიასკა – ამერიკის 50 შტატიდან ყველაზე დიდი შტატია თავისი უსწორმასწორო, მქისე და დაღარული ლანდშაფტით.
ასლიასკა ყველაზე დიდი შტატია 50 შტატიდან თავისი უსწორმასწორო, მქისე და დაღარული ლანდშაფტით. ალიასკა- ადგილია, სადაც ველური ბუნება ფაქტიურად იწყება სახლის ზღურბლზე, სადაც დათვები, როგორც ცნობილია, ზოგჯერ ქალაქებში ხეტიალობენ და ყიალობენ საკვების ძიებაში. შესაძლოა, რომელიმე ბედკრულ გადამთიელს ან სვებნელ მგზავრს თავში აზრად მოუვიდა ფოტოსურათის გადაღება ერთერთ ამ საშინელ მხეცთან?
აი, სწორედ ამიტომ გამოვიდა ეს კანონი…
ნახეთ ვიდეო: ამ ვიდეოში დათვი გააღვიძა და თავი საფრთხეში ჩაიუგდო

5) იუტას შტატი (Utah), აშშ: ვიოლინოს ტარება აკრძალულია ქაღალდის პარკებში.
6e0e0eb4c451
იუტას შტატი მდებარეობს მთიან რეგიონში, სახელი კი დაერქვა ინდიელთა ტომის უტესის მიხედვით.
შტატი განვითარდა მორმონების წყალობით, რომლებიც ახლაც უდიდეს რელიგიურ ჯგუფს წარმოადგენს, რომელთა რიცხვი შტატში 830 ათასს შეადგენს. მორმონებს ხშირად განიხილავენ, როგორც შეშლილ პიროვნებებს ბევრი ადამიანური, სტანდარტული ნორმების მიხედვით.
მორმონების მტკიცებით, ვიოლინოს ტარება აკრძალულია ქაღალდის ჩანთებში, ისმის კითხვა, თუ ვინ და როგორ შეამოწმებს ამ კანონს და ვინ ადევნებს თვალყურს, რომ ვიოლინოები ატარონ შესაბამის ფუტლიარებში?
6) პორტუგალია (Portugal): მოშარდვა ოკეანეში კანონით აკრძალულია. დაწესებულია 3 წლით თავისუფლების აღკვეთა ოკეანის დაბინძურებით.
9cfbecdf0e73
პორტუგალია ყოველწლიურად მრავალ ტურისტს იზიდავს. 2015 წელს ქვეყანა 19 მილიონმა ტურისტმა მოინახულა ასე რომ, ტურიზმი მზარდად მნიშვნელოვან როლს თამაშობს პორტუგალიის ეკონომიკაში. ტურისტები ძირითადად მიილტვიან მხოლოდ პლაჟებისა და მზის ხათრით, სწორედ ამიტომ ეს ღირებული „საქონელი“ პორტუგალიის სანაპიროზე არის ის, რომელიც სასტიკად უნდა იყოს დაცული კანონის მიერ.
7) იაპონია (Japan): იყო მსუქანი კანონით აკრძალულია.
833da4d4af74
2009 წელს გამოაცხადეს, რომ იაპონიის არც ერთი მცხოვრებს 40 წელზე უფროსს არ აქვს უფლება ჰქონდეს წელი 78,74 სმ-ზე მეტი (88,9 სმ —ქალებისთვის). და სწორადაც რომ ასეა! ერმა, რომელმაც სამყაროს გააცნო სუმოს ჭიდაობა, ნამდვილად უნდა შეიტანოს შეზღუდვები წონაში. მაგრამ გამოუვათ? საუკუნეების განმავლობაში დადგენილი წესებისა და რიტუალების მიხედვით, მეტოქეები, რომლებიც სპეციალურად შერჩეული საკვებით იკვებებიან წონის მოსამატებლად, ცდილობენ, ერთმანეთი რინგს გადაღმა გადააგდონ.
8) სამოა (Samoa): კანონით აკრძალულია ცოლის დაბადების დღის დავიწყება.
1ab1600b6bc2
სამოა არის სახელმწიფო წყნარი ოკეანის სამხრეთში, რომლის დედაქალაქია — აპია. ეს პატარა კუნძულოვანი სახელმწიფო აღიარებულია, როგორც ტროპიკული სამოთხე. თუმცა, აქ მოქმედებს გარკვეული იურიდიული ნიუანსები განსაკუთრებით გულმავიწყი ქმრებისთვის -საკმაოდ სერიოზული, რომ „ჩაამწაროს“ საყვარელი ადამიანის დაბადების დღე ამ ტროპიკულ სამოთხეში.
ეს მარტივი წარმოსადგენია, ბოლო წუთებში რამდენი ქმარია პანიკაში, ან იკეთებენ ტატუს (tattoo) ხელზე, ან ხელის გულზე თავისი მეუღლის დაბადების დღის თარიღით, რომ არ დაავიწყდეთ ! იმიტომ რომ, ცოლის რისხვა -ერთია, მაგრამ როდესაც განმტკიცებულია საკანონმდებლო დონეზე… სიკვდილიც „სანატრებელია“!
9) ჰონკონგი (Hong Kong) : მეუღლეს შეუძლია მოკლას თავისი ქმარი, რომელიც დაიჭირა ცოლქმრულ ღალატში.
7ed1bc8cee95
ჰონკონგში, ქმრის ღალატი ითვლება დიდ შეცდომად. მაგრამ არის ერთი ექსტრავაგანტული მანევრი: ქმარი, რომელიც ცოლმა გამოიჭირა ღალატში, შეიძლება სიკვდილით დაისაჯოს, მხოლოდ იმ პირობით, თუ ქალი ამ სისხლიან დანაშაულს ჩაიდენს თავისი შიშველი ხელებით. ასე რომ, მეუღლეს სჭირდება დიდი ხნის განმავლობაში წვრთნა, რომ დააკმაყოფილოს კანონის განაჩენი და რათა მიაღწიოს შურისძიებას, იქნებ ღირდეს ვარჯიში და ტრენაჟორებზე „ოფლის დენა?“
10) დიდ ბრიტანეთში დაშვებული არ არის კარტოფილის იმპორტი, თუ ეჭვი გაუჩნდათ, რომ ის პოლონურია.
fcb496a84a4e
დიდი ბრიტანეთის მაცხოვრებლებს ძალიან უყვართ კარტოფილი. ის ძალიან პოპულარული იყო ამ ქვეყანაში, იმ დროიდან, როდესაც პირველად შემოტანილი იყო ამერიკიდან.
ისმის კითხვა, რით განსხვავდება პოლონეთში მოყვანილი კარტოფილი, იმ კარტოფილისაგან, რომელიც მოჰყავთ დიდ ბრიტანეთში? შესახედაობით? ტექსტურით , თუ გემოვნებით? და რატომ, სწორედ პოლონეთი გახდა ამ კარტოფილის
ქსენოფობიის მსხვერპლი?
11) დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო (United Kingdom): ყველაზე აბსურდულად აღიარებული იქნა კანონი, რომელიც ადანიანს უკრძალავს სიკვდილს ბრიტანეთის პარლამენტში.
289c2cc499ab
საპარლამენტო მუშაობა – ადვილი საქმე არ არის ! ბრიტანელ პოლიტიკოსებს სიკვდილის უფლება არ აქვთ პარლამენტში. ეს უკანონობაა, მაგრამ, როგორ შეიძლება გონებაში გავივლოთ მკვდრების დასჯა? ამაზე არ დაფიქრებულან ???
12) ბანგლადეში (Bangladesh): მოტყუება სკოლაში არის მძიმე სისხლის სამართლის დანაშაული.
41b6f6f37d33
მსგავსი საქმიანობის გამოაშკარავება დასავლეთში ისჯება საკმაოდ მკაცრად: გამოცდა „ჩაიშალა“, ან თუნდაც, უარეს შემთხვევაში, სტუდენტს რიცხავენ სასწავლო დაწესებულიდან, მაგრამ ციხე?… თუმცა, ბანგლადეშში ხდება სწორედ ასე: მოსწავლეები 15 წელს ზემოთ, რომლებსაც წაასწრეს ტყუილში გამოცდების დროს, სვამენ ციხეში.
13) ჩიკაგო, ილინოისის შტატი (Illinois), აშშ: ჭამა ცეცხლმოკიდებულ, ან მწველ შენობაში კანონით აკრძალულია.
b58a7c99b7f3
მაგალითად, ავიღოთ რესტორანის შენობა. სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება, თუ ვიღაცა შეჭამს ცეცხლმოკიდებულ შენობაში. ასე რომ, მოგიხდებათ დაივიწოთ თქვენთვის გემრიელი და კარგად შემწვარი სტეიკის პორცია ! გარშემო ხომ ყველაფერი იწვის !
14) დიდი ბრიტანეთი (United Kingdom) : აკრძალულია ეჭვის თვალით შევხედოთ ორაგულს.
c9c6a7dfea78
გაერთიანებული სამეფო არ არის დაცული ექსცენტრიული და ანომალური კანონებისაგან: აკრძალულია ეჭვის თვალით მოვეპყრათ ორაგულს, მითუმეტეს ფოლადისთავა ორაგულს.
15) მილანი, იტალია (Milan): მოღუშვა, წარბების შეჭმუხვნა კანონით აკრძალულია.
875a3ca5e6b2
ამან შეიძლება გამოიწვიოს სასჯელი ჯარიმის სახით, რომელიც უფრო დაღვრემილს, შუბლშეკრულს გახდის ადამიანს. რა თქმა უნდა, ამ კანონს აქვს გამონაკლისი: ეს არ ვრცელდება სავადმყოფოში, ან დაკრძალვაზე წასვლისას…
ეს იქნებოდა, უბრალოდ სადისტობა!

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Back to top button