გამოგონებაგასართობი

როგორ შევარჩიოთ სისტემა კომპიუტერულ გრაფიკაზე სამუშაოდ

i7

დამეთანხმებით ალბათ რომ ყველაზე პოპულარული თემაა დღეს დღეობით დამწყები გრაფიკოსებისთვის. ადრე სანამ განვითრდებოდა კომპიუტერული გრაფიკის ინდუსტრია სიტუაცია იყო სხვანაირი – ვმუშაობდით იმაზე რაც გვქონდა, არჩევანი არ იყო დიდი, გვქონდა მხოლოდ Intel და AMD. მათ შორის უნდა აგვერჩია რომელიმე, ხოლო დღეს დღეობით არჩევანი იმდენად დიდია რომ შეიძლება დაგაბნიოს კიდეც. ასევე ბევრი ფულის ქონა არ ნიშნავს მაღალ წარმადობას. დიდი ფულის გადახდა არ ნიშნავს რომ ეს კომპიუტერი იქნება სუპერ ძლიერი.

ასევე ავღნიშნავ რომ ეს სტატია არის განკუთვნილი ჩვენი დროისთვის და რამდენიმე წელიწადში სიტუაცია შეიცვლება ტექნოლოგიების განვითარების მხრივ. ამიტომაც არ მოვიყვან კონკრეტულ მაგალითებს.

რამდენიმე სიტყვა ოპერაციულ სისტემებზე

სტუდიების უმეტესობა და ფრილანსერები მუშაობენ Windows-ის სისტემაზე (ეს იმიტომ რომ პროგრამების უმეტესობა უპრობლემოდ ყენდება მასზე) და Linux. (მაგრამ აღსანიშნავია რომ Linuxის პერაციულ სისტემაზე ბევრი პროგრამა არყენდება, მაგალითად 3ds max ვერ დავაინსტალებთ). უფრო იშვიათად Mac OS-ის სისტემაზე (მისი სიძვირის გამო). ასევე უნდა ავღნიშნო რომ ერთ ერთი შესანიშნავი პროგრამა როგორიცაა Nuke მხოლოდ მასზე მუშაობს სწრაფად. ხოლო Windows-ზე რატომღაც ნელა. ასევე Mac OS-ის ყველაზე კაი ვარიანტია მონტაჟზე სამუშაოდ.

Intel Vs AMD

რამდენიმე წლის წინ Intel-მა ფასით და ხარისხით გადაუსწრო AMD-ს. მომხმარებლის 2/3 იყენებს Intel-ის პროცესორებს. დღეს დღეობით ყველაზე კაი პროცესორი კომპიუტერული გრაფიკისთვის და რენდერისთვის არის Intel-ის i7სერია. ასევე Xeon. რომელიც უფრო განკუთვნილია სერვერებისთვის და რენდერ ფარმებისთვის. ხოლო AMD-ს არ გააჩნია Intel-ის კონკურენტი პროცესორები. თუ არ გჭირდებათ თქვენ მაღალი წარმადობის კომპიუტერი მაშინ უფრო იაფად გამოხვალთ. AMD-ს დედადაფა+პროცესორს, იყიდით ორჯერ იაფად, ვიდრე ანალოგიურ სისტემას Intel-ის.

ასევე არსებობს სპეციალური HP-ის ლაბორატორია სადაც ქმნიან სუპერ მძლავრ კომპიუტერებს. ავღნიშნავ რომ ძალიან მოსახერხებელია და კომფორტული მათზე მუშაობა, გაეცანით HP-ის ოფიციალურ საიტზე.

მოდი მიუდგეთ პროფესიიდან გამომდინარე, ანუ ავღნიშნოთ ძირითადი კომპონენტები, რომელნიც დაგვეხმარებიან სწრაფ და კომფორტულ მუშაობაში.

როდესაც თქვენ ბევრს არენდერებთ, ვიზუალზიაციასთან გიწევთ საქმე: რაღა თქმა უნდა აქცენტი უნდა გავაკეთოთ პროცესორზე. 99% პროგრამების აქვს აფსოლიტური მხარდაჭერა და ახმარენ მთლიან რესურსებს. რაც უფრო დიდი სიხშირე აქვს თითოეულ ბირთვს მით უფრო ჩქარა იმუშავებს რენდერი. მეორე პარამეტრი – ოპერატიული მეხსიერება (RAM).  რენდერის დროს მაღალპოლიგონალური სცენა და VFX-ის გამოყენება სცენაში (მაგალითად ცეცხლი,კვამლი, სითხე) შეიძლება ავიდეს 32 გიგაბაიტამდე. ხოლო მესამე მთავარი ელემენტი არის კარგი ვიდეოკარტა. ის გვეხმარება დავაბრუნოთ მაღალპოლიგონალური სცენა (მაღალი FPS) მაღალხარისხიანი ტექსტურებით. არ არის აუცილებელი ფულის დახარჯვა ძვირადღირებული სათამაშო ვიდეოკარტაზე. გახსოვდეთ, ვიდეოკარტა ამ შემთხვევაში არის მესამე სიაში პრიორიტეტით.

ხოლო თუ თქვენი საქმეა ვიზუალური ეფექტები – აფეთქებები, სითხეები, ნგრევები, კვამლი: მაშინ უნდა გავაკეთოთ ოპერატიულმეხსიერებასა და ძლიერ პროცესორზე. დღეს დღეობით VFX-ში ანუ სპეცეფექტებში პოპუალრული პროგრამებია Houdini და 3ds max პლაგინებით (fumefx, thinking particles, rayfire, krakatoa).  დღეს დღეობით არსებობს ვიდეოკარტები რომლეთაც შეუძლიათ დინამიკის გათვლა დააჩქარონ OpenCL ტექნოლოგიის დახმარებით. sidefx-ის საიტზე Houdini-ის შემქმნელებმა განათავსეს რეკომენდირებული სისტემურიმოთხოვნილება პროგრამისთვის და სია ვიდეოკარტების. ასევე საჭიროა მიექცეს ყურადღება მყარ დისკებს (HDD). სასურველია გამოვიყენოთ SSD დისკები. რომელიც საშუალებას მოგვცემს სწრაფად ჩაიწეროს წაკითხული ქეშ ფაილი. ასევე ზოგიერთმა სიმულაციამ შეიძლება უცებ შეჭამოს ადგილი დისკზე.

ასევე თუ აკეთებთ კომპოზინგს, მოუშენ გრაფიკას (განვიხილავთ Nuke და After Effects-). ეს პროგრამები გამოიყენებენ დიდი რაოდენობით ოპერატიულმეხსიერებას და მთლიანად ჭამენ თითქმის  ოპერატიულის რესურს. გადამუშავებულ მონაცემებს ინახავენ ქეშში, რეალთაიმში შედეგის სანახავად. (დღესდღეობით საკმარისია 16-32 გიგაბაიტამდე). ამასთან პარალელურად ადობეს პროგრამებისთვის სასურევლია კარგი ვიდეოკარტა. Nuke და After Effects-ის ბოლო ვერსიები უკვე გამოიყენებენ რენდერისთვის GPU-ს (ვიდეოკარტით რენდერი). After Effects-ისთვის რეკომენდირებული ვიდეო კარტების ცხრილი შეგიძლიათ იხილოთ აქ > L I N K. მეორე ადგილზე მოდის პროცესორი. რომელიც დიდ როლს არ თამაშობს რენდერინგში და შეგვიძლია ვიყიდოთ i7-ის ნაკადიანი პროცესორი. After Effects-ი იყენებს ყველა ბირთვს და ნაკადებს რენდერინგის პროცესში. ხოლო Nuke-ს გააჩნია ძველი ნოდები რომელთაც არ აქვთ ხშირად მხარდაჭერა 8 ნაკადიანი პროცესორის.

ხოლო მოდელირებისთვის და ანიმაციისთვის არც ისე განსაკუთრებული მოთხოვნილებებია კომპიუტერზე საჭირო. აქ მთავარ როლს თამაშობს ვიდეოკარტა და ოპერატიული მეხსიერება. ასევე თანდათან პოპულარული ხდება Foundry-ის პროდუქტი Mari. ტექსტუირებისათვის და UV ბადის რედაქტირებისთვის. ამ პროგრამაში სამუშაოდ საჭიროა კარგი ვიდეოკარტა – ამისთვის რა მოთხოვნილებებია შეგვიძლია ვნახოთ მწარმოებლის ოფიციალურ საიტზე.

რჩევები

შეიძინეთ კომპიუტერი და გათვალეთ ის რომ შემდეგში გაუკეთებთ განახლებას. ანუ დედადაფა იყოს ბოლო სოკეტზე და ოპერატიული მეხსიერება კი შეამცირეთ. ამას შემდეგშიც იყიდით და ჩაამატებთ.

კომპიუტერულ გრაფიკაში კომფორტულად ვიმუშავებთ 2 მონიტორზე. მათგან ერთ ერთი შეეცადეთ იყოს IPS მატრიცაზე. (თუ საშუალებაა ორივე). – ეს ფერების ზუსტი გადაცემისთვის.

შეიძინეთ გრაფიკული პლანშეტი – ეს გამოგადგებათ სადაც უნდა დახატოთ ან მოჭრათ მასკები და ასევე 3D სკულპტინგისას.

კომპიუტერის დახასაითება დეტალურად

i7

პროცესორი – თქვენი კომპიუტერის გული. პროცესორი – ეს არაა მთლიანი ყუთი სადაც მიერთებულია კლავიატურა და მაუსი. ეს არის მიკროსქემა განთავსებული ამ ყუთის შიგნით (ამ ყუთს ეწოდება სისტემური ბლოკი). მთავარი დატვირთვა რედნერის დროს მოდის პროცესორის მხრებზე (GPUრედნერის გამოკლებით,როგორიცაა V-Ray RT, iRay და სხვა). ერთი სიტყვით რაც უფრო სწრაფია პროცესორი მით ჩქარა არენდერებს სცენას. პროცესორების სია იხილეთ ლინკზე მათი ფასების და წარმადობის მიხედვით.

intel_core_i7

დედადაფა – აუცილებელია, რათა ყველა ნაწილი სისტემური ბლოკის, გავაერთიანოთ დედადაფის საშუალებით. დედადაფა არ ასრულებს დიდ როლს კომპიუტერული გრაფიკაში, მაგრამ ხარისხიანი დედადაფის საშუალებით შეგვიძლია დავარაზგონოთ პროცესორი (რა თქმა უნდა თუ აქვს პროცესორს რაზგონის ფუნქცია). რაზგონის დროს იზრდება პროცესორის ენერგიის გამოყენება და დატვირთვა, რომელსაც რა თქმა უნდა არეგულირებს დედადაფაზე განთავსებული ფუნქცია.

ram

ოპერატიული მექსიერება – კომპიუტერი მუშაობის დროს ინახავს პროცესორის მიერ გამოთვლილ ინფორმაციას. 3D-ში მუშაობისას ოპერატიულში ინახება პროექტის ფაილები – მოდელები, ტექსტურები და ასევე რენდერზე გაშვებისას ინახება შუალედური გათვლები. მთავარი მახასიათებელი მეხსიერებასთან დაკავშირებით 3D გრაფიკასთან არის მისი მოცულობა.

GPU

ვიდეოკარტა – აუციელბელი კომპონენტი იმისათვის რომ ეკრანზე გამოვიტანოთ ინფორმაცია. ყველაფერი რაც კი ხდება თქვენი 3D პროგრამის პროექციის ფანჯარაში დამოკიდებულია ვიდეოკარტაზე. ძირითადი მახასიათებელი ვიდეოკარტის კომფორტული მუშაობისთვის განისაზღვრება პროცესორის ნაკადების რაოდენობით, ასევე მათ სიხშირეზე და ვიდეო მეხსიერების ზომაზე.

coler

გაგრილების სისტემა (ქულერი) – აუცილებელი სითბოს მოსახსნელად პროცესორზე. არსებობს 2 სახის გაგრილება – სითხით და ჰაერით. ჰაერით გაგრილება შეიძლება იყოს ორი სახის – აქტიური და პასიური. როდესაც გაგრილების სისტემაში არის ვინტილიატორი ამას ეწოდება აქტიური. ხოლო როცა არ არის ვინტილიატორი მას ეწოდება – პასიური. პასიური სისტემის პლიუსია ხმაურს არ ქონა, მინუსი კი დაბალი წარმადობა. აქტიური სისტემები ხმაურიანია და იძლევიან მაღალ წარმადობას, ეფექტურად აგრილებენ ცხელ ზაფხულშიც კი. არსებობს ასევე სითხისებური გაგრილება – რომელიც ძალიან კარგად აგრილებს სისტემას.

hddმყარი დისკი (HDD) – აუცილებელი კომპონენტი ინფორმაციის შესანახად. ოპერატიული მეხსიერებისგან განსხვავებით შეუძლია შეინახოს ინფრომაცია კომპიუტერის გათიშვის შემდეგაც. მყარი დისკებიც იყოფა ორ კატეგორიათ მყარ კორპუსიანი (SSD) და მაგნიტური (HDD). მყარ კორპუსიანი დისკები (SSD) არის ძალიან სწრაფი, უხმაურო და მოკლებულია ისეთი ხარვეზები როგორიცაა წვდომისას ლოდინი, დეფრაგმენტაციისას დიდხანს ლოდინი. მაგრამ არის ძვირი.

ssd

SSD განკუთვნილია პროგრამების ჩასაწერად და ასევე მუშაობს ძალიან სწრაფად, რაც ძალიან კომფორტულია. (კომპიუტერის ყიდვისას არასაკმარისი თანხის ქონისას არაააუცილებელი SSDის ყიდვა, მას შემდეგშიც ჩავამატებთ როცა გექნებათ საშუალება). ხოლო რაც შეეხება HDD-ს იგი განკუთვნილია დიდი მოცულობის ინფორმაციის შესანახად. იგი უფრო ნელია ვიდრე SSD. ექვემდებარება ფრაგმენტაციას, შედარებით იაფია და საიმედო. ტექნოლოგიური პროცესი მათი წარმოების კარგადაა ორგანიზებული.

power

კვების ბლოკი – აუცილებელი რათა მიაწოდოს კვება დედადაფას და ასევე მყარ დისკებს. კვების ბლოკი ინდივიდუალურად უნდა აირჩეს ყველა კომპიუტერზე ყიდვისას, გათვალისწინებით კომპონენტების რაოდენობისა და სიმძლავრისა, ასევე დარაზგონების ფუნქციის გათვლით. სიმძლავრის გამოთვლა შეიგიძლიათ ამ ლინკზე.

ceis

კორპუსი (კეისი) – ნაწილი რომელშიც თავსდება ზემოთ ჩამოთვლილი კომპიუტერის ყველა კომპონენტი. რაც უფრო დიდია კორპუსი მით უფრო კაია, მასში კარგად ხდება ჰაერის მიმოქცევა, ასევე შეგვიძლია შიგნით მოვათავსოთ დიდი ზომის გაგრილების სისტემა.

მოკლედ ამით დავამთავრე ეს სტატია და იმედია იმით მაინც დაგეხმარეთ რომ შეძლოთ აარჩიოთ თქვენთვის სასურველი კომპიუტერი. მადლობა ყურადღებისთვის და წარმატებები.

წყარო: cggeorgia.blogspot.com

თეგები
Close
Close