სწრაფი სესხი

ფაქტები სხვადასხვა ქვეყნებზე (ნაწილი 10)

როგორც ვიცით ბენილუქსი აერთიანებს სამ ქვეყანას:ბელგიას ნიდერლანდებს და ლუქსემბურგს

ბუნებრივი მახასიათებლები:
1. არდენები
ტყეებით დაფარული ეს ბორცვები ჩრდ.ლუქსემბურგში სამხრეთ ბელგიასა და ჩრდილო აღმოსავლეთ საფრანგეთში 10 000 კვ.კმ-ზეა გადაჭიმული. ბევრი მათგანის ქვეშ მღვიმეთა სისტემაა განლაგებული რაც ტურისტებისთვის დიდად მიმზიდველია არდენები ბელგიის ყველაზე მწვანე და ნაკებად დასახლებული ადგილებია.

არდენები

2.ტყე სუანი

ეს წიფლის ტყე რომელიც 4 500 ჰექტარს მოიცავს ხუთი ნაკრძალისგან შედგება იგი უზარმაზარი ტყის ნაწილია და თავდაპირველად გალიას ეკუთვნოდა აქ ერთ დროს დომბები და ცხენირმები ბინადრობდნენ სუანი ძალზე მაღალი ხეებით არის ცნობილი.

ტყე სუანი

3.ბემსტერის პოლდერი

მე-17 საუკუნეში ეს ადგილი შიდა ზღვას წარმოადგენდა 1612 წელს შიგა ზღვის დაშრობის შემდეგ შეიქმნა ბემსტერის პოლდერი იგი ოთხკუთხა ნაკვეთებად დაყვეს დღემდე ამ სახით არის შემორჩენილი.
4.ვადენზეე
ეს ჩრდილოეთის ზღვის ნაწილია ჰოლანდიასა და დასავლეთ ფრიზის კუნძულებს შორის. ტექსელზე ამ კუნძულთაგან უდიდესზე 300-ზე მეტი სახეობის ფრინველი ბინადრობს მათ შორის ევრაზიული ჟერო და ბევრი გადამფრენი ჩიტი მათი გამრავლებისთვის ევროპაში ეს  ადგილი ყველაზე მნიშვნელოვანია.
ტრადიციები და კულტურა:
1.ბელგიური შოკოლადი

ბელგია შოკოლადის მესამე ყველაზე დიდი მწარმოებელი და ექსპორტიორია მსოფლიოში ზოგიერთი კონდიტერი ჯერ კიდევ ხელით რთავს შოკოლადს.

ბელგიური შოკოლადი

2. ხის ფეხსაცმელები

ჰოლანდიელები სოფლად ტრადიციულ ხის ფეხსაცმელებს ანუ კლიპმენებს ატარებენ რომლებიც ფეხს უნარჩუნებს სითბოს  და სინესტეში სიმშრალეს წამახვილებულცხვირიან ქოშებს არ იცვამენ ისინი სუვენირებად იყიდება.

ხის ფეხსაცმელები

3.წმინდა ნიკოლოზი

ყოველ წელს ნიდერლანდებში სინტერკლაასის- წმინდა ნიკოლოზის დღესასწაულს ზეიმობენ იგი მეზღვაურთა მფარველი წმინდანია ყოველ 6 დეკემბერს ბავშვები საჩუქრებს უცვლიან ერთმანეთს დროთა განმავლობაში სინტერკლაასი სანტა- კლაუსი გახდა.

წმინდა ნიკოლოზი

4.ელფსტედენტოხტი
მას ასევე უწოდებენ თერთმეტი ქალაქის ტურს ეს შეჯიბრება ციგურებით სრიალში გაყინულ არხებზე ტარდება და მოიცავს ფრისლანდიის 11 ქალაქს მონაწილენი 200 კმ მანძილს ფარავენ
ღირსშესანიშნაობები:
1.ამსტერდამი
ამსტერდამი ნიდერლადების ორი დედაქალაქიდან ერთ-ერთია მეორე პაგაა თავდაპირველად მეთევზეთა სოფელი იყო ამჟამად ხალხმრავალი პორტი დაკომერციული ცენტრია

ამსტერდამი

2.ქალაქი ლუქსემბურგი

მსოფლიოს ერთ-ერთი ქვეყნის-ლუქსემბურგის დედაქალაქი ევროპის უმნიშვნელოვანესი ფინანსური ცენტრია
3.ბრიუსელი
ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ევროკავშირისა და ნატოს შტაბბინებია განლაგებული

ბრიუსელი

4.ბრიუგე

ბრიუგე ევროპულ ქალაქებს შორის ერთ-ერთი დიდი და გავლენიანი ქალაქი იყო შუა საუკუნეებში არხები უწყვეტად მიუყვებოდა ქალაქს რომელსაც წვეტიანი შენობები და რიყის ქვით მოკირწყლული ქუჩები ამშვენებდა

ბრიუგე

5.ჰააგა

ნიდერლანდების მთავრობის ადმინისტრაციული ცენტრია აქ მდებარეობს ჰოლანდიის პარლამენტის შემობა და ჰოლანდიის სამეფო რეზიდენცია

ჰააგა

ისტორიული პიროვნებები:

1.ერაზმ როტერდამელი (1466-1536)
დაიბადა როტემდამში ის რენესანსის ეპოქის მოაზროვნე და მწერალი იყო თავისი ცხოვრება ქრისტიანობის შესწავლას მიუძღვნა

ერაზმ როტერდამელი

2.მატა ჰარი (1876-1917)

დაიბადა ფრისლანდიაში მისი ნამდვილი სახელი მარგარეტ გერტრუდა ცელეა ცნობილ მოცეკვავეს პირველი მსოფლიო ომის დროს ფრანგებმა გერმანიის ჯაშუშობა სდეს ბრალად და სიკვდილით დასაჯეს

მატა ჰარი

3.ერჟე (1907-1983)
დაიბადა ბრიუსელში მისი სახელი და გვარია ჟორჟ რემი. იგი კარიკატურისტი იყო შექმნა საბავშვო მულტიპლიკაციური სერიალი ტინტინის თავგადასავალი რომელიც მოგვითხრობს რეპორტიორი ტინტინისა და მისი ტერიერის გუნდას თავგადასავალს

ერჟე

4.ანა ფრანკი (1929-1945)

1942 წელს მეორე მსოფლიო ომის დროს ანა ფრანკი და მისი ოჯახიორი წლის განმავლობაში იმალებოდნენ ამსტერდამის ერთ-ერთ საწყობში რათა ტყვეობა თავიდან აეცილებინათ ანა ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში მოხვედრამდე დღიურებს წერდა თავისი ცხოვრების შესახებ

ანა ფრანკი

5.ვინსენტ ვან გოგი
ვან გოგის ადრინდელი ნახატები უმეტესად ფერმებსა და გლეხებს ასახავდა მისი უფრო გვიანდელი ნახატები კი ხეხილის ბაღებსა და მზესუმზირებს მას უნიკალური ხერწერა ჰქონდა და კაშკაშა ცოცხალი ფერები უყვარდა ვან გოგი რემბრანტის შემდეგ ყველაზე დიდი ჰოლანდიელი მხატვარია

ვინსენტ ვან გოგის ნახატი

ისტორია თვალის ერთი გადავლებით:

ძვ.წ. 50 წელს

იულიუს კეისარი იპყრობს იმ ტერიტორიას რომელიც დაბლობი ქვეყნების სახელით არის ცნობილი ის რაინის სამხრეთით მდებარე მიწას ეუფლება მაგრამ რაინის ჩრდილოეთი მხარე ფრიზია ხელშეუხებელი რჩება

ახ.წ 406-511

გერმანული ტომები ფრანკები ამ ქვეყნებში რომაელების თვითმპყრობელობას ბოლოს უღებენ ჰლოდვიგ 1-ლის მმართველობისას ფრანკები გალიის დიდ ნაწილს განაგებენ

713-814

კარლოს მარტელი ფრანკების უფლისწული ფრიზიას იპყრობს და ფრანკების არმიას აკონტროლებს იმპერია აყვავების მწვერვალს 768-814 წლებში აღწევს კარლოსის შვილიშვილის კარლ დიდის მეფობის დროს

1350-1420

ნიდერლანდებში ბურგუნდიის ჰერცოგები ძლიერდებიან. მაგალითად ჟან უშიშარის სამფლობელოს ბურგუნდიის ნიდერლანდებსაც კი უწოდებდნენ

1504

დაბლობი ქვეყნები ისევ საღვთო რომის იმპერიის ნაწილი ხდება

1579

შვიდი პროვინცია ესპანეთის მმართველობას წინ აღუდგება და ქმნის ურტრეხტის კავშირს ნიდერლანდების შეერთებული პროვინციის სახელით

1602

იქმნება ჰოლანდიის ოსტინდოეთის კომპანია რომელიც ევროპისა და აღმოსავლეთ აზიის მომგებიანი ვაჭრობის მარშრუტებს ადგენს

1795-1813

ფრანგები ნაპოლეონ ბონაპარტის ხელმძღვანელობით ნიდერლანდებს იპყრობენ და შეერთებულ პროვინციებს აკონტროლებენ

1814

ვენის კონგრესი თანახმაა აღიაროს ნიდერლანდების შეერთებული სამეფოს შექმნა  რომელიც მოიცავს ბელგიასა და ლუქსემბურგს უილიამ პირველი ორანელი მეფე ხდება

1830

ბელგიელები დამოუკიდებლობას მოიპოვებენ მას შემდეგ რაც მეფე უილიამს აუჯანყდებიან ლუქსემბურგი 9 წლის დაგვიანებით იღებს ამ სტატუსს

1847-1848

ბელგია და ნიდერლანდები მნიშვნელოვან კონსტიტუციურ რეფორმებს ატარებენ

1940-1944

გერმანელები ნიდერლანდელებისა და ბელგიის ოკუპაციას ახდენენ ეს მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე გასტანს

1957

ბელგია საფრანგეთი იტალია ლუქსემბურგი დასავლეთ გერმანია და ნიდერლანდები ევროპის ეკონომიკურ გაერთიანებას ქმნიან რათა გააადვილონ ვაჭრობა წევრ ქვეყნებს შორის

1967

ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს NATO-ს შტაბბინა საფრანგეთიდან ბელგიაში გადააქვს

1992

ევროპის ქვეყნები ხელს აწერენ მაასტრიხტის ხელშეკრულებას რომლის თანახმადაც დაარსებენ ევროკავშირს

2002

ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ბრუნვაში შემოაქვთ ფულის ერთეული ევრო და მონეტები როგორც საერთო ვალუტა


ავტორი: Bread

FavoriteLoadingდაამატე ფავორიტებში
ამობეჭდვა ამობეჭდვა
Processing your request, Please wait....

loading...
© 2008 - 2016 ყველა უფლება დაცულია | ბლოგს ჰოსტინგით უზრუნველყოფს კომპანია CLOUD9.GE