გასართობისაკითხავიუცნაური

10 საინტერესო ფაქტი მტრედების შესახებ


10 საინტერესო ფაქტი მტრედების შესახებ, რომლებიც კიდევ უფრო შეგაყვარებთ ამ ფრინველს.

სანავიგაციო შესაძლებლობები

ქალაქის ჩვეულებრივი მტრედები კარგად ორიენტირებდიან გარემოში და ყოველთვის პოულობენ სახლში მისასვლელ გზას. მტრედები თავიანთ გზაზე იმახსოვრებენ ლანდშაფტის თვისებებს და ასევე ისინი იმახსოვრებენ სუნს, მათ ასევე აქვთ “ჩამონტაჟებული კომპასი”, რომლითაც ორიენტირებას ახდენენ მზის მიხედვით. თუკი ამ სამი თავისებურებიდან ერთი შეწყვეტს მუშაობას, მაშინ მტრედები ვეღარ პოულობენ სახლში მისასვლელ გზას. მტრედს სახლში დაბრუნებაში ხელი შეიძლება შეუშალოს ხელოვნურმა ქუჩის განათებამ.

მტრედებს შეუძლიათ კომპრომისზე წასვლა

ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ექსპერიმენტის ფარგლებში მტრედები აღჭურვეს GPS-ის სანავიგაციო სისტემით, რომ განესაზღვრათ მათი ფრენის მარშრუტი. მოგზაურობისას ორ მტრედს ჰქონდა არჩევანი, რომ წასულიყვნენ სახლში სათითაოდ ან წყვილში. ფრინველებმა იპოვეს კომპრომისი და აირჩიეს საშუალო – ისინი სახლში წავიდნენ მათ ცალკეულ მარშრუტებთან მიახლოებული საერთო მარშრუტით. საქმე იმაშია, რომ მტრედებს შეუძლიათ დაემორჩილონ ლიდერს და გაყვნენ მას, მაგრამ თუკი მტრედებს მარშრუტები აბსოლუტუად განსხვავდება ან სხვადასხვა მიმართულება აქვთ, მაშინ კომპრომისი შეუძლებელია. აღსანიშნავია, რომ მტრედები მარშრუტს ერთად უფრო ეფექტურად გადიან, ვიდრე ცალ-ცალკე.

მტრედები არასოდეს არ ივიწყებენ და არ პატიობენ

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი გაარკვიეს მეცნიერებმა რამდენიმე წლის წინ, როდესაც მიხვდნენ, რომ მტრედებს შეუძლიათ ადამიანების სახეების განსხვავება. ექსპერიმენტის დროს ორი ერთნაირი ტიპაჟის და კომპლექციის მქონე მეცნიერი სხვადასხვაგვარად ექცეოდნენ მტრედებს: ერთი იყო კეთილი, ხოლო მეორე, როდესაც მტრედი გალიაში საკვებს ჭამდა აფრთხობდა მას. გარკვეული დროის შემდეგ მეცნიერებმა აღარ ჩნდებოდნენ მტრედებთან, მაგრამ როდესაც გამოჩნდნენ კვლავ, მტრედებმა ისინი იცნეს და მოერიდნენ იმას, რომელიც წარსულში აგრესიულად იქცეოდა, მიუხედავად იმისა, რომ ის იდგა წყნარად.

მტრედებს საკმაოდ ხანგრძლივი მეხსიერება აქვთ

ნაკლებადცნობილ ფაქტებს შორის ღირს გამოვყოთ ის ფაქტი, რომ მტრედებს შეუძლიათ დიდიხნით დაიმახსოვრონ რაიმე ინფორმაცია. კიდევ ერთი ექსპერიმენტი რომელიც ჩაატარეს ხმელთაშუაზღვის ინსტიტუტში იყო მტრედების მეხსიერების თვისებების გაზომვა ბაბუინებთან შედარებით. მტრედებს და ბაბუინებს ხშირად აჩვენებდნენ სურათებს და ფერებს, ხოლო ცხოველებს უნდა დაემახსოვრებინათ ასოციაციები. მტრედებმა დაიმახსოვრეს 800-დან 1200 ასოციაციამდე, მაგრამ შეჯიბრი წააგეს ბაბუინებთან, თუმცა ესეც კარგი შედეგია.

მტრედები ერკვევიან მათემატიკაში

ბოლო დროის კვლევებმა აჩვენეს, რომ მტრედები ერკვევიან აბსტრაქტულ მათემატიკაში. მათ ახასიათებთ თავიანთი ქცევის განსაზღვრა, რაც ადრე იყო მხოლოდ პრიმატების პრეროგატივა. ექსპერიმენტის დროს, სამ მტრედს ეკრანზე უჩვენებდნენ საგნების სამ ნაკრებს. ერთ ნაკრებში იყო ერთი საგანი, მეორეში ორი, ხოლო მესამეში სამი. ყველა ობიექტი განსხვავდებოდა ფერით, ფორმით და ზომით. მტრედებს ასწავლეს ეკრანზე ნისკარტით კაკუნი ჯერ ერთ ნაკრებზე, მერე მეორე, ხოლო შემდეგ კი მესამეზე. როდესაც ისინი უშეცდომოთ ასრულებდნენ იმას, რასაც მათგან ითხოვდნენ, მტრედებს აჩვენეს ნაკრებები, რომლებიც შეიცავდნენ ერთიდან ცხრამდე საგნების რაოდენობას. შედეგად მტრედებმა განსაზღვრეს ერთ, ორ და სამ საგნიანი ნაკრებები, თუმცა მათთვის არ უსწავლებიათ, რომ საგნების რაოდენობა შეიძლება იყოს სამზე მეტი. ამ ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ მტრედებს ესმით რიცხვების ბუნება.

მტრედების ფოსტა

ბევრი ფაქტს კაცობრიობის ისტორიაში მტრედების როლის შესახებ არ ასწავლიან წიგნებში, მაგრამ ყველამ კარგად იცის, რომ მტრედების ფოსტას ადამიანები იყენებდნენ უხსოვარი დროიდან, ამიტომაც პარიზის ალყისას ფრანკულ-პრუსული ომის დროს ქალაქის მცველები იყენებდნენ მტრედების ნიჭს შეტყობინებების გადასაცემად, რაც ტელეგრაფზე უფრო სწრაფია. აშკარა მიზეზების გამო ფრინველების 10%-ზე ნაკლები გადარჩა პირველი მსოფლიო ომის სამხედრო მოქმედებებში. ბევრი მათგანი დაჯილდოვდა მათი შეუფასებელი დამსახურებების გამო მარია დიკინსის მედლებით.

მტრედებს ახასიათებთ უცნაური ქცევები

1947 წელს სკინერმა გამოაქვეყნა ექსპერიმენტის შედეგები, რომლის დროსაც გალიაში მოათავსეს მცირე წონის მტრედები. მათ რეგულარულად აჭმევდნენ დროის რაღაც გარკვეულ შულედებში. დროთა განმავლობაში 8-დან 6-მა მტრედმა აჩვენა საინტერესო ქცევა. ერთ-ერთი მტრედი რეგულარულად იმეორებდა ერთსა და იმავე მოძრაობას – გალიის კუთხეში შეწევდა თავს, ხოლო მეორე გაუჩერებლად არტყამდა წრეებს გალიაში. საქმე იმაშია, რომ ფრინველებმა ჩათვალეს, რომ მათ საჭმელს აქცევენ თავიანთი უცნაური ქცევების გამო.

ფრინველ დოდოს ნათესავები

მტრედების დნმ-ის ანალიზმა აჩვენა გადაშენებულ ფრინველთან – დოდოსთან ანალიზის შედეგების მსგავსება. თანამედროვე მტრედის ნათესავი არის სხვადასხვა ფერის მქონე მტრედი, რომელიც ბინადრობდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში და ნიკობარის კუნძულებზე. ამ მეცნიერულ აღმოჩენამდე რთული გასაგები იყო, თუ რომელ ოჯახს მიეკუთვნებოდა გადაშენებული ფრინველი დოდო, რადგან მას ახასიათებდა უნიკალური გარეგნულ ფიზიკური თავისებურებები.

მტრედები შეიძლება იყვნენ სხვადასხვა ფერის

ბევრს გონია, რომ მტრედები ძირითად არიან საშუალო ზომის, მუქი-ნაცრისფერები და ცხოვრობენ ქალაქის ქუჩებში. მათი უმეტესობა მართლაც ესეთია, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი სახეობაა. მტრედები ცხოვრობენ მთელს მსოფლიოში და ბევრი მათგანი გამოიყურება ძალზედ ლამაზად. მაგალითად, არსებობენ ხილისფერი მტრედები, რომლებიც გვაოცებენ თავიანთი ღია მწვანე, წითელი და ყვითელი შეფერილობით.

მტრედები რამდენიმე ათასი წლისები არიან

მტრედებს შეიძლება ვუწუდოთ ადამიანის კომპანიონი. პირველი დოკუმენტალური მოხსენიება მათ შესახებ გაჩნდა 5000-ზე მეტი წლის წინ მესოპოტამიაში. ეგვიპტეში, უძველესი ადამიანების ნამარხებში აღმოჩენილი იქნა მტრედების ნარჩენები. ისტორიაში ყოფილა შემთხვევები, როდესაც ადამიანები მტრედებს ეთაყვანებოდნენ როგორც წმინდა ფრინველს. მიუხედავად იმისა, რომ მტრედების ბევრი სახეობა გაქრა გაიშვიათდა, ისინი მაინც ათასობით წელია ადამიანებთან ერთად ცხოვრობენ.

loading...

მსგავსი ამბები

Close
Close